Goodreads helps you follow your favorite authors. Be the first to learn about new releases!
Start by following Ilia Chavchavadze.
Showing 1-30 of 41
“ადამიანის უძვირფასესი საუნჯე მისი ვინაობაა.”
―
―
“ჭეშმარიტი კონსერვატორობა ესარჩლება და იცავს მარტო იმისთანა ძველს, რომელიც, მისის გულწრფელის აზრით, ჯერ კიდევ გამოსადეგია და საჭირო ცხოვრებისათვის, და თუ ხანდისხან სცოდავს რაშიმე ქვეყანას, მარტო იმაში, რომ ზოგჯერ იმისთანა ძველსაც გადეფარება, რომელიც თუმცა გამოსადეგი აღარ არის, მაგრამ უვნებელია, და ძველის ადგილს არ უთმობს ახალსა - მინამ კარგად გულს არ დააჯერებს, რომ ახალი კეთილს მოიტანს. ჭეშმარიტი ლიბერალობაც უარჰყოფს მარტო იმისთანა ძველს, რომელსაც თავისი დრო და ჟამი მოუჭამია, რომელიც დღეს ხარიხად გასდებია ცხოვრებას და წინსვლას უშლის. იგი ნდომობს იმ ძველის მაგიერ იმისთანა ახალს, რომელიც ძველზედ უკეთ ხელს მოუმართავს ცხოვრების განკარგებასა და წარმატებას. საცა ბრალმდებელია იქ დამცველიც უნდა იყოს. მარტო ამ ორკეცად გასინჯულ საქმეს მოსდევს მართალი და ჭეშმარიტი. კაცობრიობას დღესაქამომდე სხვა გზა არ აღმოუჩენია ჭეშმარიტის და მართლის მოსაპოებლად. [შინაური მიმოხილვა, 1881 წელი, მაისი]”
―
―
“არც უწიგნობა ვარგა და არც მარტო წიგნებიდან გამოხედვა.”
― ოთარაანთ ქვრივი
― ოთარაანთ ქვრივი
“იგი გრძნობაა მართალი, რომელიც კატასავით დღე მუდამ არა სჩხავის და მზეთუნახავად დაბინავებულა გულში.”
―
―
“დამიანი, ბუნება, ცა, ქვეყანა, მსოფლიო, - ერთი დიდებული წიგნია, უცნაურს ენაზედ დაწერილი. მეცნიერება ამას სთარგმნის უხატებო, უსურათო სიტყვით, პოეზია კი ხატებითა და სურათითა.”
―
―
“სიტყვამ ”რევოლუცია” არ შეგაშინოს, მკითხველო! რევოლუცია იმისთვის არის გაჩენილი, რომ მშვიდობიანობა მოაქვს.”
― მგზავრის წერილები
― მგზავრის წერილები
“თუ წუთის-სოფელს ერთს ბეწო ხანს თვალი მოუხუჭე, ისე გაგთელავს, როგორც დიდოელი ლეკის ნაბადსა.”
― ოთარაანთ ქვრივი
― ოთარაანთ ქვრივი
“The wood is decked in light green leaf.
The swallow twitters in delight.
The lonely vine sheds joyous tears
Of interwoven dew and light.
Spring weaves a gown of green to clad
The mountain height and wide-spread field.
O when wilt thou, my native land,
In all thy glory stand revealed?”

“ქვეყნისთვის, ყველასათვის, ერთნაირად ღია ბაზარი უმჯობესია, იმიტომ რომ ყოველის კაცისათვის ისა სჯობია, საშუალება ჰქონდეს, საჭირო საქონელი იქ და იმისგან იყიდოს, საცა და ვისაც უფრო კარგი საქონელი აქვს და უფრო იეფი ჩემ-შინაობის განურჩევლად.”
―
―
“მოვა დრო, და საქართველოსხელა ქვეყნები მთავარ მოკავშირედ იქცევა ისეთი ძლევამოსილი სახელმწიფოსი, როგორიც ამერიკის შეერთებულია შტატებია”
―
―
“ჩვენი უადამიანობა იქამდინ მივიყვანეთ, რომ კაცი კაცს აღარა ნიშნავს, თუ ზედ კაცური არ დავუმატეთ.”
― ზოგიერთი რამ
― ზოგიერთი რამ
“გავსწორდეთ, ბედო!
