(?)
Quotes are added by the Goodreads community and are not verified by Goodreads. (Learn more)
Halldór Laxness

“„და ამ დროს თვალწინ სულ სხვა სურათი მიდგება. როცა რაიმე მიჭირს, ყოველთვის ეს სურათი გამომეცხადება ხოლმე და მშველის, პასუხს მაძლევვს გადაუჭრელ კითხვებზე, კარგად არ ვიცი, რატომ ხდება ასე, ალბათ, იმიტომ, რომ ეს არის ყველაზე მახლობელი ჩემთვის, იმიტომ, რომ მე მისი სისხლი და ხორცი ვარ, იმიტომ, რომ ეს არის მამაჩემი. და მე ვფიქრობ მამაჩემზე, მაგრამ არა მის გარეგნობაზე, არა მის ნაოჭებით დაღარულ სახეზე, რომელიც ერთ დროს ლამაზი იყო, არა მის წელში მოხრილ სხეულზე, რომელიც ერთ დროს ძლიერი და ჯან-ღონით სავსე იყო, არა მის ხელებზე, რომელთაც მრავალი წლის მანძილზე შრომამ თავისი დაღი დაასვა, არც მის ანთებულ თვალებზე; არა, მე ახლა თვალწინ მიდგას მისი შინაგანი სამყარო, მისი სული, ძველი საგა, ერთადერთი რამ, რაც მას სწამს და რასაც ხედავს ცხოვრების ყოველ წვრილმანში. და ცელის ნაცვლად ხმალი მესმის, მიწის ნაცვლად - ზღვა და გლეხკაცის ნაცვლად - გმირი. ეს არის ძველი ისლანდია, საგა, რომელიც უკანასკნელმა საუკუნემ შეალამაზა, ახალმა დრომ, „ფიელნირის“ პირველი ნომრით დაწყებულმა ახალმა დრომ. მაშინ ჩვენმა პოეტებმა, ამ დაგვიანებით დაბადებულმა ელფებმა, პირველად გვამცნეს ყვავილების, ჩიტებისა და ვარსკვლავების სიმღერა. და ახლა, როდესაც ვნახე, როგორ ისხდნენ ბუნების ყალბი სურათებით მორთულ სახლში ეს ფერდაკარგული სულის მესაიდუმლენი და როგორ საუბრობდნენ იმ კაცის ძვლებზე, რომელიც განმარტოებით ცხოვრობს მთაზე და რომელსაც ღრმადა აქვს ფესვები გადგმული ჩვენს გულებში, მამაჩემის მკაცრმა სახემ, ჩემმა საკუთარმა წარმოდგენამ, უჩვეულეო სიმსუბუქე და შვება მომგვარა.“
ვაჰ! აი, საერთოდ სხვა ესთეტიკა აქვთ ამ სკანდინავიელებს! ეგრევე წამიყვანა ისლანდიაში!
P.S. დავით წერედიანის და ჯემალ ქარჩხაძის თარგმანი”

Halldór Laxness, The Atom Station
Read more quotes from Halldór Laxness


Share this quote:
Share on Twitter

Friends Who Liked This Quote

To see what your friends thought of this quote, please sign up!

0 likes
All Members Who Liked This Quote

None yet!


This Quote Is From

The Atom Station The Atom Station by Halldór Laxness
1,595 ratings, average rating, 179 reviews

Browse By Tag