Jump to ratings and reviews
Rate this book

ავირეკლოთ

Rate this book
„ლელა სამნიაშვილის ახალ კრებულში 2017-2021 წლებში დაწერილი ლექსებია თავმოყრილი. ამ ქრონოლოგიურ დეტალსაც კონცეპტუალური დატვირთვა აქვს: ლელა სამნიაშვილი ის პოეტია, რომლისთვისაც უმნიშვნელოვანესია დრო-სივრცული დეტალები. სწორედ მათგან ქმნის მხატვრულ კოსმოსს – ქაოსამდე დამუხტულს იდეათა, განწყობათა თუ მოვლენათა ანარეკლებით.
 
ლელა სამნიაშვილის პოეზია ფილოსოფიური ფიქრითაცაა დაძაბული, ვერსიფიკაციული მრავალფეროვნება კი ამ ძაბვაში მკითხველის „უსაფრთხო“ ჩართვას აიოლებს, ეს ძნელი და მეტაშრეებიანი ლექსები სწორედ ამ ვერსიფიკაციული პანორამის ფონზე აღიქმება მაქსიმალური სიმსუბუქით, სიმარტივის იმ ზღვარის განცდით, რომლის მიღმაც იწყება სიტყვა „გენიალური“.
 
თანამედროვე სამყაროს შეშლილ კარნავალში არეკლილი მარადისობა ლელა სამნიაშვილის პოეტური განცდის და აზრის მთავარი ღერძია. ამ კრებულში გარშემომყოფი სამყარო – პანდემიის კონტექსტით დაწყებული, მსოფლიო კონფლიქტებით დასრულებული – ხედვის ისეთ რაკურსშია არეკლილი, რომელიც პოეზიას, როგორც ენის/სულის უკანასკნელ თავშესაფარს, მკაფიოდ და უპირობოდ განგაცდევინებთ“.

104 pages, Paperback

First published January 1, 2021

2 people want to read

About the author

დაიბადა 1977 წლის 17 მარტს. 1999 წელს დაამთავრა თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა უნივერსიტეტის ინგლისური ენის ფაკულტეტი, ხოლო 2001 წელს სინქრონული თარგმანის განყოფილება. 2007 წელს მიიღო უმაღლესი განათლების ფილოსოფიის მაგისტრის წოდება ოსლოს უნივერსიტეტში. იყო მიწვეული მკვლევარი ბერკლის უნივერსიტეტში 2001-2003 წლებში. 2017 წელს მიიღო განათლების მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი. 

 

ლელა სამნიაშვილის პოეტური კრებულები სხვადასხვა ლიტერატურული პრემიის ნომინანტი და გამარჯვებულია. მისი ლექსები თარგმნილია ინგლისურ, ნიდერლანდურ, გერმანულ, ფრანგულ, იტალიურ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე.

 

პოეტური კრებულები: ფოტო-აბები (მერანი, 2000), გველის წელიწადი (კავკასიური სახლი, 2004), მუდმივი ტატუ (სიესტა, 2006), ფრაქტალები (სიესტა, 2010), ლოცვა აბსტრაქციად (ინტელექტი, 2014), 37 (ინტელექტი, 2017), ავირეკლოთ (ინტელექტი, 2021).


 

თარგმანები: სილვია პლათის ლექსები ქართულად (მსოფლიო პოეზიის ბიბლიოთეკის სერია, მერანი, 1999),
ვირჯინია ვულფის საკუთარი ოთახი, (ფონდი ტასო, 2007), სილვია პლათის ზარხუფი, (ფონდი ტასო, 2009; დიოგენე 2014), უილიამ შექსპირის ჰამლეტი (არტანუჯი, 2017).

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
2 (40%)
4 stars
1 (20%)
3 stars
1 (20%)
2 stars
1 (20%)
1 star
0 (0%)
Displaying 1 - 2 of 2 reviews
Profile Image for Sandro Mamuladze.
42 reviews3 followers
February 2, 2023
ბევრი ქება შემხვდა ფრენდებისგან, მაგრამ ბოდიში, არ იყო ალბათ საჩემო…
Displaying 1 - 2 of 2 reviews

Can't find what you're looking for?

Get help and learn more about the design.