ეჰ, ჩემო ბედო! ჩემ სიცოცხლეში
სულ შენს ნებაზედ მითამაშნია;
მოგიკლავს ბევრი კარგი ნუგეში,
ტკბილ ოცნებებზედ გინავარდნია.
სისხლისა ცრემლით დამწვი თვალები,
გულზედ მატყვია შენი ბრჭყალები.
გეყო!... მოვიდა დრო ანგარიშის,
მოდი გავსწორდეთ, ნუ მემალები,
წარვიდნენ დღენი შენის უფლების,
დროა დავსცვალოთ ჩვენ ადგილები...
შენს დუდუკზედა აქამდის ვხტოდი,
ბევრჯერ და ბევრჯერ შენ მაძრუწუნე,
ეხლა დუდუკი მე მაქვს, აქ მოდი,
მე დავუკრავ და - შენ კი იხტუნე.
19.01.1859წ.”
―
ეჰ, ჩემო ბედო! ჩემ სიცოცხლეში
სულ შენს ნებაზედ მითამაშნია;
მოგიკლავს ბევრი კარგი ნუგეში,
ტკბილ ოცნებებზედ გინავარდნია.
სისხლისა ცრემლით დამწვი თვალები,
გულზედ მატყვია შენი ბრჭყალები.
გეყო!... მოვიდა დრო ანგარიშის,
მოდი გავსწორდეთ, ნუ მემალები,
წარვიდნენ დღენი შენის უფლების,
დროა დავსცვალოთ ჩვენ ადგილები...
შენს დუდუკზედა აქამდის ვხტოდი,
ბევრჯერ და ბევრჯერ შენ მაძრუწუნე,
ეხლა დუდუკი მე მაქვს, აქ მოდი,
მე დავუკრავ და - შენ კი იხტუნე.
19.01.1859წ.”
―
“საქონლის გაცვლა ყოველი ბაჟისგან და გადასახადისგან თავისუფალი უნდა იყოს და არა რომელსამე კანონმდებლობისგან შეხუთული არ უნდა იქნას.”
―
―
“ნუთუ ქვეყანაზე მოიპოვება სხვა მაგალითი, რომ ბეზღობას ამისთანა რამ მოეხდინოს სადმე? ნუთუ მაგალითი ყოფილა სადმე, რომ კაცის სიკვდილი არსად იყოს, კაცმა ეს სიკვდილი თვით განგებ მოჭოროს და ამ არ-ყოფილის სიკვდილის მიზეზად კაცი ვინმე გახადოს.
ნუთუ იქნებაღა მთელს ქვეყნიერებაზე სხვა საგანი ბეზღობისა ამაზე უფრო უსაძაგლესი, ამაზე უფრო შემაზრზენი, ამაზე უფრო გულისამრევი? ნუთუ ამისთანა მაბეზღარის ხელშემწყობ გაზეთს თუ ჟურნალს პრესა ჰქვია თვით პრესის სამარცხვინოდ? და თუ ასეა, ნუთუ სამართალი არ მიგვიძრვის წყევლა-კრულვით ეს ამისთანა ადამიანის ხელუხლებლობის წამწყმენდი და ძირს დამცემი პრესა შევაჩვენოთ! ნუთუ სამართლიანის გულისწყრომით არ უნდა მიღებულ იყოს თვით პრესისგანვე ამისთანა უკადრისი საქციელი?
მე ამას მარტო იმისთვის კი არ ვამბობ, რომ ამ შემთხვევაში მე ვარ გაწბილებული, შეგინებული და ასე უწყალოდ ხელშეხებული. ეს აქლემი ხვალ თქვენს წინაც დაიჩოქებს. ვინ არის თავმდები, რომ ხვალ ამისთანა დღე თქვენც არ მოგიყვანოს ვინმე ერთმა თავზეხელაღებულმა მაჩანჩალამ იმ ერთგვარს გაზეთისამ თუ ჟურნალისამ, რომელსაც წმინდა სახელი და დანიშნულება პრესისა მჩვარად უქცევია, ადამიანი და ადამიანობა ცილისწამების საგნად უქცევია და დიდი მოძღვრება ადამიანის ხელუხლებლობისა მარტო თავის სახეიროდ, თავის საფარველად გარდუქმნია.
აფსუს, სამართლიანად თავმოწონებულო პრესავ, რომ შენი დიდებული სარბიელი მყრალ გუბედ გაუხდიათ და სადაც პატიოსანი ჭკუა და წმინდა გული უნდა ხელმწიფობდეს, ჭია-ღუა ბეზღობისა ჰჭყუმპალაობს და თავის ბუდეს იკეთებს.
