Jump to ratings and reviews
Rate this book

Человек, который смеется

Rate this book
Ореолом романтизма овеяны все произведения великого французского поэта, романиста и драматурга Викто́ра Мари Гюго (1802–1885). В романе «Человек, который смеется» писатель прослеживает судьбу своего героя Гуинплена, в детстве украденного и изуродованного бандитами и прошедшего путь от ярмарочного актера до места лорда в парламенте.

705 pages

Published January 1, 1869

6 people are currently reading
25 people want to read

About the author

Victor Hugo

6,513 books13.2k followers
After Napoleon III seized power in 1851, French writer Victor Marie Hugo went into exile and in 1870 returned to France; his novels include The Hunchback of Notre Dame (1831) and Les Misérables (1862).

This poet, playwright, novelist, dramatist, essayist, visual artist, statesman, and perhaps the most influential, important exponent of the Romantic movement in France, campaigned for human rights. People in France regard him as one of greatest poets of that country and know him better abroad.

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
11 (57%)
4 stars
4 (21%)
3 stars
4 (21%)
2 stars
0 (0%)
1 star
0 (0%)
Displaying 1 of 1 review
Profile Image for Mariam Kobakhidze.
19 reviews
October 27, 2023
გვ. 7, ორი წინასწარი თავიდან I, 1
"ურსუსსა და ჰომოს მტკიცე მეგობრობა აკავშირებდა. ურსუსი ადამიანი იყო. ჰომო — მგელი. ზნე-ჩვეულებით ისინი ძალიან ემსგავსებოდნენ ერთმანეთს. მგელს ეს სახელი ადამიანმა უწოდა. ალბათ, თავისი სახელიც თვითონვე შეირჩია; სახელი „ურსუსი“ თავისთვის შესაფერისად რომ მიიჩნია, გადაწყვიტა, „ჰომო“ ნადირს უფრო შეშვენისო."

გვ. 7, ორი წინასწარი თავიდან I, 1,
"ბრბოს მეტად მოსწონდა, მგელი თავისი პატრონის ბრძანებას მორჩილად რომ ასრულებდა. მოთვინიერებული ნადირი სასიამოვნო სანახავია."

გვ. 11, ორი წინასწარი თავიდან I, 1
"დარიგების წამონთხევით გულზე მომეშვება. მგელი თავს ინუგეშებს ყმუილით, ცხვარი — მატყლით, ტყე ფრინველთა ჟღურტულით, ქალი — სიყვარულით, ხოლო ფილოსოფოსს სხვისი სწავლა-დარიგების წარმოთქმა სიამოვნებსო."

გვ. 12, ორი წინასწარი თავიდან I, 1
"როდესაც მარტოდმყოფი ადამიანი ხმამაღლა ლაპარაკობს, ეს იგივეა, ვითომ ღმერთთან საუბრობდეს, ღმერთთან, რომელიც ჩვენშივე არსებობს."

გვ. 15-18, ორი წინასწარი თავიდან I, 1 ⭐️
"ხნიერი ადამიანის მხრებშიმოხრილობა მისივე განვლილი წლების ტვირთია."

გვ. 15-18, ორი წინასწარი თავიდან I, 1
"მოხუცი — ეს მხოლოდ და მხოლოდ მოაზროვნე ნანგრევია."

გვ. 31, ორი წინასწარი თავიდან I, 4 ⭐️
"ურსუსი აღტაცებული იყო პომოთი. ჩვენ აღგვაფრთოვანებს ის, რაც ჩვენთვის მახლობელია. ასეთია კანონი."

გვ. 31, ორი წინასწარი თავიდან I, 4
"ცხადია, სატანა დაბმული უნდა იყოს, ღმერთი დამნაშავეა, რომ მას ჯაჭვის საბმელი ახსნაო."

გვ. 32, ორი წინასწარი თავიდან I, 4
"რამდენადაც მეტხანს ვიბორიალებთ ქვეყანაზე, იმდენად უფრო მარტივად ვიგრძნობთ თავს ამით აიხსნება ურსუსის გამუდმებული მოგზაურობა."

