Jump to ratings and reviews
Rate this book

სხვა სკოლა

Rate this book
როგორია ბავშვებისთვის საოცნებო სკოლა? იქნებ ისეთი, სადაც სახელმძღვანელოები არ არის საჭირო და ბევრი დავალების შესრულების გარეშე ასწავლიან ცხოვრებას, წარმატების მიღწევის გზებს, საფრთხის მოგერიებასა და სწორი არჩევანის გაკეთებას?

„უკვე შეგვიძლია, ქალაქის პრესტიჟულ სკოლაში გადაგიყვანოთ, წარმოგიდგენია?! ის სუულ სხვანაირი სკოლაა, იქ სუულ სხვანაირ საგნებს ასწავლიან. უწიგნებოდ“, – ეუბნება გახარებული დედა წიგნის მთავარ გმირს, ლეოს, რომელსაც თავისი სოფლის სკოლა, სოფი მასწავლებელი და საუკეთესო მეგობარი – ნიკო არ ეთმობა, მაგრამ ისიც იცის, რომ მშობლებს მისთვის საუკეთესო უნდათ და ახალ სკოლა-პანსიონში ახალი გამოწვევებით სავსე ცხოვრებას იწყებს.

ადეკვატური რეაქციების გამოწრთობის გაკვეთილი, თანასწორობის გაკვეთილი, თავდაცვის გაკვეთილი, სწორი არჩევანის გაკეთების გაკვეთილი – ასეთ საგნებს ასწავლიან „სხვა სკოლაში“ – სასარგებლოდ და საინტერესოდ ჟღერს, არა? თუმცა, ნათია როსტიაშვილის ეს იუმორითა და სევდით შეზავებული წიგნი, რომელიც არამხოლოდ ბავშვებისთვის, მშობლებისა და მასწავლებლებისთვისაც დაიწერა, პირველ რიგში იმას შეგვახსენებს, რისი დავიწყებაც არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება „ცხოვრების სწავლების“ გზაზე – სიყვარულის, მეგობრობის, თანაგრძნობისა და თანადგომის აუცილებლობას.

208 pages, Paperback

First published January 1, 2022

Loading...
Loading...

About the author

Natia Rostiashvili

3 books2 followers

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
7 (21%)
4 stars
8 (25%)
3 stars
11 (34%)
2 stars
3 (9%)
1 star
3 (9%)
Displaying 1 - 3 of 3 reviews
Profile Image for Beka Adamashvili.
Author 2 books425 followers
August 12, 2023
თუკი ბავშვებმა ერთმანეთის მხარდაჭერა, თანადგომა, სიკეთე, დამოუკიდებლობა და თავისუფლება მაინცდამაინც წიგნებიდან უნდა ისწავლონ, ეს წიგნი ამ ცხოვრებისეული სკოლის ერთ-ერთი კარგი სახელმძღვანელო შეიძლება აღმოჩნდეს.

ამასთან, მგონი, ეს იმ იშვიათ შემთხვევათაგანია, როცა ავტორი ძლევს ცდუნებას ბავშვის პერსპექტივით ლაპარაკისას ამ ბავშვს დიდურ-ჭკვიანური აზრები არ აძახებინოს. ყოველ შემთხვევაში, ამის მცდელობის განცდა არ დამრჩენია.
2 reviews
July 3, 2025
მთავარი პერსონაჟი საკმარისად არ იცვლება დროის განმავლობაში და თუ პრობლემატურ თემებზე წერ წიგნს მაშინ მთავარ პერსონაჟსაც საინტერესო თვალსაზრისი/აზრები უნდა ჰქონდეს პრობლემების შესახებ—როგორც მაგალითად: ანე ფრანკის დღიური🌟 უინტერესო წერის სტილი მგონია და მოზარდები ეგეთები არ არიან, 40 წლისმა ქალმა დაწერა წიგნი ამ თაობაზე ხოდა 👍 თითქოს შიმშილის თამაშებში კეტნის ევერდინს რომ არ გადაერჩინა თავისი და, შიმშილის თამაშები არც მოხდებოდა და ეგ არის ამ წიგნის მთავარი პერსონაჟი-ლეო, უბრალო მშიშარა ბავშვი რომელიც არ ყალიბდება. ყველაფერი არ იყო ცუდი ამ წიგნში ისე.
Displaying 1 - 3 of 3 reviews