(?)
Quotes are added by the Goodreads community and are not verified by Goodreads. (Learn more)
Archil Kikodze

“ერთხელ თაზოს მამას ჩრდილოკავკასიელი სტუმარი ჰყავდა სახლში – თავისი კოლეგა არქეოლოგი და საღამოთი მე და თაზოც მივუსხედით მათ სუფრას. მგონი, სკოლას ვამთავრებდით უკვე, ან ბევრიც არაფერი გვიკლდა. პატარა სამზარეულოში გაშლილ სუფრასთან ინგუში სტუმარი სტალინის მიერ თავისი ხალხის გასახლებაზე გვიამბობდა. ასეთ რამეებზე ლაპარაკი სულ ახალი დაწყებული იყო და ამიტომ – ორმაგად საინტერესო. ინგუშს ჭაღარა ფაფარივით თმა და ჩაწითლებული თვალები ჰქონდა. ჰყვებოდა იმას, რაც ბავშვმა ნახა და იგრძნო სატვირთო ვაგონში, რომელშიც მთელი მისი ხალხი საქონელივით შერეკეს და შორ გზას გაუყენეს. იმ საღამოს ბევრი რამ ითქვა, მე კი ერთადერთი, ყველაზე მკაფიო სურათი დამამახსოვრდა.
მატარებელი უცხო მხარის ტრამალებში მიქრის. სატვირთო ვაგონებში დასაჯდომი ადგილიც კი არ არის. დიდიან-პატარიანად ფეხზე დგანან და ფეხდგომელა სძინავთ, ვერც დაწვები, ვერც წაიქცევი. ერთ ქალს ძუძუთა ბავში ჰყავს, მაგრამ რძე აქვს გამშრალი. ბავშვი შიმშილისგან იტანჯება, იმის ტირილით დატანჯულია გარშემო ყველა.
დეპორტირებულებით დატვირთული ეშელონი ცოტა ხნით რაღაც სადგურზე ჩერდება მხოლოდ იმისთვის, რომ შემხვედრმა მატარებლმა აუქციოს გვერდი. ბავშვის მამა ერთ-ერთ ბადრაგს ეხვეწება, რომ რამდენიმე წუთით დაბლა ჩაუშვას, ეგება ჩვილისთვის რძე იშოვოს. ემუდარება, არწმუნებს, რომ არსად გაიქცევა, აბა, ცოლ-შვილს ხომ არ მიატოვებს?! ბადრაგი უშვებს, თან აფრთხილებს, რომ დაგვიანება გაქცევად ჩაეთვლება. კაცი დაბლა ხტება და სადგურის შენობაში უჩინარდება. გადის საათების მსგავსი წუთები... ბადრაგს მოუსვენრობა ეტყობა. ყველა სადგურის შენობასაა მიშტერებული. კივილით უახლოვდებათ შემხვედრი ეშელონი, გვერდით ჩაუვლით, ნელა მოდის, გრძელია, მაგრამ მასაც აქვს სასრული... სხვებთან ერთად ღელავს პატარა ბიჭიც, რომელმაც, წლების მერე უკვე ჭაღარამ, ჭიქა ღვი­ნოსთან უნდა მოგვიყვეს ეს სურათი... ბიძგი, ჭრიალი... მათი მატარებელი იძვრება, კაცი კი არ ჩანს, მატარებელი სიჩქარეს კრეფს და რძიანი ქვაბით ხელში ჩვილის მამაც გამოჩნდება ბაქანზე. მატარებელი სიჩქარეს უმატებს და კაციც მოსდევს, წინ გაშვერილ ხელებში მაგრად ბღუჯავს ძვირფას ტვირთს. მორბის და რძე აქეთ-იქით ეღვრება. რაღაც მომენტში თითქმის ეწევა უკანასკნელ ვაგონს, სადაც საკუთარი ცოლ-შვილი ეგულება, საიდანაც სხვებთან ერთად პატარა ბიჭიც გადიდებული თვალებით უცქერს მის განწირულ რბოლას. ვაგონის ღია კარიდან ბადრაგი ხელსაც კი უწვდის მოსახმარებლად, ამ ხელს თუ ჩაეჭიდა, გადარჩენილია. ოღონდ კაცს ხელები დაკავებული აქვს, ქვაბს არაფრით იშორებს. მატარებლის სიჩქარე მატულობს, კაცი ჩამორჩენას იწყებს და, როდესაც ცხადი ხდება, რომ უკვე ვეღარაფრით დაეწევა ვაგონს, სწორედ ის ბადრაგი, რომელმაც სიკეთე გამოი­ჩინა და გაუშვა, რომელიც, ვაგონიდან გადაკიდებული, მის შიგნით შეთრევას ცდილობდა, მხრიდან შაშხანას იხსნის და უმიზნებს. ცოცხალ სამიზნედ ქცეული ადამიანი კი ისევ ჯიუტად მისდევს მატარებელს, ისევ ბღუჯავს ხელში რძიან ჭურჭელს, მორბის, მორბის... გასროლა და ქვაბში დარჩენილი რძე და სისხლი ერთად იღვრება მოწყვეტით წაქცეული ადამიანის წინ...
თაზოს მამა ტიროდა, ინგუში მგლურად აკვესებდა თვალებს.
იმ ბადრაგზე მე ბევრი მიფიქრია.
როდესაც სტალინზე ან რომელიმე სხვა დიქტატორზე ლაპარაკობენ, ყოველთვის რძესთან ერთად დაღვრილი სისხლი მიდგება თვალწინ.”

არჩილ ქიქოძე, სამხრეთული სპილო
Read more quotes from Archil Kikodze


Share this quote:
Share on Twitter

Friends Who Liked This Quote

To see what your friends thought of this quote, please sign up!

0 likes
All Members Who Liked This Quote

None yet!


This Quote Is From

სამხრეთული სპილო სამხრეთული სპილო by Archil Kikodze
771 ratings, average rating, 122 reviews

Browse By Tag