გვ. 33, ორი წინასწარი თავიდან I, 4
"ბოლოს მივიდა იმ მტკიცე დასკვნამდე, რომ ადამიანთა ცხოვრება საშინელია; შეამჩნია, რომ არსებობს უბედურებათა თავისებური იერარქია: მეფეებისათვის, რომლებიც ხალხს აუბედურებენ, არსებობს ომი. ომს — შავი ჭირი მოსდევს, შავ ჭირს — შიმშილობა, ხოლო ყველა უბედურებათა მთავარი მიზეზი, — ადამიანთა სირეგვნეა."

გვ. 44, ორი წინასწარი თავიდან II, 5 ⭐️
"ყოველთვის როდი ცდილობენ თავიდან მოიშორონ ის, რაც სძულთ და ეზიზღებათ."

გვ. 88, ნაწილი I, წიგნი I - ღამე ისე არ არის, როგორც ადამიანი, თავი VII ⭐️ პორტლენდის ჩრდილო მხარის კიდური.
"შიშს რომ ესოდენ სწრაფად არ აემოძრავებინა, ის უკვე მკვდარი იქნებოდა."

გვ. 90, ნაწილი I, წიგნი I - ღამე ისე არ არის, როგორც ადამიანი, თავი VII - პორტლენდის ჩრდილო მხარის კიდური. ⭐️
"ბავშვმა კაი ერთი ლიეს მეოთხედი გაირბინა და კიდევ ამდენივე გაიარა. უცბად გულის რეზთან მწოველი შიმშილი იგრძნო. მთელი მისი არსება საჭმელზე ფიქრმა შეიპყრო და მისი მეხსიერებიდან უცებ განდევნა ბორცვზე ნახული საზიზღარი სურათი. ადამიანში, საბედნიეროდ, ბევრი რამ არის ცხოვვლური, ეს თვისება მას სინამდვილესთან დააბრუნებს ხოლმე."

გვ. 91, ნაწილი I, წიგნი I - ღამე ისე არ არის, როგორც ადამიანი, თავი VII - პორტლენდის ჩრდილო მხარის კიდური.
"თუ გვწამს, რომ თავშესაფარი ჩვენთვის ყოველთვის მოიძებნება, ეს იმას ნიშნავს, რომ გვწამს ღმერთი."

გვ. 168,
"სიკვდილის ჟამი სიცოცხლესთან გასწორების წუთებია. ამსაბედისწერო წამში ადამიანები მათზე დაკისრებული პასუხისმგებლობის მთელ სიმძიმეს გრძნობენ. რაც უკვე მოხდა, თავისთავად. ართულებს, იმას, რაც ახლა უნდა აღსრულდეს. წარსული ბრუნდება და აწმყოში იჭრება. ყოველივე ნახულ-განცდილი თვალწინ ისეთსავე უფსკრულად წარმოსდგება, როგორც განუცდელი და ეს ორივე უფსკრული, ერთი — შეცდომებით სავსე, მეორე — მოლოდინით აღსავსე, ურთიერთის ანარეკლს წარმოადგენენ. ამ ორი მორევის შერწყმა თავზარსა სცემს მომაკედავს.

გვ. 169,
"ჩადენილი ბოროტების შეცნობა სინდისსა ქენჯნის."

გვ. 180, ⭐️
"ამ სხვადასხვაობიდან უკანასკნელი ყველაზე უფრო საშიშია. რადგან ქვიშა საფლობია. თუ ხიფათს წინასწარვე მოელი, მაშინ წუხხარ; თუ ხიფათი მოულოდნელად დაგატყდება — ელდა გეცემა."

