Jump to ratings and reviews
Rate this book

უკრაინული დღეები

Rate this book
„ბექა ქურხულის „უკრაინული დღეები“ ომის დღიურია, სრულიად ახალი, ძალიან ვრცელი, აღსავსე შთაბეჭდილებებით, პეიზაჟებით, მოვლენებებითა და ადამიანებით. გამაოგნებელია, რომ ეს ერთსა და იმავე დროსა და სივრცეში გვერდიგვერდ თანაარსებობს – ჩემი შვილების წალკოტი ლვოვში და ბომბსაფარები დნეპრში, მარადიული სიწმინდეები კიევში და დაბომბილი მარიუპოლი...

კითხულობ და ტკივილამდე გეცოდება ყველა და ყველაფერი: ადამიანთა განადგურებული სახლები, დასახიჩრებული სიცოცხლეები, დამახინჯებული მეხსიერება... თავად მიწაც გეცოდება, ღრმა ღრმულებისგან შელახული. აცნობიერებ, რომ სხვა გამოსავალი არაა, აქ და ახლა უნდა იომო, რადგან, როგორც ავტორი წერს, „მონსტრისგან თავის დაღწევის ასეთი შანსი არც საქართველოს და შეიძლება არც მთელ მსოფლიოს აღარც ჰქონდეს“. აუცილებელია ბრძოლა – ყველასი ერთად, მთელი მსოფლიოსი, შეთანხმებულად. სწორედ ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი სიმართლე ჩვენს ომზე. გმადლობ, მეგობარო, მართალი და გულიდან წამოსული სიტყვისთვის“, – ნატალია ტროხიმი.

„წიგნი ეძღვნება უკრაინის ომში გმირულად დაღუპული ჯამბულ (ჯაბა) ხოფერიას (1997-2022) და ყველა ქართველი მეომრის ნათელ ხსოვნას“.

276 pages, Paperback

Published January 1, 2023

2 people want to read

About the author

Beka Kurkhuli

11 books4 followers
დაიბადა 1974 წელს. 1991 წელს დაამთავრა თბილისის I ექსპერიმენტული სკოლა. 1991-1996 წლებში სწავლობდა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში, დრამის ხელოვნების ფაკულტეტზე (თამაზ ჭილაძის სახელოსნო).

პირველი ნოველები დაბეჭდა 1991 წელს. ამის შემდეგ მისი მოთხრობები სისტემატურად იბეჭდება ქართულ ლიტერატურულ ჟურნალ-გაზეთებში.

1999-2004 წლებში იყო გაზეთ დილის გაზეთის რეპორტიორი, საქართველოსა და კავკასიის კონფლიქტურ რეგიონებში. ხშირად იყო მივლინებული სხვადასხვა ცხელ წერტილებში. აკეთებდა რეპორტაჟებს აფხაზეთიდან (გალის რაიონი, კოდორის ხეობა), ცხინვალის რეგიონიდან (ცხინვალი, ნიქოზი, დიდი ლიახვის ხეობა, თამარაშენი), ჩრდილოეთ ოსეთიდან და ინგუშეთიდან (ვლადიკავკაზი, ნაზრანი, მაგასი), აზერბაიჯანიდან (ბაქო), პანკისის ხეობიდან.

გამოცემული აქვს წიგნები: წერტილი... დაკარგული ტერიტორიის დაკარგული ადამიანები (2004 წ.), სახლი სხვაგან (2005 წ.), შეხვედრა მას შემდეგ (2010), ორი მთვარის ამბავი (2011), ზაფხულის მოკლე ღამე (2012), ქალაქი თოვლში (2013), ჩანაწერები 1993-2011 (2013), ღია კარის ქვეყანა (2014), სამოთხიდან გაქცეულები (2015).

ბექა ქურხულის სამოთხიდან გაქცეულები ლიტერატურული პრემია საბას 2016 წლის გამარჯვებულია „წლის საუკეთესო რომანის“ ნომინაციაში.

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
2 (50%)
4 stars
2 (50%)
3 stars
0 (0%)
2 stars
0 (0%)
1 star
0 (0%)
Displaying 1 of 1 review
Profile Image for Natia Morbedadze.
838 reviews83 followers
August 19, 2023
ეს წიგნი ბექა ქურხულის 2022 წლის მაის-ივნისის ჩანაწერებია. მაშინ მსოფლიო ჯერ კიდევ ვერ ამბობდა გადაჭრით იმას, რასაც დღეს ყველა ხმამაღლა აცხადებს - უკრაინა გაიმარჯვებს! ასეთი მებრძოლი ხალხი და მათ გვერდით უდრეკად მდგომი ქართველები და სხვები ვერ დამარცხდებიან. მეორე მხარეს ხომ ორკები არიან - ისინი, ვისაც არაფრად უღირთ ხელებშეკრული მშვიდობიანი ადამიანების დახვრეტა, ეზოში მჯდომი მოხუცი ბებოს ოჯახის ერთი ბომბით განადგურება, მეორე მოხუცის შვილთან დაშორება... სამართლიანობა ერთ დღეს, ძალიან მალე, აუცილებლად გაიმარჯვებს და ჯაბა ხოფერიას მსგავსი გაუტეხელი მებრძოლები სიცოცხლეს კი არა, საკუთარ ნიჭს, შრომას მოახმარენ ჩვენი, უკვე საბოლოოდ გათავისუფლებული, ქვეყნების შენებას. ხელოვანები კი ბრძოლის ველზე კი არა, ლიტერატურულ საღამოებზე, კონცერტებზე, სპექტაკლებსა და ჩვენებებზე შეიკრიბებიან.
Displaying 1 of 1 review

Can't find what you're looking for?

Get help and learn more about the design.