"არსებობს ის, რასაც "მეორადი სიკვდილი" შეიძლება ეწოდოს. როდესაც მოგკლავენ ან მოკვდები, მხოლოდ ორმოცი დღის შემდეგ მიხვდები, რა მოხდა შენს თავს, მანამდე არ გეცოდინება, რომ მკვდარი ხარ. ამ ორმოცი დღის განმავლობაში შეგიძლია ისე მოიქცე, თითქოს მკვდარი არცა ხარ. მთელი ეს დრო მოგეჩვენება, რომ ისე ცხოვრობ, როგორც ადრე, ჭამ, სვამ, იტანჯები, გიყვარს ან მოგზაურობ. ხოლო მეორმოცე დღეს შენ დაბრმავდები ამ ქვეყნისთვის. ეს უკვე დასასრულია..."
ყველა ენას აქვს თავისი სალიტერატურო სტილი. ინგლისური გაცოცხლებს, გერმანული არისტოკრატიულია და გაკრიტიკებს, ესპანური ხითხითებს, იტალიური პოეტობს, ქართული უშუალო და ხავერდოვანი ენაა, ხოტბას გასხამს. მილორად პავიჩის მშობლიური ენა - დასავლეთ სლავური, კერძოდ სერბული ენა კი ულამაზესად ეხმატკბილება ქართულს. ნაზი, ტკბილი, არომატული, ვნებიანი და წვრილმანი ესთეტიკით სავსე ენაა სერბული და მილორად პავიჩიც ძალიან ოსტატურად აცოცხლებს თავისი ენის სულს (მადლობა სანდრო დგვარელს ასეთი უნაკლო თარგმანისთვის).
მისი წიგნის - "ვარსკვლავთა მოსასხამის" პერსონაჟების ბედს თანავარსკვლავედები, არ ვიტყოდი რომ წყვეტენ, მაგრამ მიმართულებას აძლევენ მათ ცხოვრებას. ამ წიგნის ყველა პერსონაჟის ცხოვრება აზრიანი და სიმბოლურია, მაღალფარდოვანი და მჭერმეტყველურია, ყველა ეპოქაში ვითარდება და რეინკარნაციის კანონს მიყვება. ყველა პერსონაჟი, რომლებიც სხვადასხვა ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანები არიან, რეალურად ერთნი არიან, სხვადასხვა დროს დაბადებულები და ერთნაირად ცდილობენ ომს, ანუ მარსს თავი დააღწიონ და ვენერას, ანუ სიყვარულს ეზიარონ.
დიდი ხანია დაინტერესებული ვარ ტრადიციული ასტროლოგიით და მეგონა უფრო ღრმად შეტოპავდა პავიჩი, მარა მერე მიხვვდი, რომ არაა საჭირო. მისი ზრახვა გასაგებია - თითოეული ნიშნისთვის ულამაზესი ამბავი შეაკოწიწა და საერთო იდეას დაუქვემდებარა. ესაა სიყვარული. ნახსენებია მხოლოდ მზის ნიშნები, მაგრამ ძალიან აზრიანად და არაბანალურად.
ახლა ვნახე პავიჩის რუკა და ესეც ვენერიანელი ყოფილა - მზე და მერკური სასწორი. ცოტათი ნეპტუნიანელიც - მთვარე თევზები. მოკლედ, უნაზესი და უსათუთესი ადამიანია, იგივეს ვიტყოდი მის შემოქმედებაზე - ეს მესამე წიგნია მისი ავტორობით რაც წავიკითხე და მოლოდინებს აჭარბებს.
P.S. პირველად ვუწერ პავიჩს 5/5-ს. ჩემთვის ნომერ პირველია "ვარსკვლავთა მოსასხამი" მის შემოქმედებაში ჯერჯერობით.