გვ. 186, ⭐️
"აქვე უნდა განვმარტოთ, რომ სწორედ იმ ველ-მინდორში გამავალ გზაზე, რომელსაც ეს მიტოვებული ბიჭუნა დაადგა, ცოტა ადრე მოლასლასებდა თაეშესაფრის მაძებარი, გზააბნეული მათხოვარი ქალი, მას მკერდზე ბალღი მიეკრა. სიცივისაგან გათოშილი ქარის გახელებულმა წამოქროლვაშ წააქ- ცია და წამოდგომა ვეღარც შესძლო ქარბუქმა ნამქერი მიაყარა. უკანასკნელი ძალ-ღონე მოიკრიბა ქალმა და ბავშვი გულში ჩაიკრა, ჩაიკრა და მოკვდა."

გვ. 198, ⭐️
"ადამიანთა გულცივობა უფრო მძიმე ასატანი იყო ბავშვისათვის, ვიდრე ღამის სუსხი. ადამიანთა გულცივობაში ხომ ყოველთვის წინათგანზრახულობა იგრძნობა."

გვ. 198,
"ზოგჯერ იმდენ სევდას არაფერი მოჰგვრის ადამიანს, როგორც საათის რეკვა ეს არის თვითონ მარადისობა, რომელიც გვიცხადებს: „ჩემთვის სულ ერთია, რაც უნდა მოხდესო“."

გვ. 198,
"ირგვლივ მისთვის ყოველივე ინგრეოდა, მაგრამ იგრძნო, რომ თვითონ მასზე ვიღაცაა მინდობილი. ასეთ გარემოებას შეუძლია ადამიანში გააღვიძოს მოვალეობის გრძნობა."

გვ. 199, ⭐️
"ამის გაგონებაზე კაცი უკან დაიხევდა, მაგრამ ბიჭუნამ, პირიქით, წინ გასწია.
ვინც კი ხანგრძლივ დუმილს შეუწუხებია, მას ღრენაც კი სიამეს მოჰგვრის."

გვ. 209,
"მაგრამ ამაოდ ირჯები, ბებერო ააბარგე ეგ შენი აფთიაქი, აქ ყველა ჯანმრთელად არის. ეს რა შეჩვენებული ქალაქია, ერთი ავადმყოფიც არ მოეპოვება. მარტოოდენ ცას დამართია ფაღარათი. ერთი შეხედეთ, რანაირად თოვს. ანაქსაგორე ამბობდა, თოვლი შავი ფერისააო კი მართალსა ბრძანებდა, სიცივე იგივე სიშავეა. ყინული იგივე ღამეა."

გვ. 288,
"წყვდიადისგან შექმნილი არსება სხვას ვერ აპატიებს მის ელვარებას."

გვ. 297,
"სიძულვილი ისევე ძლიერია, როგორც სიყვარული."

გვ. 302,
"ადამიანის ჭკუა, ისევე როგორც ბუნება, სიცარიელეს ვერ იტანს. ბუნება სიცარიელეს სიყვარულით ავსებს, მაგ გა ჭკუა ამის გამო თან მძულვარებას მიმართავს ხოლმე, სიძულ კილში პოულობს იგი თავის საზრდოს."

გვ. 302,
"ადამიანებს ბევრი ვინმე სძულთ. რაიმე საქმე ხომ უნდაგაიჩინონ.
უმიზეზო მძულვარება საშინელია, ეს არის სიძულვილი, რომელიც თავის თავში კმაყოფილებას იწვევს."

გვ. 302,
"წგაბოროტება თუ ყოველივე არსებულის მიმართ ვრცელდება, ბოლოს მაინც ამოქრება, როგორც სხვა ყველა განმარტოებითი დატკბობა; უსაგნო მძულვარება გაუტენავი ვაზნებით სროლის მსგავსია. ეს თამაში მხოლოდ მაშინ არის წარმტაცი, თუ ლახვარი ვინმეს გულს მოხვდება.
არ შეიძლება მძულვარე იყოთ მხოლოდ იმისათვის, რომ მოძულეს სახელი გაითქვათ. საჭიროა მიზანი, კაცი იქნება თუ ქალი, რომ ვინმე მათგანი დაღუპოთ."

გვ. 303, ⭐️
"მცირეოდენი მძულვარება არ არსებობს. მძულვარება ყოველთვის დიდია."

