(?)
Quotes are added by the Goodreads community and are not verified by Goodreads. (Learn more)
Ingeborg Bachmann

“მე: (tempo giusto) წადი შენ, ვახშმამდე იმუშავე, მერე დაგიძახებ. არა, არაფერს მოვამზადებ, ამაზე დრო რატომ დავკარგო. გავიდეთ სადმე, ახლოს, ორიოდე ნაბიჯში, რამე პატარა დუქანში, სადმე, სადაც ხმაურია, ჭამენ და სვამენ, რომ სამყარო ერთხელაც წარმოვიდგინოთ. Zum Alten Heller.
მალინა: შენი ნებაა.
მე: ჩემს ნებაზე გატარებ. შენც ჩემს ნებაზე გატარებ.
მალინა: ჩემო საყვარელო, მოდი, ვაცადოთ!
მე: ყველაფერი იმით დამთავრდება, რომ ყველაფერი ჩემი ნება იქნება.
მალინა: ეს განდიდების მანიაა. ასე სულ ერთი მანიიდან მეორეში გადავარდები.
მე: (senza licenza) არა. თუ ყველაფერი ისე გაგრძელდება, როგორც შენ მეუბნები, ქმედება უმოქმედობად იქცევა. მაშინ ეს მზარდი კი არა, კლებადი მანია იქნება.
მალინა: არა. შენ სულ იმატებ, და თუ აღარ აწონ-დაწონი, აღარც აიწონები, შეიძლება, კიდევ მოიმატო, სულ მეტი და მეტი.
მე: (tempo) რა მოვიმატო, როცა ძალა აღარაა?
მალინა: შიში იმატებს.
მე: ანუ, გაშინებ.
მალინა: მე არა, საკუთარ თავს კი ნამდვილად. ამ შიშს სიმართლე ბადებს. მაგრამ ის კი შეგეძლება, რომ საკუთარ თავს თვალი ადევნო. თითქმის გულგრილად, იმიტომ რომ აქ აღარ იქნები.
მე: (abbandonandosi) რატომ აღარ ვიქნები? არა, არ მესმის შენი! მაგრამ მაშინ საერთოდ აღარაფერი მესმის... მაშინ ხომ მე თავად უნდა მოვიშორო საკუთარი თავი!
მალინა: იმიტომ რომ თუ დაიშავებ, მხოლოდ არგებ საკუთარ თავს. ესაა ყველა ბრძოლის დასაწყისი და დასასრული. შენს თავს უკვე საკმარისად ავნე. ეს ძალიან გარგებს. მაგრამ შენ არა, როგორც გგონია.
მე: (tutto il clavicembalo) აჰ! სხვა ვარ, და შენ ამბობ, რომ კიდევ სულ სხვა ვიქნები!
მალინა: არა. რა სისულელეა. შენ ნამდვილად შენ ხარ, ამას ვეღარ შეცვლი. მაგრამ ერთი მე შეპყრობილია, მეორე მე მოქმედებს. შენ კი აღარ იმოქმედებ.
მე: (diminuendo) მოქმედება არასოდეს მყვარებია.
მალინა: მაგრამ ხომ მოქმედებდი. ხომ დაუშვი, რომ შენზე ემოქმედათ და განეხილე და მოლაპარაკებები ეწარმოებინათ შენ გამო.
მე: (non troppo vivo) არც ეს მინდოდა. ჩემი მტრების წინააღმდეგაც კი არასოდეს მიმოქმედია.
მალინა: არც ერთ მტერს არ დაუნახიხარ, არ დაგავიწყდეს, და არც შენ გინახავს რომელიმე მათგანი.
მე: არ მჯერა. (vivacissimamente) ერთი ნანახი მყავს, იმანაც დამინახა, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერა.
მალინა: რა უცნაური მცდელობაა! ისიც გინდა, რომ სათანადოდ დაგინახონ? ეგებ მეგობრებისგანაც ამას ელი?
მე: (presto, agitato) გაჩერდი, ამის ვის სჯერა, მეგობრები არ არსებობენ, რაღაც დროით, წამით- შესაძლოა, კი. (con fouco) მაგრამ მტრები ნამდვილად გვყავს.
მალინა: შეიძლება, ისინიც კი არ არიან... ისინიც კი.
მე: (tempo) არიან, ვიცი.
მალინა: ეს ხომ არ გამორიცხავს, რომ მტერი თვალწინ გიდგას.
მე: მაშ, შენ ყოფილხარ. მაგრამ არ ხარ.”

Ingeborg Bachmann, Malina
Read more quotes from Ingeborg Bachmann


Share this quote:
Share on Twitter

Friends Who Liked This Quote

To see what your friends thought of this quote, please sign up!

0 likes
All Members Who Liked This Quote

None yet!


This Quote Is From

Malina Malina by Ingeborg Bachmann
5,544 ratings, average rating, 687 reviews
Open Preview

Browse By Tag