Dimitri Uznadze
Born
in Zestafoni, Georgia
December 02, 1886
Died
October 09, 1950
Genre
![]() |
განწყობის ფსიქოლოგია
3 editions
—
published
1940
—
|
|
![]() |
ომის ფილოსოფია
—
published
1914
|
|
![]() |
Selected works: commented by contemporary Georgian scholars
by |
|
![]() |
"რომი" - მსოფლიო ისტორია - ნაწილი მესამე
|
|
* Note: these are all the books on Goodreads for this author. To add more, click here.
“ამგვარად, ცხადია, აბსოლუტური ჭეშმარიტების კარები ჩვენი ცნობიერებისათვის სულ დახსული არ ყოფილა. მაგრამ პრაქტიკული ცხოვრების ველზე ცივმა გონების მუშაობამ დამიანის სულის მორევს ყინულის ზედაპირი გადააკრა. იგი ამ ზედაპირზე მუშაობას შეაჩვია. მისი სიღრმე კი მუდმივი უმოქმედობის გამო უძრაობას შეაგუა. ამიტომაც არის, რომ ჩვენი გონება მხოლოდ შედარებით ცნობებს გვაწვდის და ჩვენი გრძნობა აბსოლუტურ ღირებულებათა ფასს ვერ გვითვალისწინებს. მაგრამ ადამიანის სულიერი ცხოვრების მორევი მთლად არ გაყინულა. საჭიროა ძლიერი ამოძრავება ჩვენი სულისა, უტეხი ქარიშხალი, რომ ჩვენი სულის შეუდრეკელი ღელვა გამოიწვიოს და ყინულის ზედაპირი გააპოს. მაშინ დაიმსხვრევა ბორკილი, ჩვენი ცნობიერებისათვის პრაქტიკული ცხოვრების ვარჯიშობას რომ დაუდევს, და შესაძლებელი შეიქნება აბსოლუტურის მეტაფიზიკური სინამდვილის შესახებ ამბის გაგება. მაგრამ ასეთი ძლიერი ღელვა ჩვენი სულისა იშვიათია, პრაქტიკული აზროვნების სალტეები ძნელად იმსხვრევა და ჩვენი სულიერი ცხოვრების პირდაპირი ძალები იშვიათად განთავისუფლდება. ასეთ მომენტში ჩვენ თითქოსდა ვიბადებით, პრაქტიკული ცხოვრების მოსაზრებებს ხელიდან ვუსხლტებით და მისგან განთავისუფლებულნი ჩვენი სულის სამკვიდროში დამოუკიდებელ გრძნობებს ვუთმობთ ადგილს.”
― ომის ფილოსოფია
― ომის ფილოსოფია
“ემპირიული მსოფლიოს დამახასიათებელი თვისება, ფილოსოფიის აზრით, აღვირახსნილი ეგოიზმის ბატონობაა; აქ ჩვენ მუდამ დაქსასქსულობასთნ, მუდამ შურთან და მტრობასთან გვაქვს საქმე, სადაც უკლებლივ გამეფებულა დაუსრულებელი ომი ყველასი ყველას წინააღმდეგ. სულ სხვა ხასიათისაა მეტაფიზიკური სინამდვილის ბუნება. [...] იქ განუსაზღვრელი თნხმობა და სიყვარული მეფობს. ის, რაც აქ მტრულად გადაკიდებია ერთმანეთს, იქ, ზეარსებულ სფეროში, უღრმეს ჰარმონიად შეერთებულა იმ დაუსრულებელი სიყვარულის გრძნობის მორევში, რომელიც მეტაფიზიკური რეალობის ნამდვილ პრინციპს შეადგენს. [...] ცხოვრების დანიშნულება, მისი აზრი და მიზანი კი სწორედ, ამქვეყნად სიყვარულის სავსებითი განხორციელებაა. და თუ ეს ასეა, მაშ, ადამიანის ცხოვრებაც არაა გამონაკლისი. ამ შემთხვევაში მთელი ჩვენი ყოფნა-არსებობა სიყვარულის ან ერთობის და სოლიდარობის თანმიმდევარი განვითარების პირდაპირი გამოხატულება უნდა იყოს.”
― ომის ფილოსოფია
― ომის ფილოსოფია
“როდესაც რომელიმე ფაქტის ნამდვილი არსებითი ხასიათის გაგება გვინდა, ადამიანის გონების როდი უნდა მივმართოთ. იგი უძლურია განჭვრიტოს მოვლენათა არსი. მას მხოლოდ ზედაპირულ თვისებებზე უჭრის თვალი. სულ სხვაა მოვლენათა არსებითი აბსოლუტური გარდუვალი ბუნების ჩვენი პირდაპირი უშუამავლო გულის სიღრმიდან ამოხეთქილი შეფასება.”
― ომის ფილოსოფია
― ომის ფილოსოფია
Topics Mentioning This Author
topics | posts | views | last activity | |
---|---|---|---|---|
Georgian Library: * ქართველი ავტორები და მათი წიგნები | 127 | 1051 | Mar 22, 2025 07:21AM |