Thomas Mann > Quotes > Quote > Meursault liked it

Thomas Mann
“გზა მშვიდობისა – სულერთია, იცოცხლებ, თუ ამქვეყნად აღარ იქნები! შენს მომავალს ცუდი პირი უჩანს; ის ორომტრიალი, შენ რომ ჩაები, კიდევ რამდენიმე წელიწადს გაგრძელდება და ნაძლევს თამამად ვერ ჩამოვალთ, მას ცოცხალი თუ გადაურჩები. გულახდილად რომ ვთქვათ, საკმაოდ უდარდელად ვტოვებთ ამ საკითხს ღიად. შენს სულსა და ხორცში დატრიალებულმა ფათერაკებმა კიდევ უფრო გააღრმავეს შენი გულუბრყვილობა, სულიერად განგაცდევინეს ის, რასაც ხორციელად ალბათ ვეღარც მოესწრები. შენ დაგდგომია ისეთი წამები, როცა სიკვდილიდან და ხორციელი გარყვნილებიდან შენ წინაშე ამოზრდილა წინათგრძნობებით აღსავსე, მართვით შთაგონებული ოცნება სიყვარულზე. მაგრამ სიკვდილის ამ მსოფლიო ზეიმიდან, საღამოს წვიმიან ცაზე შემოგზნებული უკეთური ხანძრიდან აღმოცენდება კი ოდესმე სიყვარული?”
Thomas Mann, The Magic Mountain

No comments have been added yet.