გვ. 304,
"ყოველგვარი სიძულვილი იმიტომაა ძლიერი, რომ იგი სიძულვილია. სპილოსაც, რომელიც ჭიანჭველას სძულს, ელის ხიფათი ამ ჭიანჭველისაგან."

გვ. 317, ⭐️
"საკმარისი არ არის გინდოდეს, საჭიროა შეგეძლოს."

გვ. 335, ⭐️
"სიცილი განა ყოველთვის სიმხიარულის გამოხატვაა."

გვ. 337, ⭐️
"გუინპლენი მაცქერალთა სიცილს თავისი საკუთარი სიცილით იწვევდა. ხოლო თვითონ იგი არ იცინოდა იცინოდა მხოლოდ მისი სახე."

გვ. 345,
"ქვეყნიერებაზე მხოლოდ ერთი ქალი ხედავდა ნამდვილ გუინპლენს, ეს იყო უსინათლო დეა."

გვ. 348 ⭐️
"ფილოსოფოს ურსუსს ეს ყველაფერი ესმოდა. დეას სიბრმავეს იგი ამნაირად ადასტურებდა:
— ბრმა უხილავსა ხედავსო."

გვ. 350, ⭐️
"საამისოდ აუცილებლად საჭირო იყო, რომ მშვენიერებას არ შესძლებოდა სიგონჯის დანახვა. ბედნიერებისათვის საჭირო იყო უბედურება. განგებამ დააბრმავა დეა." - საბრალონში ბედნიერებისტვის უსარგენლოც საჭიროა...

გვ. 352, ⭐️
"გუინპლენი მხოლოდ ბუნებამ ანუგეშა, როგორც საერთოდ ანუგეშებს ხოლმე იგი ყველა მარტოდ დარჩენილს. ბუნება ყოველთვის დახმარებას უწევს ბედისაგან დევნილთ. იქ, სადაც ყველაფრის ნაკლოვანება იგრძნობა, ბუნება თავის წყალობას უხვად დააბერტყავს ხოლმე. ნანგრევებს იგი მწვანით ააბიბინებს და ყვავილებით დაამშვენებს, ქვასა და ლოდზე ბოჭკოიანი ხავსის ხალიჩას აფენს. ხოლო ადამიანს სიყვარულით ასაჩუქრებს.
უსაზღვრო დიდსულოვნება გააჩნია ბუნების ფარულ ძალებს."

გვ. 359,
"მაგრამ ის, რაც ჩვენც გვხიბლავს, ხანდახან ხომ უნდა დავტუქსოთ კიდევაც. აი ეს ბუზღუნია სწორედ ის, რასაც ადამიანი კეთილგონიერებას უწოდებს."

გვ. 362,
"სიბრმავე ნათლად ხილვის გაკვეთილებს იძლევა."

გვ. 364, ⭐️
"თვალთახედვა უშლის ადამიანს ჭეშმარიტების დანახვას." - დეა

გვ. 411, ⭐️
"მე რჩევა-დარიგებას ვიძლევი და ვასწავლი მსმენელებს. რას ვასწავლი, ორ რამეს — იმას, რაც ვიცი და იმასაც, რაც არ ვიცი."

გვ. 414, ⭐️
"ქარსაც საუბარი ისე უყვარს, როგორც ყველა განდეგილ ბერს."

გვ. 415,
"ჩვენ ყველანი ბრმები ვართ, ბრმა არის ძუნწიც: იგი ხედავს ოქროს, მაგრამ ვერა ხედავს სიმდიდრეს ბრმა არის მფლანგველიც: ის ხედავს დასაწყისს და ვერა ხედავს დასასრულს ბრმა არის კეკლუცი ქალი იგი ვერა ხედავს თავისი სახის ნაოჭებს. ბრმა არის სწავლული იგი ვერა ხედავს საკუთარ უმეცრებას. პატიოსანი ადამიანიც ბრმა არის, იგი ვერ ხედავს თაღლითს. თაღლითიც ბრმაა, ის ვერ ხედავს ღმერთს. ღმერთიც აგრეთვე ბრმაა — რა დღესაც მან ქვეყნიერება შექმნა, ვერ შეამჩნია, რომ მის ქმნილებებში სატანაც შეეტმასნა."

