Lika > Lika's Quotes

Showing 1-3 of 3
sort by

  • #1
    Otar Chiladze
    “რატომ ხუჭავს ადამიანი თვალებს, როცა რამე აწუხებს ანდა სიამოვნებს ? იქნებ იმიტომ, რომ წუთით მაინც გამოეყოს სამყაროს, მარტო დარჩეს წუხილთან თუ სიამოვნებასთან ერთად, რომელსაც მაინც ვერ გაუზიარებს ვერავის.”
    ოთარ ჭილაძე

  • #2
    “სჯობს საგიჟეთში ისევ გიჟებისმონარჩენი კატლეტი ვჭამო
    და გავაგრძელო დაკარგულის ძიება ჯიუტად...
    საგნის დაკარგვა როდი ნიშნავს საგნის გაქრობას!
    სამარადისოდ და უკვალოდ ის ქრება მხოლოდ,
    რის დაკარგვასაც ვეგუებით... მაგრამ თუ ვიგრზნობთ,
    რომ ჩვენს სიცოცხლეს უიმისოდ აზრი არა აქვს,
    ისიც ბრუნდება, უფრო სწორად, კვლავ იბადება,
    და, ერთ დღეს, როგორც წყლიდან მიწა, ან რძიდან ყველი,
    პირველყოფილი ბრწყინვალებით ამოიზრდება...”
    ოთარ ჭილაძე "გოდორი"

  • #3
    Otar Chiladze
    “გვგონია, რომ ვცხოვრობთ, გვგონია, რომ ვიცნობთ ერთმანეთს, გვგონია გვძულს, გვიყვარს... გვინდა არ გვინდა, სინამდვილეში სულაც არაა ასე, როგორც ჩვენ გვგონია. უფრო მეტიც, საერთოდ არ ვართ, არ ვარსებობთ ბუნებაში. ერთმანეთისთვის ვარსებობთ მხოლოდ, ერთმანეთის სატანჯველად.”
    ოთარ ჭილაძე



Rss