Revaz Gachechiladze

Revaz Gachechiladze’s Followers (14)

member photo
member photo
member photo
member photo
member photo
member photo
member photo
member photo
member photo
member photo
member photo
member photo
member photo
member photo

Revaz Gachechiladze


Born
in Tbilisi, Georgia
May 04, 1943

Genre


რევაზ გაჩეჩილაძე — ქართველი აღმოსავლეთმცოდნე-ისტორიკოსი, გეოგრაფი; გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი; ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის პრემიების ლაურეატი; საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი (ისრაელში, სომხეთსა და გაერთიანებულ სამეფოში), ოქსფორდის უნივერსიტეტის მიწვეული პროფესორი. არჩეულია საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების პრეზიდენტად და სამეფო გეოგრაფიული საზოგადოების (ლონდონი) საპატიო უცხოელ წევრად. 2014 წლის 7 ივლისიდან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოში და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი. 2 ...more

Average rating: 4.68 · 95 ratings · 10 reviews · 7 distinct works
ახლო აღმოსავლეთი - სივრცე, ...

4.69 avg rating — 48 ratings — published 2008 — 3 editions
Rate this book
Clear rating
საქართველო მსოფლიო კონტექსტში

4.44 avg rating — 16 ratings — published 2013 — 2 editions
Rate this book
Clear rating
ჩემი XX საუკუნე ტომი I

4.71 avg rating — 14 ratings — published 2009
Rate this book
Clear rating
ჩემი XX საუკუნე ტომი II

4.71 avg rating — 7 ratings — published 2011
Rate this book
Clear rating
ახლო აღმოსავლეთი - ტომი პირ...

it was amazing 5.00 avg rating — 5 ratings
Rate this book
Clear rating
საქართველო რეგიონულ კონტექსტში

it was amazing 5.00 avg rating — 5 ratings
Rate this book
Clear rating
The New Georgia: Space, Soc...

0.00 avg rating — 0 ratings — published 1995 — 3 editions
Rate this book
Clear rating
More books by Revaz Gachechiladze…
Quotes by Revaz Gachechiladze  (?)
Quotes are added by the Goodreads community and are not verified by Goodreads. (Learn more)

“ქართული ენის სიწმინდისათვის ბრძოლისას ჩვენ, ბუნებრივია, უკუვაგდებთ ისეთ აშკარა ბარბარიზმებს, როგორიცაა ბალკონი, ფანტანი, ბასეინი, ჩაინიკი, პლაშჩი, ზონტიკი, სუმკა, პოლი, აკოშკა, რამკა, ჩაშკა, ვილკა და მათ ნაცვლად ვამჯობინებთ ქართულ სიტყვებს აივანი, ქოლგა, ჩანთა, იატაკი, ფანჯარა, ჩარჩო, ფინჯანი, ჩანგალი. სინამდვილეში ყველა ეს სიტყვა ქართულში ასევე სპარსულ-არაბულ-თურქულიდან შემოვიდა.
(ამ, აღმოსავლეთმცოდნისათვის სრულებით ბანალური, ინფორმაციის პირველად მოსმენა რიგით ქართველში რაღაც შოკისმაგვარს იწვევს ხოლმე. მინდა დავამშვიდო ჩემი თანამემამულეები ანალოგების მოშველიებით: რუსულში ნასესხობები არანაკლებია და მრავალი სიტყვის ეტიმოლოგიის დადგენისას ისინი მონღოლურიდან, თათრულიდან, გერმანულიდან და სხვა ენებიდან შესული აღმოჩნდება; ინგლისური ენის ლექსიკის ლამის ნახევარი ფრანგული ან ლათინური წარმოშობისაა; ძველთურქულის (ოსმალურის) ლექსიკის ოთხ მეხუთემდამდე სპარსული ან არაბული წარმოშობისა იყო და თურქული ენის გაწმენდის პროცესმა ეს წილი, უკეთეს შემთხვევაში გაამესამედა. მაგრამ არც ერთ ამ დიდ ერს ამის გამო არ განუვითარდა არასრულასოვნების კომპლექსი. მსოფლიოს თითქმის ყველა ენაში სიტყვათა სესხება და გათავისება წესია და არა გამონაკლისი. ამით ნებისმიერი ენა მხოლოდ მდიდრდება!)”
რევაზ გაჩეჩილაძე, ახლო აღმოსავლეთი - სივრცე, ხალხი და პოლიტიკა

“იმპერია პოლიტიკურად შეიძლება მოკვდეს, მაგრამ მისი მემკვიდრეობა კიდევ დიდხანს არსებობდეს. რომის იმპერია ფაქტობრივად აღარ არსებობდა V საუკუნიდან, მაგრამ მისი სახელი აღმოსავლეთით და ჩრდილოეთით გადაადგილდა, ხოლო მის კანონებს საუკუნეების შემდეგაც იყენებდნენ. ოსმალეთის გაქრობიდან თითქმის ერთი საუკუნის შემდეგ, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების რიგში ოსმალური კანონმდებლობა კვლავაც გამოიყენება მიწათმფლობელობის, პირადი სტატუსის, უმცირესობათა უფლებების განსასაზღვრავად. ისრაელიც კი, რომელიც სულ სხვა ცივილიზაციის პროდუქტია, იძულებულია ცნოს მიწის ფლობის ოსმალეთის დროინდელი კანონმდებლობის ელემენტები.”
რევაზ გაჩეჩილაძე, ახლო აღმოსავლეთი - სივრცე, ხალხი და პოლიტიკა

“მიახლოებითი შედარებითი ანალიზი გვიჩვენებს, რომ ქართველები არც ერთ ხალხზე არც უარესები და არც უკეთესები არა ვართ. ობიექტური კრიტერუმები ასეთ შედარებას არც შეიძლება ჰქონდეს. ყველა ხალხს ჰყოლია თითო-ოროლა გენიოსი მაინც. სულელები ყველგან მრავლადაა. ხოლო სხვა ქვეყნების მთავრობები, ხალხის არჩეულიც კი, ჩვენს მთავრობებზე არანაკლებ შეცდომებს უშვებდნენ, უშვებენ და დაუშვებენ.”
რევაზ გაჩეჩილაძე, ჩემი XX საუკუნე ტომი I



Is this you? Let us know. If not, help out and invite Revaz to Goodreads.