Discover new books on Goodreads
Meet your next favorite book

David David

Add friend
Sign in to Goodreads to learn more about David.


Loading...
“...პირველი შემთხვევა როდი იყო, უიარაღოდ დარჩენილი მძიმედ დაჭრილი რომ სამადლო ტყვიას ითხოვდა. ეს უნდოდა ყველას, ვისაც უკვე ძალა ან საშუალება არა ჰქონდა თვითონ მოეკლა თავი. მე ბევრჯერ გამიგონია, ძმაო, მესროლეო, რომ გვემუდარებოდა გატაჯული მებრძოლი... ამაზე საშინელი არაფერი სმენია ჩემს ყურებს... და არა ერთხელ, აქაც, იქაც...
მეგობარო, მესროლე, მეგობარო, გამათავე, გთხოვ... აღარ შემიძლია... მესროლე, გამათავე...
ახლაც ჟრუანტელი მივლის, ეს უცნაური პარადოქსი რომ მახსენდება. იქნებ ამიტომ მოახდინა ჩემზე ასეთი შემაძრწუნებელი შთაბეჭდილება, როცა ჟან პოლ სარტრის "ეშმაკი და კეთილი ღმერთის" ის ადგილი წავიკითხე, სადაც გოც ფონ ბერლიჰინგენი მოწყალებასავით არიგებს სიკვდილს. ის კლავს თავის გულითად მეგობარს და ეუბნება:
- ჩაძაღლდი, ჩემო ძმაო!
სელინის გმირი ნისიადაც არიგებს სიკვდილს, მაგრამ მეგობარი რომ მართლაც სიკვდილს გთხოვს, ამაზე ძნელი რა არის!.. ან რა მოსაგონარია, თუ ზოგჯერ... თუმცა არ ღირს ამის მოყოლა. ეს მხოლოდ ბატალიონის მეთაურს შეეძლო, იმ რკინისნერვებიან კაცს, სხვას არავის... რამდენიმე შემთხვევის შემდეგ კი ისიც გატყდა, მეტი აღარ შემიძლიაო, გამოაცხადა.
აღარ მეგონა, იმ წუთს თუ არ შეიშლებოდა, ისეთი სახე ჰქონდა...”
მიხეილ კვესელავა, ას ერგასის დღე წიგნი I

“რა თქქმა უნდა, ყველაფერი: ავიცა და კარგიც, ვთქვათ: ვარდების ხეივანიც ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში და გაზკამერებიც, მუსიკაცა და დახვრეტაც, თანაც... "ფსიქოლოგიურად უვნებელი"... კომფორტაბელური სამგზავრო თვითმფრინავებიცა და რეაქტიული ყუმბარმშენებიც... ატომური ელექტროსადგურიცა და ატომისვე მასობრივი ჟლეტის იარაღებიც... ყველაფერი ადამიანისთვისაა: სიყვარულიცა და სიძულვილიც... მეგობრობაცა და მტრობაც... თვითონ ადამიანები ქმნიან ადამიანებისათვის თავის მოსაკვეთ ნაჯახებსაც და სტრადივარიუსის ვიოლინოებსაც, თაიგულებსაც და ჯოჯოხეთის მანქანებსაც... ყველაფერს, რაც სიამოვნებას გვგვრის და რაც შიშის ზარსა გვცემს, სიცოცხლეს გვანიჭებს, თუ სიკვდილით გვანადგურებს...”
მიხეილ კვესელავა, ას ერგასის დღე წიგნი I