გვ. 424,
"სიმძულვარე აახლოებს სხვადასხვა ზნის ადამიანებს."

გვ. 463,
"— მას შემდეგ, რაც ტომ-ჯიმ-ჯეკი აღარ გამოჩენილა, მე, როგორც ადამიანი, სიცარიელესა ვგრძნობ და როგორც პოეტი — სიცივესაო."

გვ. 478, ⭐️
"ცუდ საქციელს თან უძღვის რაღაც ბოროტების აორთქლების მსგავსი რამ, რისგანაც სინდისს გული ეხუთება."

გვ. 481,
"ძლიერი სულიერი აფორიაქებისას ჩვენი ფიქრი ტალღას ემსგავსება, იგი ბდღვინავს, საითღაც მიილტვის და ზღვის ყრუ ზრიალისნაირ ბგერებს წარმოშობს."

გვ. 484, ⭐️
"როდესაც გიყვარს, დუმილი განსაკუთრებით აღმაფრთოვანებელია; ამ წუთებში, თითქოს თავს იყრის ის სინაზე, რომელიც შემდეგ დამატკბობელ სიტყვებად გადმოიღვრება ხოლმე."

გვ. 509,
"ზოგჯერ მდგომარეობის გამორკვევის სურვილი უფრო ართულებს."

გვ. 541,
"რაც ზღვაზე დაცურავს, ნაპირს აღწევს."

გვ. 546,
"ერთი კანონიერი მოქმედება მეორე ასეთსავე კანონიერ მოქმედებას ვერ სპობს. „თუ მეფის ბრძანებით დასახრჩობად წყალში გადააგდეს ვინმე და ეს კაცი ნაპირთან მოცურდა, — ცოცხალი გადარჩა, ეს მოვ- ლენა იმას ნიშნავს, რომ მეფის გადაწყვეტილება ღმერთმა დაარღვია. თუ დაკარგული მემკვიდრეობითი პერი გამოჩნდუ- ბა სადმე, მას უნდა დაუბრუნდეს პერის გვირგვინი. ასეთი თავგადასავალი შეემთხვა ლორდ ალას, ნორთუმბრის მეფეს. ისიც აგრეთვე ჯანაოზი და მასხარად ნამყოფი იყო. ასევე უნდა მოექცნენ გუინპლენს, რომელიც აგრეთვე მეფეა, ესე იგი ლორდი. ის დაბალი ხელობა, რომელსაც იგი გადაულა- ხავი მდგომარეობის გამო მისდევდა, არ არცხვენს მაღალი წრის გერბს ამის მოწმეა აბდოლონიმე, რომელიც იყო მეფე და იმავე დროს მებაღეც. ანდა წმიდა იოსები, რომელიც დურგალი იყო. ან ბოლოს აპოლონი, რომელიც იყო ღმერთი და იმავე დროს მწყემსი“."

გვ. 560,
"ფსკერიდან ზემოთ ამოტივტივებისათვის დროა საჭირო."

გვ. 573,
"გუინპლენს გზაზე მახე დაუხვდა: უკეთესი კარგის მტერი გამოდგა. ვაი მას, ვისზედაც იტყვიან ხოლმე: „ბედნიერიაო!". უბედურებისგან უფრო ადვილია თაეის გართმევა, ვიდრე ბედნიერებისაგან. გასაჭირი იმდენად დამღუპველი არ არის ადამიანისათვის, რამდენადაც კეთილდღეობა, სიღარიბე ქარი ბდაა. სიმდიდრე სცილა ვინც მეხის დაცემას ცოცხალი გადაურჩა, მას პირქვე დაამხობს ელვის უცაბედი თვალის მომჭრელი ნათელი. შენ. რომელიც არ უშინდებოდი უფს- კრულებს, გეშინოდეს იპისა, რომ ფრთაშესხმულმა ოცნებათა მთელმა ლეგიონმა ღრუბლებამდე არ აგიტაცოს. სიმაღლემ შეიძლება დაგამციროს. აპოთეოზში ქვედანარცხების ავბედითი ხიფათია მიმალული."

