Jump to ratings and reviews
Rate this book

ოთარ ჭილაძე

Rate this book
„მაინც ვერავინ ვერ ცხოვრობს ჩემდენს...“ – 1968 წელს დაწერილ ლექსში ოთარ ჭილაძემ თავისი იმწუთიერი შეგრძნებაც აღწერა და თითქოს ის მომავალიც განჭვრიტა, რაც მას, როგორც მწერალს და კაცს უნდა გაევლო.

ოთარ ჭილაძის შესახებ მოთხრობილი ეს ამბები კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ „აველუმის“ ავტორის არსებაში ერთდროულად ცხოვრობდა „სიყვარულის იმპერიის“ შემქნელი ოდისევსიც დაასკეტიც, რომელსაც ყოველდღიურად, თხუთმეტი საათი შეეძლო ემუშავა, თვეების განმავლობაში.

ბავშვობა, ოჯახი, აღიარება სტუდენტობიდანვე, შემოქმედებითი ლაბორატორია, ლიტერატურული ურთიერთობები, მეხის გავარდნასავით გაჩენილი „გზაზე ერთი კაცი მიდიოდა“ და საკაცობრიო მნიშვნელობის რომანები, პატრიოტიზმი, როგორც „ჯილდო და სასჯელი“, აღიარება ევროპაში და ურთიერთობების გაწყვეტა რუს კოლეგებთან, რომლებმაც 90-იანი და 2000-იანი წლების რუსულ აგრესიაზე ხმა არ ამოიღეს – ეს და კიდევ არაერთი თემა და შტრიხია ამ წიგნში, რომელზეც სხვადასხვა თაობის 30-მდე ავტორი ჰყვება.

წიგნი შეადგინეს მანანა ჯანელიძემ და სალომე ნიკოლეიშვილმა.

გამოცემაში შესული ამბების ავტორები:
ვახტანგ ჯავახაძე, თამაზ ჭილაძე, ბესიკ ხარანაული, ლია სტურუა, ტარიელ ჭანტურია, მაკა ჯოხაძე, ლევან ბრეგაძე, მანანა კვაჭანტირაძე, ემზარ კვიტაიშვილი, ლალი ავალიანი, ზურაბ კიკნაძე, ირაკლი სამსონაძე, დონალდ რეიფილდი, შუქია აფრიდონიძე, გიგი სულაკაური, ქეთევან შენგელია, ლაშა თაბუკაშვილი, აკა მორჩილაძე, ივანე ამირხანაშვილი, ცისანა გენძეხაძე, ბესო ხვედელიძე, არჩილ ქიქოძე, შოთა იათაშვილი, ნატო ინგოროყვა, ზვიად კვარაცხელია, ვახტანგ ღლონტი, თამარ შაიშმელაშვილი, ფარნა-ბექა ჭილაძე, რაულ ჩილაჩავა, ლელა ჯიყაშვილი, ია სულაბერიძე.

გარეკანის ფოტოს ავტორი: გურამ წიბახაშვილი.

წიგნში შესულია ჯემალ კასრაძის, მურმან ჩაჩუას და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრულ არქივში დაცული ფოტოები

184 pages, Paperback

Published January 1, 2019

1 person is currently reading
8 people want to read

About the author

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
4 (50%)
4 stars
4 (50%)
3 stars
0 (0%)
2 stars
0 (0%)
1 star
0 (0%)
Displaying 1 - 4 of 4 reviews
Profile Image for Natia Morbedadze.
832 reviews83 followers
March 20, 2023
სამყაროში (განსაკუთრებით კი მის ისეთ ნაწილში, როგორიც ყოფილი საბჭოთა კავშირია) რთულად აღმოაჩენთ ადამიანს, რომელიც ერთდროულად არის დიდი პროზაიკოსი, დიდი პოეტი და დიდი მოქალაქე. ეს წიგნი, მასში თავმოყრილი მოგონებები, კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ ოთარ ჭილაძე ნამდვილად იყო ყოველმხრივ გამორჩეული ქართველი და შემოქმედი.
Profile Image for tatiaa gogoberidze.
45 reviews1 follower
April 11, 2025
დიდია და დიადი.
რაც მთავარია - ჩვენია ეს კაცი, ჩვენიანი, ჩვენი მიწის, ცის, ლიტერატურის, ისტორიის.
Profile Image for Nino Chikviladze.
106 reviews1 follower
November 29, 2025
და სანამ ქარი მისინჯავს მაჯას
მიშვერილი მაქვს წვიმისთვის სახე.
Profile Image for Ninia.
23 reviews
December 20, 2025
"სინამდვილემ არათუ ვერ გატეხა, ოდნავადაც ვერ მოიშინაურა"

ძალიან ზუსტი შეფასებაა
"სულ კრიჭაში ედგა საქართველოს მტრებს, ვერაფრით უგებდნენ გულს"
Displaying 1 - 4 of 4 reviews

Can't find what you're looking for?

Get help and learn more about the design.