Irvine Welsh > Quotes > Quote > Raphael liked it
“_ სამეფო არმიაში მსახურობდი, შვილო? ჩემი ბრაიანიც მანდ იყო, სამეფო არმიაში, ბრაიან ლედლოუ.
_ ემმმ, ისა… არა, ქალბატონო, ფლოტში ვიყავი, _ მხრებს იჩეჩავს ჯონი.
_ ბრაიენი აღარ დამიბრუნდა, ღმერთმა აცხონოს მისი სული. ოცდაერთი წლის იყო, ჩემი საწყალი ბიჭი. ისეთი კარგი ყმაწვილი იყო, _ ქალს თვალები ცრემლებით ევსება. ხმა მთლად ჩაუწყდა და საწყალობელი გაუხდა საკუთარი უსუსური დარდის გამო. _ იცი, შვილო, ეგ საზიზღარი ტეტჩერი სიცოცხლის ბოლომდე მეძულება. ერთი დღეც არ გავა, ეგ რო არ დავწყევლო.
მერე საფულეს იღებს, ოცგირვანქიან კუპიურას პოულობს და ჯონის ხელში უტენის:
_ აიღე, შვილო, ამის მეტი არაფერი მაქვს, მაგრამ მინდა, რო შენ გქონდეს. _ მერე ქვითინი უვარდება და მიდის, ფეხზე ძლივს დგას; ისეთი გრძნობაა, თითქოს დანით დაჭრეს.
_ ღმერთმა დაგლოცოთ, ქალბატონო! _ მიჰკივის ჯონი მიმავალს. _ ღმერთმა დალოცოს შოტლანდიელი ჯარისკაცები! _ მერე ტაშსაც შემოჰკრავს, სიხარულით აღარაა, რომ მალე ციკლოზინს იყიდის და იმ მეტადონთან ერთად გადაუშვებს, რომელიც უკვე აქვს. ფსიქომეტადონური კოკტეილი: მისი ნეტარებისაკენ მიმავალი ბილეთი, მისი პატარა სამოთხისაკენ, რომელსაც გაუცნობიერებლები დასცინიან და ვერ აფასებენ; ეგენი ვერასოდეს ჩასწვდებიან ამ ნეტარების არსს... ელბოს მთელი ბღუჯა ციკლოზინი აქვს, კიბოს გამო გამოუწერეს. დღეს საღამოს აუცილებლად მოინახულებს იმ თავის ავადმყოფ მეგობარს. ელბოს მაგისი კალიკები სჭირდება, ჯონის კიდე _ მისი ფსიქოტროპულები. ინტერესთა იდეალური თანხვედრაა. დიახაც! ღმერთმა წყალობა არ მოუშალოს შოტლანდიელ ჯარისკაცებს და ბრიტანულ ჯანდაცვას!”
― Trainspotting

No comments have been added yet.