გვ. 573, ⭐️
"ბედნიერებაში მყოფი კაცი თავის თავს ძნელად თუ შეიცნობს."

გვ. 573, ⭐️
"ყოველი ცეცხლი სინათლე როდია; ვინაიდან სინათლე ჭეშმარიტებაა, ხოლო ცეცხლი ხშირად დაუნდობელია. თქეენ ფიქრობთ, ცეცხლი აშექებსო, მაგრამ იგი ნაცარ-ფერფლაი აქცევს."

გვ. 584, ⭐️
"დეა უსინათლო, გუინპლენი უსახური. იქ ცათა შინა, ღმერთი დაუბრუნებს დეას მხედველობას და გუინპლენს სილამაზეს. სიკვდილი ყველაფერს ათანასწორებს."

გვ. 608,
"ყოველი კატასტროფა ბევრნაირ შედეგს იწვევს. გადააგდეთ ქვა წყალში და სცადეთ გარსების დათვლა."

გგ. 441,
"პატივმოყვარეობა ის საშინელი ძალაა, რომელიც ჩვენს შინაგან არსებაში მოქმედებს, მაგრამ ისევე ჩეენსავე სწინააღმდეგოდ."

გვ. 644,
"ქაოსი ყველაფრის დასაწყისია და დასასრული. რა არის ქაოსი? უსაზღვრო სისაძაგლე. და ამ სისაძაგლიდან შექმნა ღმერთმა სინათლე. ტალახიდან რომ მნათობი გამოძერწო, ეს მე ვიქნები."

გვ. 686,
"ისტორია იგივე ღამეა. მასში უკანა ფონი არ ჩანს. ყველაფერი რაც ავანსცენაზე არა ჩანს, დაუყოვნებლივ ქრება თვალთახედვიდან და წყვდიადში ინთქმება, როდესაც დეკორაციები სცენიდან გატანილია, მათ უკვე ივიწყებენ. წარსულს აქვს სინონიმი — ამოუცნობი."

გვ. 691,
"რა არის ისტორია? წარსულის გამოხმაურება მომავალში. ეს არის შუქი, რომელიც მომავლისგან წარსულს ეფინება."

გვ. 746, ⭐️
"სინამდვილე ამ დროს გვახრჩობს. ჩვენ გვანადგურებს ის ძალები, რომლებიც არა გვწამს. საიდანღაც დაგვაცხრება თქეში: წვიმა-ქარი, სეტყვა-მეხი. ცის თაღი ბნელდება. დაუსრულებლობა სიცარიელედ გვეჩვენება. ჩვენს თავს ვეღარც ვცნობთ და ვეღარც ვგრძნობთ. გვგონია, რომ უკვე ვკედებით. რომელიღაც ვარსკვლავისკენ ვისწრაფით."

გვ. 749, ⭐️
"ხანდახან შიშისაგან ადამიანი თვითონ ხდება საშინელი. ვისაც ყველაფრისა ეშინია, მას უკვე აღარაფრისა არ ეშინია."

გვ. 753, ⭐️
",,ბედისწერა არასოდეს ისე არ გაუხსნის ერთ კარს ადამიანს, რომ მეორე არ მიუხუროს“-ო."

გვ. 753, ⭐️
"მარტოობის სინონიმი სიკვდილია"

გვ. 753,
"საზარელია: გარეგანი სიცივე, რომლის წიაღში ცეცხლოვანი სითხე თუხთუხებს."

გვ. 754, ⭐️
"უკან მიხედვით ადამიანს საშინელი დასკვნები გამოაქვს."

