,
Goodreads helps you follow your favorite authors. Be the first to learn about new releases!
Start by following Nodar Dumbadze.

Nodar Dumbadze Nodar Dumbadze > Quotes

 

 (?)
Quotes are added by the Goodreads community and are not verified by Goodreads. (Learn more)
Showing 1-14 of 14
“მარადისობის კანონის აზრი იმაში მდგომარეობს, პატივცემულო პროფესორო, რომ... ადამიანის სული გაცილებით უფრო მძიმეა, ვიდრე სხეული, იმდენად მძიმე რომ ერთ ადამიანს მისი ტარება არ შეუძლია, ამიტომ, ვიდრე ცოცხლები ვართ, ერთმანეთს ხელი უნდა შევაშველოთ და ვეცადთ, როგორმე უკვდავყოთ ერთმანეტის სული; თქვენ ჩემი, მე სხვისი, სხვამ სხვისი და ასე დაუსაბამოდ, რამეთუ იმ სხვისი გარდაცვალების შემდეგ არ დავობლდეთ და მარტონი არ დავრჩეთ ამ ქვეყანაზე...”
Nodar Dumbadze, მარადისობის კანონი
“დედაშენი არის ღმერთი. შენ რომ ზიხარ და უყურებ. ისიც რომ გიყურებს. შენ რომ დედას ეძახი და ის შვილს გეძახის, ამიტომ შენ გგონია ღმერთი არ არის? შენ ღმერთი ვინ გგონია? წვერებიანი ბაბუა? ღრუბლებზე ზის და პირს რომ იბანს, წვიმა მოდის? ღმერთი ისე ნათელია, ისე ახლობელი, ისე ახლო და ისე უბრალო, რომ როდესაც ხედავ, არ იცი რომ ღმერთია, ამაშია ღმერთის უბედურება, ამიტომ არ წამთ ღმერთი. ღმერთი რომ სხვაგან იყოს, შორს ჩვენგან, ცალკე და მაღლა, ღმერთი რომ ჩვენში არ იყოს, მაშინ ყველა იწამებდა. ამაშია საქმე! ღმერთი მაშინ უნდა იწამო, ღმერთის სახე რომ არ აქვს, რომ არ გავს ღმერთს, რომ არ გეუბნება, ღმერთი ვარო, პურს რომ გიყოფს, სადილს რომ გიკეთებს, ტანზე რომ გაცმევს, თავზე რომ გახურავს, გიღიმის და გეფერება, გკოცნის და ტირის შენი გულისთვის, კვდება შენი გულისთვის, ცივა, წყურია, შია შენთან ერთად, სულს აძლევს ეშმაკს შენი გულისთვის, მაშინ უნდა იწამო აბა, ღმერთმა თუ თავისი სახე გაჩვენა, კედელთან მიგაყენა, ყური აგიწია და თვითონ თუ გითხრა ღმერთი ვარ და მიწამეო, მაშინ რაღად უნდა ღმერთს შენი რწმენა? ასეთ ღმერთს შენ კი არა, ყველა იწამებს. ღმერთი მაშინ უნდა იწამო, შენ რომ გგავს, მე რომ მგავს, დედაშენს რომ ჰგავს, გასაგებია?”
Nodar Dumbadze, The Sunny Night
“ამის მადლი და სილამაზე არ დაგვიწყებოდეთ. ქვეყნის სიყვარულს საყველპუროდ და საარშიყოდ ნუ გაიხდით, სამშობლო როსკიპი ქალი არაა, მთვრალს რომ მოგენატრება და მაშინ გაიხსენებ, სამშობლო ტაძარია სალოცავი. მუხლზე დაჩოქილი უნდა იდგე მის საკურთხეველთან, ცალი ხელით პირჯვარს უნდა იწერდე, მეორეთი კი ხმალს იქნევდე, ეშმაკები რომ არ დაეპატრონონ... და კიდევ ერთი, შესაწირავის მიტანა ვერავინ უნდა მოგასწროს ამ ტაძართან.”
Nodar Dumbadze, მარადისობის კანონი
“სამხრეთის კედელზე მაცხოვრის ერთადერტი თვალდახრილი და სახედაფხეკილი ფრესკის ქვეშ ვიღაც ლაზღანდარა ათეისტს მუშაირა ჰქონდა გამართული თვითონ მაცხოვართან.
უცხვირპირო და უთვალო,
როგორ გიწამო, უფალო?!-
კომკავშირელი ათეისტი. ასე აწერდა ხელს ლექსის ატორი. ცოტა ქვევით უფლის პასუხი იყო, ასევე ლურსმნით ამოკაწრული:
კომკავშირელო, თუ არ გწამს,
სახარება და ღმერთიო,
ამ სიმაღლეზე მეორედ,
გთხოვ, აღარ ამოეთრიო!-
იესო ქრისტე. ასე აწერდა ხელს პასუხის ავტორი.”
Nodar Dumbadze, მარადისობის კანონი
tags: faith, god
“..ახალგაზრდობა ჩვენი იმედია, იაროს ახალგაზრდობამ ვიწრო და მოკლე კაბებში, ოღონდ იკითხოს წიგნი, უყვარდეს ერი, ქვეყანა, სამშობლო; ეკეთოთ საყურე გოგონებს, ეკეთოთ ბეჭდები, ოღონდ კარგი დედები იყვნენ და სწამდეთ სიკეთე და პატიოსნება. იჩხუბონ, ოღონდ საქმისთვის, და ის, თუ ვიღაცამ კაცი მოკლა, ვიღაცამ მაღაზია გაქურდა, არ არის ეროვნული ტრაგედია. ეროვნული ტრაგედია ის არის, რომ ამის მეტი ვერაფერი დაინახო...”
Nodar Dumbadze, The Sunny Night
“მერცხლები ციხეზე ბუდეს არ იშენებენ.”
Nodar Dumbadze, თეთრი ბაირაღები
