(?)
Quotes are added by the Goodreads community and are not verified by Goodreads. (Learn more)
Ingeborg Bachmann

“მალინა: აღარ იბრძოლო. რას ებრძვი? აღარ გჭირდება არც წინ და აღარც უკანსვლა, სხვანაირად ბრძოლა უნდა ისწავლო. ესაა ბრძოლის ერთადერთი სახეობა, რომელიც შენთვის ნებადართულია.
მე: მაგრამ მე ხომ უკვე ვიცი, როგორ. როგორც იქნა, საპასუხო დარტყმას მივაყენებ, იმიტომ რომ ფეხზე მყარად ვდგები. ამ წლებში ძალიან მყარად დავდექი.
მალინა: და გიხარია?
მე: (con sordina) ბატონო?
მალინა: რა მოხდენილად არიდებ თავს კითხვებს! ერთ ადგილზე უნდა გაჩერდე. ეს შენი ადგილი უნდა იყოს. არც წინ უნდა გაიჭრა და არც უკან დაიხიო. მაშინ ამ ადგილას, ერთადერთ ადგილას, რომელიც გეკუთვნის, გამარჯვებას შეძლებ.
მე: (com brio) გამარჯვება! ვინღა ახსენებს გამარჯვებას, როცა ნიშანი, რომლითაც გამარჯვება შეიძლებოდა, დაკარგულია.
მალინა: ამას კვლავ ასე ჰქვია: გამარჯვება. და ყოველგვარი ხრიკების გარეშე მოიპოვებ, ძალადობის გარეშე. მაგრამ შენი მე არ გაიმარჯვებს, არამედ...
მე: (allegro) არამედ... ხედავ?
მალინა: ამას შენი მე არ იზამს.
მე: (forte) რითაა ჩემი მე სხვებზე უარესი?
მალინა: არაფრით. ყველაფრით. იმიტომ რომ შენ მხოლოდ იმის კეთება შეგიძლია, რაც უსარგებლოა. ესაა უპატიებელი.
მე: (piano) თუნდაც უპატიებელი იყოს, მინდა, სულ ვიქსაქსებოდე, ვიბნეოდე, ვიკარგებოდე.
მალინა: შენ რა გინდა, ეს აღარ ითვლება. ნამდვილ ადგილას აღარაფერი გექნება სასურველი. იქ ისე ძალიან შენ იქნები, რომ შეძლებ, მეს შეელიო. ეს პირველი ადგილი იქნება, სადაც სამყაროს ვინმე განკურნავს.
მე: ეს მე უნდა დავიწყო?
მალინა: ყველაფერი დაგიწყია, ასე რომ ესეც უნდა დაიწყო. და ყველაფერს შეწყვეტ.
მე: (pensieroso) მე?
მალინა: ჯერ ისევ სიამოვნებით ამბობ, ხომ, ამ მეს? ჯერაც წონი? მაშ, აწონე!
მე: (tempo giusto) მაგრამ მე ხომ მხოლოდ ახლა დავიწყე მისი შეყვარება.
მალინა: როგორ ფიქრობ, რამდენად გეყვარება?
მე: (appassionato e con molto sentimento) ძალიან. მეტისმეტადაც კი. ისე მეყვარება, როგორც ჩემი მოყვასი, როგორც შენ!”

Ingeborg Bachmann, Malina
Read more quotes from Ingeborg Bachmann


Share this quote:
Share on Twitter

Friends Who Liked This Quote

To see what your friends thought of this quote, please sign up!

0 likes
All Members Who Liked This Quote

None yet!


This Quote Is From

Malina Malina by Ingeborg Bachmann
5,293 ratings, average rating, 645 reviews
Open Preview

Browse By Tag