Goodreads helps you follow your favorite authors. Be the first to learn about new releases!
Start by following Chabua Amirejibi.

Chabua Amirejibi Chabua Amirejibi > Quotes

 

 (?)
Quotes are added by the Goodreads community and are not verified by Goodreads. (Learn more)
Showing 1-11 of 11
“ხეს ადამიანივით და კიდევ უკეთესად გაეგება ყველაფერი,ადამიანზე ლამაზად და უკეთესად სიკვდილიც შეუძლია და სიცოცხლე ხომ იცის და იცის უკეთესი...”
Chabua Amirejibi, დათა თუთაშხია
“მე დღეს არ მეგულება არც ერთი ნორმალური სახელმწიფო თავისი ჭკუათმყოფელი პარლამენტით, რომ რომელიმე გაერთიანების წევრი არ იყოს. ვერაფერ ტრაგიზმს მე ვერა ვხედავ იმაში, რომ "სნგ"-ს გაერთიანებაში შევიდეთ. რაც შეეხება დადებით მხარეს ამ ნაბიჯისა, მე ბევრს ვხედავ და ბევრი იყო ნათქვამი და აღარ გავიმეორებ. მაგრამ მინდა გავამახვილო ყურადღება იმაზე, რაც აქ ითქვა უკვე. აი უარი ვთქვით ჩვენ და არ შევედით, არ მოვაწერეთ ხელი ამ ხელშეკრულებას, რა იქნება მერე? ამას დავუფიქრდეთ კარგად. (ყვირილი დარბაზში). რამდენიც არ უნდა იყვიროთ, მე ისეთი კაცი ვარ, რომ ჩემს სათქმელს მაინც ვიტყვი, იყვირეთ რამდენიც გინდათ. საერთოდ მე ვთვლი, რომ უკვე ყველაფერი ნათქვამია, ალბათ საჭიროა შევწყვიტოთ კამათი და ვუყაროთ კენჭი ამ საკითხს. გმადლობთ.
[1.03.1994: СНГ -ში შესვლის თაობაზე კენჭისყრის წინ პარლამენტში გამომსვლელთა სტენოგრაფიული ჩანაწერები]”
ჭაბუა ამირეჯიბი
“...ზოგი ადამიანი იქნებ ყველაფრით, ათასი საუკეთესო ღირსებით იყოს შემკული და მათი სწორად გამოყენების უნარი კი არ გააჩნდეს. ღირსებები ერთი მონაცემია, მათი სწორად გამოყენების უნარი - მეორე. ორ ადამიანს იქნებ თანაბარი შესაძლებლობები, მაგრამ სხვდასხვაგვარი ზნეობა ჰქონდეს; მაშინ ყოველი მათგანი თავის შესაძლებლობებს საკუთარი ზნეობის თანახმად გამოიყენებს. ადამიანის ნამოქმედარის ღირებულება მისი ზნეობის ღირებულებით განისაზღვრება.”
Chabua Amirejibi, დათა თუთაშხია
“სნგ-ში შესვლა მისცემს უშიშროების საბჭოს ერთ-ერთ ვეტოს უფლების მქონე პირს, რუსეთის წარმომადგენელს, მისცემს საშუალებას მხარი დაუჭიროს უშიშროების საბჭოს ისეთ დადგენილებას, რომელიც ჩვენი სასარგებლო იქნება.... (ხმაური დარბაზში)
[1.03.1994: СНГ -ში შესვლის თაობაზე კენჭისყრის წინ პარლამენტში გამომსვლელთა სტენოგრაფიული ჩანაწერები]”
ჭაბუა ამირეჯიბი
“ბოროტ კაცს შეეშინდეს იქნება კანონის და სამაგიეროსი და იმ განზრახულ ბოროტებას აღარ ჩაიდენს მაშინ, მართალია ეს, მაგრამ ბოროტი იმის ბოროტია, რომ კანონიერ გზას მონახავს და ისე იზამს თავისას. კანონს ის შეუძლია მარტო, რომ თვალსაჩინო ბოროტების მაგიერ, ძნელად შესამჩნევს ჩაადენინებს ჩამდენს.”
ჭაბუა ამირეჯიბი
“ცხოვრება ის არის, რაც გახსოვს. დანარჩენი არსებობაა.”
ჭაბუა ამირეჯიბი
“შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი, რადგან შენი საქციელი შინ შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის!”
ჭაბუა ამირეჯიბი
“არყით აღგზნებული კაცის გონებაში ბინდი ისადგურებს, მისი ენა სიმახინჯისა და დაუნდობლობის ენაა. ღვინით აღგზნებული კაცის გუნებაში ნათელი დგება, მისი ენა სილამაზისა და სიყვარულის ენაა. არაყი - მსჯავრია, ღვინო - მიტევება. განგებამ ღვინის სიყვარული გვიბოძა, რომ ჩვენი აზრისათვის მშვენიერება და სიკეთე მიენიჭებინა. ფიქრისა და საუბრის სარბიელად სუფრა მოგვიჩინა, სუფრავე დაგვითქვა ადგილად, სადაც ერთმანეთისათვის მხოლოდ კეთილი სურვილი ითქმის და საგნისათვის მხოლოდ პირუთვნელი შეხედულება. ქართული სუფრა ქართულ სიმღერას ჰგავს: სხვადასხვა ხმაზე ვმღერით და კონტრაპუნქტში ვერთიანდებით. არ არსებობს თანხმობა იმ თანხმობაზე დიდი, რომელიც აზრთა სხვადასხვაობით მიიღწევა.”
ჭაბუა ამირეჯიბი
“ბუნებაში, ალბათ, არაფერია ერთმანეთზე ისე პირდაპირ დამოკიდებული, როგორც პიროვნების ზნეობაზე - მისი ერის ბედ-იღბალი, მოქალაქის ზნეობაზე - მისი სახელმწიფოს ავ-კარგი და პირუკუ. ისინი ერთმანეთის შვილები არიან. ზნეობა ის შინაგანი ძალაა, რომლის წყალობითაც პიროვნება საქციელს იწესრიგებს, რომლის წყალობითაც თავის პირად მოთხოვნილებებს ერის და სახელმწიფოს საჭიროებებს უთანხმებს.”
ჭაბუა ამირეჯიბი
“ცოდნა რაა, თუ ის რწმენამდე არ მივიდა.”
ჭაბუა ამირეჯიბი
“მოგეხსენებათ, რევოლუცია კინოსეანსი როდია, რომ დაიწყოს და წინასწარ ცნობილი საათ-ნახევრის შემდეგ დამთავრდეს. იგი კომეტას ჰგავს, უზარმაზარი კუდი იცის.”
Chabua Amirejibi, გორა მბორგალი

All Quotes | Add A Quote