(?)
Quotes are added by the Goodreads community and are not verified by Goodreads. (Learn more)
Ilia Chavchavadze

“ჭეშმარიტი კონსერვატორობა ესარჩლება და იცავს მარტო იმისთანა ძველს, რომელიც, მისის გულწრფელის აზრით, ჯერ კიდევ გამოსადეგია და საჭირო ცხოვრებისათვის, და თუ ხანდისხან სცოდავს რაშიმე ქვეყანას, მარტო იმაში, რომ ზოგჯერ იმისთანა ძველსაც გადეფარება, რომელიც თუმცა გამოსადეგი აღარ არის, მაგრამ უვნებელია, და ძველის ადგილს არ უთმობს ახალსა - მინამ კარგად გულს არ დააჯერებს, რომ ახალი კეთილს მოიტანს. ჭეშმარიტი ლიბერალობაც უარჰყოფს მარტო იმისთანა ძველს, რომელსაც თავისი დრო და ჟამი მოუჭამია, რომელიც დღეს ხარიხად გასდებია ცხოვრებას და წინსვლას უშლის. იგი ნდომობს იმ ძველის მაგიერ იმისთანა ახალს, რომელიც ძველზედ უკეთ ხელს მოუმართავს ცხოვრების განკარგებასა და წარმატებას. საცა ბრალმდებელია იქ დამცველიც უნდა იყოს. მარტო ამ ორკეცად გასინჯულ საქმეს მოსდევს მართალი და ჭეშმარიტი. კაცობრიობას დღესაქამომდე სხვა გზა არ აღმოუჩენია ჭეშმარიტის და მართლის მოსაპოებლად. [შინაური მიმოხილვა, 1881 წელი, მაისი]”

Ilia Chavchavadze
Read more quotes from Ilia Chavchavadze


Share this quote:
Share on Twitter

Friends Who Liked This Quote

To see what your friends thought of this quote, please sign up!



Browse By Tag