ესმა ონიანი > Quotes > Quote > Marine liked it

“შენ დიადი ხარ, ადამიანო,
შენ უნდა ზღურბლთან შეჩერდე მუდამ,
მარადიული დიდი დაწყების
და უკვდავების შენა ხარ ბუდე!
შენ ხარ საჭირო ის საფეხური,
მატარებელი ტაძარი მაღლის,
ურომლისოდაც არ აღინთვოდა
აქ სიყვარულით ალი აღმავლის;
შეიცან შენი თავის სიტკბო, სიღრმული ხვედრი,
შეიცან შენი სიდიადე საზღვრისპირული,
სად ჩამარხულა უსასრულო უსრულებლობა,
ამისთვის თვალის გასწორების ძალი გმირული,
ისევ მოვსულვარ! ნუთუ ეს მე ვარ!

...
მე დავიბადე ადამიანად,
არაფრიდან გამოვმზიანდი,
რა უბრალოა, უღალატო,
როცა იტყვი - მე ვარ დიადი!


- მე”
ესმა ონიანი, 100 ლექსი

No comments have been added yet.