“თუ ისევ ბედის მორჩილი იქნები, ბაიას ვერ გამოიხსნი. შენ ისე გათამაშებს ბედი, როგორც ნაფოტს მდინარე. შენი გზა სხვაა, მდინარე კი სხვა გზით მიგქანებს. თუკი იცი, საით მიდის შენი გზა, ამ გზიდან, როგორ წინააღმდეგობასაც არ უნდა წააწყდე, არ გადაუხვიო! რადგან არ არსებობს წინააღმდეგობა, რომელიც ადამიანის შვილმა, ადრე თუ გვიან, არ დაძლიოს. თუ ასე არ მოიქცევი, მიზანს ვერ მიაღწევ. კიდე ერთს გეტყვი და დაიმახსოვრე. ბოროტებას ნუ დაეჩაგვრინები, ნუ მოიხრი ქედს. ყოველ შემთხვევაში, როგორც შეძლებ, ისე შეებრძოლე. თუ ვინმეს საწყლად და დაჩაგრულად მოაჩვენებ თავს, უფრო მეტად მოინდომებს შენს დაჩაგვრას.”
―
Archil Sulakauri,
სალამურას თავგადასავალი