გვ. 754, ⭐️
"მთის მწვერვალზე ყოფნისას ჩვენ ჯურღმულში ვიცქირებით უფსკრულში ჩავარდნილები ცაში ცქერითა ვტკბებით.
და ჩვენს გუნებაში ვამბობთ: „მე ხომ იქ ვიყავიო""

გვ. 757,
"მოვალეობასაც თავისი გზაჯვარედინები აქვს. ხოლო პასუხისმგებლობა ხანდახან შეიძლება ლაბირინთიც იყოს.
მართლაცდა, როდესაც ადამიანი გულში მრისხანე იდეას ატარებს, როდესაც იგი განსაზღვრულ სოციალურ მოვლენას ახორციელებს, — განა მაშინ პასუხისმგებლობა არა მატულობს"

გვ. 757, ⭐️
"ადამიანი, რომელიც ბევრს ფიქრობს, ხშირად უმოქმედო ხდება."

გვ. 758,
"დიახ, დამუნჯებულთა მაგივრად, ლაპარაკი საუცხოოა. მაგრამ ლაპარაკი ყრუთა მიმართ მძიმე ტვირთია."

გვ. 760,
"მათ თვალწინ ადამიანმა მკერდი გაიპო, გულ-ღვიძლი ამოიგლიჯა, დაანახა მათ თავისი იარები, ხოლო ისინი მას შესძახოდნენ: „ილაქლაქე, გაგვაცინე. კომედიანტოო". ყველაზე საშინელი კიდევ ის იყო, რომ თვითონაც იცინოდა."

გვ. 763, ⭐️
"ის, ვინც ყველაფრით კმაყოფილია, — შეუბრალებელია. მაძღარი მშიერს ვერ გაუგებს."

გვ. 767,
"ჯოჯოხეთს, გველსა და ადამიანის ოცნებას შეუძლიათ გაუვალი წრე შეკრან. გუინპლენი სულ უფრო ღრმად იძირებოდა შავბნელ ფიქრებში."

გვ. 768,
"საზოგადოება დედინაცვალია, ბუნება — დედაა, საზოგადოება არის ის ქვეყანა, სადაც ჩვენი სხეული ცხოვრობს; ხოლო ბუნება ჩვენი სულის ქვეყანააო, პირეელს ადამიანი კუბომდე, ცაცხვის ყუთამდე მიჰ ყავს, საფლავამდე, მატლებამდე, და ამით თავდება. მეორე ადამიანს თავისუფალ აღმაფრენაში აიტაცებს, განთიადის სხივებში გარდაქმნას უქადის და უსაზღვროებაში განაზავებს, იქ, სადაც ვარსკვლავები ბრწყინავენ და სიცოცხლე დაუშრეტელია."

გვ. 768, ⭐️
"გუინპლენი თანდათანობით მწუხარე ფიქრების ქარიშხალმა მოიცვა. ყველაფერი, რასაც ჩვენ სიკვდილის წინ უნდა დავშორდეთ, თითქოს უცებ გაიელვებს თვალწინ."

გვ. 769,
"მან ნება მისცა თავის თავს, რომ დასცილებოდა თავის გზის მაჩვენებელ ვარსკვლავს."

გვ. 784,
"ცხოვრება ის გრძელი ჯაჭვია, რომელსაც აკლდებიან ჩვენთვის საყვარელი არსებანი. შედი ხარ ცხოვრებაში და უკან სტოვებ მთელ რიგ დარდსა და მწუხარებას. ბედისწერა ადამიანს დაარეტიანებს, გააბრუებს, როდესაც აუტანელ ტანჯვას სეტყვასავით დააყრის."

გვ. 796,
"ღმერთი ასე სასტიკი არ არის; იმიტომ დამიბრუნა შენი თავი, რომ ასე მალე წამართვას? არა, ეს უაზრობაა. ნუთუ ღმერთს უნდა, რომ მის არსებობაში დავეჭვდეთ... წარმოიდგინე, მე ახლახან, სულ რამდენიმე საათში მთელი ცხოვრება გამოვიარე. დავრწმუნდი, რომ ქვეყანა არაფერი არ არის. მხოლოდ შენ არსებობ."
Displaying 1 of 1 review

Can't find what you're looking for?

Get help and learn more about the design.