Mariami > Mariami's Quotes

Showing 1-8 of 8
sort by

  • #1
    Otar Chiladze
    “სიყვარულიც თავისებური ომია, განსაკუთრებული სახეობაა ომისა დადაპირისპირებისა, ოღონდ, ნებისმიერი ომისა და დაპირისპირებისგან განსხვავებით, იქ მხოლოდ ის იმარჯვებს, ვინც მარცხდება, ანუ, ვისაც დათმობის, გაგების, მიტევების უნარი მეტი აღმოაჩნდება. ამიტომაც არის ყველასთვის და ყოველთვის გაუგებარი. მაგრამ ამავე დროს მიმზიდველიცაა და ძლიერიც, სწორედ იმიტომ, სრულებითაც რომ არ ცდილობ გასაგები გახდეს ვინმესთვის…”
    ოთარ ჭილაძე

  • #2
    “სჯობს საგიჟეთში ისევ გიჟებისმონარჩენი კატლეტი ვჭამო
    და გავაგრძელო დაკარგულის ძიება ჯიუტად...
    საგნის დაკარგვა როდი ნიშნავს საგნის გაქრობას!
    სამარადისოდ და უკვალოდ ის ქრება მხოლოდ,
    რის დაკარგვასაც ვეგუებით... მაგრამ თუ ვიგრზნობთ,
    რომ ჩვენს სიცოცხლეს უიმისოდ აზრი არა აქვს,
    ისიც ბრუნდება, უფრო სწორად, კვლავ იბადება,
    და, ერთ დღეს, როგორც წყლიდან მიწა, ან რძიდან ყველი,
    პირველყოფილი ბრწყინვალებით ამოიზრდება...”
    ოთარ ჭილაძე "გოდორი"

  • #3
    Otar Chiladze
    “გვგონია, რომ ვცხოვრობთ, გვგონია, რომ ვიცნობთ ერთმანეთს, გვგონია გვძულს, გვიყვარს... გვინდა არ გვინდა, სინამდვილეში სულაც არაა ასე, როგორც ჩვენ გვგონია. უფრო მეტიც, საერთოდ არ ვართ, არ ვარსებობთ ბუნებაში. ერთმანეთისთვის ვარსებობთ მხოლოდ, ერთმანეთის სატანჯველად.”
    ოთარ ჭილაძე

  • #4
    Otar Chiladze
    “ყველა დიდი მწერალი ყოფილა ემიგრაციაში, მაგრამ ყველას როდი ღირსებია უკან დაბრუნება. კი ბატონო, დანტე დაბრუნდა, მაგრამ რუსთაველი?! არჩილ მეფე?! ვახტანგ მეექვსე?! თეიმურაზ მეორე?! სულხან-საბა?! გურამიშვილი?! ბესიკი?! ბაგრატიონთა მთელი სამეფო დინასტია?! ფერეიდნელები?! მოსკოვური კოლონია?! კოლონიები?! ოციან და ორმოციან წლებში გაქცეულები?! ბოლშევიკების გაშვებულები?! რამდენიმე მკვდარი თუ დააბრუნეს, ისიც მათთან შეუთანხმებლად, ეგ იყო და ეგ. ხომ მეთანხმებით? არა, კი არ მიხარია, სიმართლეს მოგახსენებთ. ქართველები ჩვენი ნებით უკან აღარ ვბრუნდებით. მაზოხისტები ვართ. გვსიამოვნებს ნოსტალგიით წამება. ანდა, ემიგრანტულ ბინას მოვრთავთ ქართულად — თუშური ფარდაგით, მეგრული ჩონგურით, შროშას ჯამ-ჭურჭლით — და ავტეხავთ ერთ ვაიუშველებელს, აი, რა დაგვაკარგვინეს, აი, როგორ გვიყვარს აქ, რაც არასოდეს გვყვარებია იქო.”
    ოთარ ჭილაძე

  • #5
    Otar Chiladze
    “თქვენი პატრიოტული აღტკინება, თქვნივე პროვინციალიზმის ბრალია, პროვინციული ხილია, ბაზრის სილამაზე, იქვე, დახლთან რომ ჭამ, ნიკაპზე რომ ჩამოგდის მისი ტკბილი წვენი და უნებურად წელში გხრის რათა შარვალზიც არ დაისვარო მაგრამ იმდენად დიდია გემოს გასინჯვის ცდუნება ერთი წუთიერი აბსოლიტური თავისუფლება გეუფლება. არავითარ ყურადღებას არ აქცევ ეთიკის ნორმებს თუმცა უზრდელობაც თავისებური თავისუფლებაა. მეორე წუთს კი როცა ეს ცდუნება გაგივლის აღარ იცი სად წაიღო ის ლამაზი ნაყოფის წვენით გაწებილი ხელები დგახარ ამდენ ხალხში სასაცილოდ თითებგაფარჩხული სანამ ვინმე გაზეთის ნახევს არ მოგაწოებს, ანდა, სამადლოდ გულის ჯიიდან ცხვირსახოცს არ ამოიღებს რაკი შენთვითონ შენივე სისულელისა და სულსწრაფობის გამო ისეთი უსუსური ხარ რომ საკუთარი გულისჯიბეც მიუწვდომელი გახდა.”
    ოთარ ჭილაძე

  • #6
    Otar Chiladze
    “მხოლოდ სიკვდილის წინ შეიძლება, რომ ეთი სიტყვით თქვა ყველაფერი. ჩვენ სიკვდილამდე სწორედ ამ სიტყვას ვეძებთ.”
    ოთარ ჭილაძე

  • #7
    Otar Chiladze
    “ჩვენ ისე პატარები ვართ, ღმერთს მიკროსკოპითაც გაუჭირდება ჩვენი დანახვა, ამიტომ ვავიწყდებით ასე ხშირად.”
    ოთარ ჭილაძე

  • #8
    Frédéric Beigbeder
    “Happiness is a lot more frightening than depression.”
    Frédéric Beigbeder, L'amour dure trois ans



Rss