(?)
Quotes are added by the Goodreads community and are not verified by Goodreads. (Learn more)
Ilia Chavchavadze

“ნუთუ ქვეყანაზე მოიპოვება სხვა მაგალითი, რომ ბეზღობას ამისთანა რამ მოეხდინოს სადმე? ნუთუ მაგალითი ყოფილა სადმე, რომ კაცის სიკვდილი არსად იყოს, კაცმა ეს სიკვდილი თვით განგებ მოჭოროს და ამ არ-ყოფილის სიკვდილის მიზეზად კაცი ვინმე გახადოს.

ნუთუ იქნებაღა მთელს ქვეყნიერებაზე სხვა საგანი ბეზღობისა ამაზე უფრო უსაძაგლესი, ამაზე უფრო შემაზრზენი, ამაზე უფრო გულისამრევი? ნუთუ ამისთანა მაბეზღარის ხელშემწყობ გაზეთს თუ ჟურნალს პრესა ჰქვია თვით პრესის სამარცხვინოდ? და თუ ასეა, ნუთუ სამართალი არ მიგვიძრვის წყევლა-კრულვით ეს ამისთანა ადამიანის ხელუხლებლობის წამწყმენდი და ძირს დამცემი პრესა შევაჩვენოთ! ნუთუ სამართლიანის გულისწყრომით არ უნდა მიღებულ იყოს თვით პრესისგანვე ამისთანა უკადრისი საქციელი?

მე ამას მარტო იმისთვის კი არ ვამბობ, რომ ამ შემთხვევაში მე ვარ გაწბილებული, შეგინებული და ასე უწყალოდ ხელშეხებული. ეს აქლემი ხვალ თქვენს წინაც დაიჩოქებს. ვინ არის თავმდები, რომ ხვალ ამისთანა დღე თქვენც არ მოგიყვანოს ვინმე ერთმა თავზეხელაღებულმა მაჩანჩალამ იმ ერთგვარს გაზეთისამ თუ ჟურნალისამ, რომელსაც წმინდა სახელი და დანიშნულება პრესისა მჩვარად უქცევია, ადამიანი და ადამიანობა ცილისწამების საგნად უქცევია და დიდი მოძღვრება ადამიანის ხელუხლებლობისა მარტო თავის სახეიროდ, თავის საფარველად გარდუქმნია.

აფსუს, სამართლიანად თავმოწონებულო პრესავ, რომ შენი დიდებული სარბიელი მყრალ გუბედ გაუხდიათ და სადაც პატიოსანი ჭკუა და წმინდა გული უნდა ხელმწიფობდეს, ჭია-ღუა ბეზღობისა ჰჭყუმპალაობს და თავის ბუდეს იკეთებს.

არ ვიცი- რომელი ბეზღობა და ჯაშუშობა უფრო საძაგელია, იგი რომელიც პოლიციელის ხელჯოხიანობას გამოიწვევს თუ იგი, რომელიც ერთ კაცს მეორეს გადაჰკიდებს, ერთ წოდებას მეორეზე აალურსებს და აასისინებს. ან თუნდაც ცალკე კაცს, როგორც ამ შემთხვევაში მე ვარ, მთელს გლეხკაცობას პირში მისცემს, ვითარცა მათ მოძმეთა მყვლეფელს და მათ მოძმეთა მკვლელს, ყოვლად უსაბუთოდ, ყოვლად უმიზეზოდ.

არის ზოგიერთი იმისთანა ზნეობრივი კანონი, რომელიც კაცთა ერთმანეთობით ცხოვრებას საძირკვლად უდევს და რომელიც ყველასათვის ერთნაირად სავალდებულოა, რა დასისა და რწმენისაც გინდა იყოს, და ერთი ამ კანონთაგანი ის არის, რომ რაც შენ არ გინდა მოგივიდეს, იმას ნურც სხვისთვის მოინდომებო.”

Ilia Chavchavadze
Read more quotes from Ilia Chavchavadze


Share this quote:
Share on Twitter

Friends Who Liked This Quote

To see what your friends thought of this quote, please sign up!



Browse By Tag