არ ვიცი- რომელი ბეზღობა და ჯაშუშობა უფრო საძაგელია, იგი რომელიც პოლიციელის ხელჯოხიანობას გამოიწვევს თუ იგი, რომელიც ერთ კაცს მეორეს გადაჰკიდებს, ერთ წოდებას მეორეზე აალურსებს და აასისინებს. ან თუნდაც ცალკე კაცს, როგორც ამ შემთხვევაში მე ვარ, მთელს გლეხკაცობას პირში მისცემს, ვითარცა მათ მოძმეთა მყვლეფელს და მათ მოძმეთა მკვლელს, ყოვლად უსაბუთოდ, ყოვლად უმიზეზოდ.
არის ზოგიერთი იმისთანა ზნეობრივი კანონი, რომელიც კაცთა ერთმანეთობით ცხოვრებას საძირკვლად უდევს და რომელიც ყველასათვის ერთნაირად სავალდებულოა, რა დასისა და რწმენისაც გინდა იყოს, და ერთი ამ კანონთაგანი ის არის, რომ რაც შენ არ გინდა მოგივიდეს, იმას ნურც სხვისთვის მოინდომებო.”

“პროტექციონობის მიზანია შინაურს საქონელს მოპირისპირე მოაცილოს ბაზარში და თვით სხვა ამ ცილობისგან განთავისუფლებულს მრეწველობას ფეხი აადგმევინოს... გრძელვადიან პერიოდზე გათვლილი ასეთი პოლიტიკა ანდერძაგებულია და დაწუნებული.”
―
―
“ეკონომიკური ბუნება ქონებისა ის არის - უძრავი ქონებაა თუ მოძრავი - რომ უხერხო და უმცდელ კაცისგან ხერხიან და მცდელ კაცის ხელში გადადის. ამ კანონს ეკონომიკურ ბუნებისას წინ ვერაფერი დაუდგება, როგორც საერთო ბუნებურ კანონსა.”
―
―
“უმეცრობა და უვიცრობა დიდი ჭირია და თუ ამას თანდაჰყვა უჭკუობა და უნიჭობა, ხომ ჭირზე უფრო ჭირია. ჭკუიანი უცოდინარი ყოველთვის თავის ქერქშია, – რაც არ იცის, იმაზე სჯასა და ლაპარაკს ერიდება. რასაც გონება მისი უცოდინარობით ვერა სწვდება, იქ იგი მეტიჩრობას არა ჰკადრულობს, დუმილს უფრო ჰრჩეობს, სხვას უსმენს, სმენილს თავისის ჭკუის და გონების თვალწინ განკითხვით გაიტარებს, ასწონ-დასწონის და ამნაირად თავისს საკუთარს აზრს, ცოდნას გამოინასკვავს, შეითვისებს. ამ ყოფით, თუ სხვა გზით, იგი ჯერ საგანს ისწავლის, გაითვალისწინებს, და მერე, თუ საჭიროება მოითხოვს, დაიწყებს სჯასა და საუბარსა.”
―
―
“ხელშეუხებლობა პირადი საკუთრებისა მერმისის ქვაკუთხედად აღიარებულია და ყოველს რაც ჰბღალავს და ჰხუთავს ამ ხელშეუხებლობას, რჯული ძნელად იშვნევს, ძნელად იწყნარებს. ... კერძო საკუთრება ჯერ კიდევ ქვაკუთხედად უდევს … მთელს ცხოვრებას დაწინაურებულ ქვეყნებისას მთელ დედამიწის ზურგზე.”
―
―
“კანონი რჯულია ცხოვრებისა და ამიტომაც იგი სამართლისაგან ამოწვდილი ხმალიც არის ურჩთათვის და ფარიც არის საგერად და სახსნელად ჩაგრულთათვის. თუ ხმლობაში კანონს უსამართლოდ ჰხმარობს ვინმე, მაშინ ფარობამ კანონისამ თავი უნდა იჩინოს საგერად.”
―
―
“სარწმუნოება სინდისის, სასოების საქმეა და აქ ყველა თავისუფალია და ხელშეუხებელი.”