“მეტეხის ციცაბო კლდის თავზე, იქ, საიდანაც ახლა ცხენზე ამხედრებული, მარჯვენაამართული გორგასალი თავზეხელაღებულ მძღოლებს აფრთხილებს, - მოსახვევში ცოტა ფრთხილად იყავითო - და სწორედ იქ საიდანაც სიცოცხლეზე ხელჩაქნეული თბილისელები ერთმანეთის წამხედურობით კისერზე ქვაგამობმულნი ეშვებოდნენ ხოლმე, ახლა აუტანლად ბინძურ და აშმორებულ მტკვარში იდგა მრავალტანჯული მეტეხის ციხე, ამ სიტყვის საპყრობილესეული გაგებით.”
Nodar Dumbadze, თეთრი ბაირაღები
“ადამიანის სული, გაცილებით უფრო მძიმეა, ვიდრე სხეული, იმდენად მძიმე, რომ ერთ ადამიანს მისი ტარება არ შეუძლია, ამიტომ, ვიდრე ცოცხლები ვართ, ერთმანეთს ხელი უნდა შევაშველოთ და ვეცადოთ, როგორმე უკვდავყოთ ერთმანეთის სული; თქვენ ჩემი, მე სხვისი, სხვამ სხვისი და ასე დაუსაბამოდ, რამეთუ იმ სხვისი გარდაცვალების შემდეგ არ დავობლდეთ და მარტონი არ დავრჩეთ ამ ქვეყანაზე”
Nodar Dumbadze, მარადისობის კანონი
“რამეთუ, რაც უფრო მეტ ჟამს დაჰყოფს იგი ამ ქვეყანაზე, მეტ სათნოებას და სიკეთეს დასთესს შენს მიერ შექმნილ ქვეყნიერებაზე და განა ღვთისათვის სულ ერთი არ არის, ვისი სახელით ივლის სიკეთე, პატიოსნება, სათნოება, უმანკოება და სამართალი დედამიწაზე?! და თუ უცილობელ არს უარყოფილ იქნას შენი სახელი, ხოლო საქმენი შენნი უკვდავქმნილი, დაე მოხდეს ასე... განა, შენ პატივმოყვარეობისა გამო დასთესე თესლი სიცოცხლისა და ჩაუდგი სული უკვდავ ადამიანს, რათა მხოლოდ და მხოლოდ შენი სახელი ეტარებინა?! განა უარყოფილ არის შენ მიერ, ღმერთო, ადამის ძის სულისა და გონების განახლება?”
Nodar Dumbadze, მარადისობის კანონი
“ქვეყნის სიყვარულს საყველპუროდ და საარშიყოდ ნუ გაიხდით, სამშობლო როსკიპი ქალი არაა, მთვრალს რომ მოგენატრება და მაშინ გაიხსენებ, სამშობლო ტაძარია სალოცავი. მუხლზე დაჩოქილი უნდა იდგე მის საკურთხეველთან, ცალი ხელით პირჯვარს უნდა იწერდე, მეორეთი კი ხმალს იქნევდე, ეშმაკები რომ არ დაეპატრონონ... და კიდევ ერთი, შესაწირავის მიტანა ვერავინ ვერ უნდა მოგასწროს ამ ტაძართან”
Nodar Dumbadze, ნუ გეშინია, დედა!
“ჩემში ეჭვს იწვევს - ღირს თუ არა იმის გამო ტირილი, რაც სულერთია ახლა აღარ იქნებოდა. ეს მახსოვრობის ყველაზე დიდი მანკიერი მხარეა. ნეტა ვინ მოიგონა? - რომ არ მომკვდარიყო, ახლა გენერალი იქნებოდაო.- ან - რომ არ მოეკლათ, ლეიტენანტი კი არა, ახლა გენერალი იქნებოდაო. კაციშვილმა არ იცის, რომ არ მოეკლათ, იქნებ ის ლეიტენანტობაც ჩამოერთმიათ. ვინ იცის?”
Nodar Dumbadze
“დიდი ხნის წინ მოვიკლავდი ბატონო თავს, მაგრამ არ მინდა მკვლელი გავხდე, თანაც ისეთი უდანაშაულო ადამიანისა, როგორიც მე ვარ. ძნელია ჩემნაირი კაცის სისხლი და ცოდვა ედოს კაცს კისერზე. ხანდახან იმასაც ვფიქრობ, ასეთ ნაძირალაზე როგორ გავისვარო ხელი-მეთქი.”
Nodar Dumbadze
“Jos puulla olisi tunto, poikaseni, meillä ei olisi minkäänmoista toivoa, suotta yrittäisi silloin ihminen rukoilla syntejään anteeksi.”
Nodar Dumbadze, Neuvostoproosaa 3: Uusimmat vuosikymmenet
tags: puut, synti
“So here I am striding along the meandering path that leads to our village. The earth, the grass and everything around is wet from a recent shower. I myself am drenched to the skin and keep slipping in the mud. The path goes steeply uphill. I hasten my steps, scale the hill almost at a run and suddenly my village opens to view, lying in the valley as in the palm of my hand. My knees give way and I sink on a boulder, a lump in my throat. I sit for a long time, swallowing tears and waiting... At last I see Granny go out of our house. She is more bent than she was last year, but she moves briskly enough. I jump up, grab my weightless suitcase and run downhill shouting at the top of my voice "Gra-a-anny!”
Nodar Dumbadze, Eu,bunica,Iliko și Ilarion

All Quotes | Add A Quote
Hellados Hellados
1,522 ratings