“...ახლა რომ ამაზე ვფიქრობ, ისიც მაგონდება, იმ დღეებში ენიკალესთან სადღაც შემორჩენილმა ყუბანელმა კაზაკმა რომ ოფლში გაღვრილი ცხენი მოაგდო ზღვის ნაპირას. წითელლამპასებიანი შარვალი ეცვა, თავზე წითელკოკარდიანი ქუდი ეხურა, ქოჩორი ბუჩქივით ჰქონდა გადმოშლილი, მკერდზე კი ორდენები და მედლები ეკიდა, წელზეც ოდნავ მოხრილი ხმალი ერტყა. ამაყი ჩანდა, მისივე ცხენივით ფიცხი. ალბათ, იფიქრა, ქერჩის სრუტეს გავცურავო. ამას სხვაც ბევრი ფიქრობდა. სამი კილომეტრის გაცურვა მართლაც შეიძლება, მაგრამ ისინე ვერ ითვალისწინებდნენ, სრუტის შუაწელში სწრაფი დინება რომაა და ვინც ამას ცდიდა, ქერჩთან გარიყავდა, სადაც მათ თევზებივით იჭერდნენ გერმანელები.
იმ კაზაკსაც მოუნდა ბედი ეცადა. სწრაფად ჩამოხტა ცხენიდან, ახსნა უნაგირი, მოსართავები, აჰყარა აღვირი და ხელებით მაგრად დაუჭირა თავი. ჯერ თვალებში ჩახედა, მერე კისერზე ხელები მოხვია და შუბლში აკოცა. ერთხელ, ორჯერ, სამჯერ... ხუთჯერ... რა ვიცი, ათჯერ თუ ასჯერ. კოცნიდა გაშმაგებით, თავდავიწყებით თვალებში, კისერზე... მერე ხელი უშვა, უკან დაიხია, რევოლვერი გაიძრო და სამჯერ ზედიზედ დაახალა შუბლში... ცხენისთვის არც შეუხედავს, ისე გაიქცა ზღვისკენ.
ცხენი ჯერ თითქოს გაოგნებული შეჩერდა. მერე ძლივს შებრუნდა მხედრისაკენ, ერთი გახედა და დაიჭიხვინა. მხედარს არც ახლა მოუხედავს...
ცხენმა წინა ფეხებზე ჩაიჩოქა, კისერი წაიგრძელა, უნდოდა კიდევ დაეჭიხვინა, მაგრამ რაღაც ხრიალი ამოხდა და დაეცა...
მხედარმა ზღვის ნაპირას ხმალი იძრო, ჯერ მოწიწებით ემთხვია, მერე მუხლზე გადაიმტვრია და გადააგდო. შემდეგ ჩექმები გაიხადა, ტანისამოსიც და გადახტა ზღვაში.
ისიც, ალბათ, ქერჩის ნაპირას გარიყა წყალმა...”
მიხეილ კვესელავა, ას ერგასის დღე წიგნი I

“ეს ისეთი გაუგონარი თარეში და კატასტროფა იყო, რომ კაცობრიობის მნიშვნელოვანი ნაწილი შეეჭვდა არა მარტო ჰიტლერელების, არამედ საერთოდ ადამიანის მორალურ ღირსებაში. არა ერთსა და ორს განუცხადებია, სიტყვა "ადამიანი" უკვე აღარ წარმოითქმის სირცხვილის გრძნობის გარეშეო. ეს ეჭვიც იმ სულიერი ტრამვის შედეგია, ორმა მსოფლიო ომმა რომ გამოიწვია. იგი დღემდე ღრღნის ადამიანის წარმოსახვას და მახინჯ ფორმებში წარმოადგენს არსებობის მშვენიერებას.
ასეთ პირობებში ვერც გაიგებ კაცი, რატომ ამგოგენ, ეჭვიაო ჭეშმარიტების საფუძველი! პირიქით, ეჭვია, ყველაფერს რომ შლის და სპობს! ეჭვმა დაანგრია სიბრძნის შვიდივე სვეტი და დაამხო ზეცის თაღები. ვინც ამ ცხოვრებას თემიდას თვალებით შეხედავს, შეამჩნევს, რომ დღესაც ბევრი იტანჯება იმ ნანგრევებში ან ინდოელ ვიშნუსავით თავს იტყუებს და საკუთარს ილუზიებს ეთამაშება. იქნებ სხვა გზა არცაა. ცოდვისა და მადლის ბორბალი ისე სწრაფად ბრუნავს, რომ არავინ იცის, მარადისობის ამ ორომტრიალში მაღლა რა იწევს და ძირს რა ეშვება. ან იქნებ ყოველივე ეს ბრმა ბედისწერის ბრუნვაა არარსობის სიცარიელეშ, სადაც სიმაღლისა და უფსკრულის ცნება ერთმანეთს ერწყმის.
ამგვარი ეჭვები დღესაც მატლებივით დაცოცავენ ადამიანთა ტვინში.”
მიხეილ კვესელავა, ას ერგასის დღე წიგნი I

“მეფისტოფელმა რომ ეს და მრავალიამგვარი საშინელება ნახა, შეძრწუნებულმა - ადამიანები ჯოჯოხეთსაც წაგვიბილწავენო, შემზარავი ხმით იკივლა:
- სამოთხეში, სამოთხეში ეგ არამზადები!...

...Homo sapiens კი ისევ საკონცენტრაციო ბანაკში იჯდა და უცდიდაა თავისი არსებობის დღის გაგრძელებას.”
მიხეილ კვესელავა, ას ერგასის დღე წიგნი I

year in books
Syed Sufi
1 book | 144 friends

Gocha S...
4 books | 337 friends

Tako Ja...
1 book | 36 friends

EM MA
0 books | 57 friends


Tengiz ...
17 books | 948 friends

Kakha K...
8 books | 249 friends

Manana ...
8 books | 99 friends

More friends…


Polls voted on by David

Lists liked by David