―
―
“იცი, რა იყო გიორგი!.. გიორგი მთელი წიგნი იყო,ხიდგაღმა დაწერილი. იორგი წიგნია – მეთქი, მთელი წიგნი ცხოვრებისა, სულ სხვა ასოებით დაბეჭდილი. წინ გადაგვეშალა ეს წიგნი და ვერ წავიკითხეთ. რას არ ვკითხულობთ მე და შენ და ათასი ჩვენისთანა. მწიგნობრობით დღეს ვის არ მოაქვს თავი და მაგის ანბანი კი თურმე არ გვცოდნია”
―
―
“კარგია გაღვიძებული ადამიანი!.. მაგრამ უფრო უკეთესია ადამიანი, რომელსაც ძილშიაც არა სძინავს, ქვეყნის უბედურობით გულ-აღტყინებულსა. ჩემო ლამაზო ქვეყანავ, არიან ამისთანანი შენში? მე მოვნახავ და, თუ ვიპოვე, ვეთაყვანები”
― მგზავრის წერილები
― მგზავრის წერილები
“რევოლუცია იმისთვის არის გაჩენილი, რომ მშვიდობიანობა მოაქვს. ღვინო ჯერ უნდა ადუღდეს, აირიოს - დაირიოს და მერე დაწმნდება ხოლმე. ესეა ყველაფერი ამ ქვეყანაზედ”
― მგზავრის წერილები
― მგზავრის წერილები
“ნეტავი შენ, თერგო! იმით ხარ კარგი, რომ მოუსვენარი ხარ. აბა პატარა ხანს დადეგ, თუ მყრალ გუბედ არ გარდაიქცე და ეგ შენი საშიშარი ხმაურობა ბაყაყების ყიყინზედ არ შეგეცვალოს. მოძრაობა და მარტო მოძრაობა არის, ჩემო თერგო, ქვეყნის ღონისა და სიცოცხლის მიმცემი...”
― მგზავრის წერილები
― მგზავრის წერილები
“ლუკმა მაშინ არის ტკბილი, როცა კაი კაცობით არის ნაშოვნი”
― გლახის ნაამბობი
― გლახის ნაამბობი
“ტკბილი სიტყვა რა არისო! — იტყოდა ხოლმე, — ამ გამწარებულს წუთის-სოფელში ტკბილი სხვა რა არის, რომ სიტყვა იყოს. რას მიქვიან ტკბილი სიტყვა! თვალთმაქცობაა, სხვა არაფერი. ტკბილი სიტყვა ნუგეშია, კაცს გულს მოჰფხანს. გულის-ფხანა რაღა დარდუბალაა! ფხანა ქეცმა იცის. ნუ გაიქეციანებ გულს და ფხანაც საჭირო არ იქნება. სიტყვა სამურველი ხომ არ არის, — მოსაკიდებელი ჩანგალია, რომ გული ან აქეთ მისწიოს, ან იქით, თორემ ობი მოეკიდება, როგორც კიდობანში დავიწყებულს პურს. გული ადგილიდამ უნდა მისძრას-მოსძრას კაცმა, თუ კაცს კაცის სიკეთე უნდა. ფხანა გულისა რის მაქნისია! უქმის კაცის საქმეა. თავადიშვილები ფეხის გულზე ხელს ასმევინებენ, რომ ძილი მოიგვარონ, გულის ფხანაც ის არის: ძილს მოჰგვრის. ის კი არ იციან, რომ თუ წუთის-სოფელს ერთს ბეწო ხანს თვალი მოუხუჭე, ისე გაგთელავს, როგორც დიდოელი ლეკი ნაბადსა.”
― ოთარაანთ ქვრივი
― ოთარაანთ ქვრივი
“მაგრამ რას იზამ? მოდი, გულს უთხარ, -
კარგ სანახავზე ნუ ხარ-თქო ხარბი!..”
―
კარგ სანახავზე ნუ ხარ-თქო ხარბი!..”
―
“მივიწყებულს ეკონომიკურს მხარეს ჩვენი ცხოვრებისას პირველი ადგილი უნდა დაეთმოს სხვა საზრუნავთა შორის, რომ ეკონომიკური ცხოვრების მოედანზე უნდა ვეძიოთ ღონე ჩვენის გაძლიერებისა, ტანში გამართვისა.”
―
―
“საქართველოს რუსეთის იმპერიასთან დაკავშირება იყო თვით ქართველი ერის სიკვდილი”
―
―
“დილამდი რომ სულ ეგრე იქნივო ფეხები, მაინც არ დაგიჯერებ”
―
―