Lali > Lali's Quotes

Showing 1-7 of 7
sort by

  • #1
    Otar Chiladze
    “მძიმე ცხოცრება კი გვქონდა, მაგრამ მაინც ადრე გამოვშტერდით. უფრო სწორად, ეს ღვთით კურთხეული კუთხე შესანიშნავი სათბური აღმოჩნდა აკაკის ღამურების მოსამრავლებლად”
    ოთარ ჭილაძე

  • #2
    Otar Chiladze
    “მაგრამ ვიდერე იბრძოდით ხალხი გერქვათ, მაინც ანგარიშს გიწევდათ მტერი. ხოლო, როცა ხმალი ქარქაშში დაგიჟანგდათ და თქვენი მუზარადი პრისტავის ცოლმა საწოლის ქვეშ შეიდგა, ღამის ქოთნად, ადგილი კი არა, სახეც დაკარგეთ...”
    ოთარ ჭილაძე

  • #3
    Otar Chiladze
    “ძეგლის დამხობა იდეას არ კლავს, პირიქით, უძეგლოდ დარჩენილი, ანუ ნიღაბჩამოხსნილი იდეა, კიდევ უფრო მიზანდასახული ხდება!”
    ოთარ ჭილაძე

  • #4
    Otar Chiladze
    “გვეყო, რაც ვითვალთმაქცეთ და ვიმატრაბაზეთ. მე რომ ძალა მქონდეს, მე რომ ღონე მერჩოდეს, მათრახით დაგიფრენდით ყველას, მათრახით გაგირეკავდით წინ, ანუ, უკან, შეგინებული, გულმოკლული, მიტოვებული სამშობლოსკენ, ვერაფრით რომ ვერ მოიგო ჩვენი გული, ვერ გვაგრძნობინა სითბო, ვერ დაგვანახა სიკეთე... ჩვენც შევიძულეთ და შვილებსაც იქამდე შევაძულეთ, ვიდრე თვალი აეხილებოდათ, ჭკუაში ჩავარდებოდნენ და თეთრისა და შავის გარჩევას შეძლებდნენ... არჩევანის უფლება წავართვით. დრნგ. უარესი. დრნგ. მათ მაგივრად და მათი სახელით ჩვენ ავირჩიეთ ჩვენთვის უკეთესი. დრნგ. მაგრამ სამშობლო არ მოტყუვდება. იმის გაჩენილები ვართ ყველანი, მოხარშულს გვიცნობს... სადაური ქუდიც არ უნდა დავიხუროთ, იმისთვის მაინც უმადური, გზასამცდარი შვილები ვიქნებით... მაინც მისი საპატრონებელი.”
    ოთარ ჭილაძე

  • #5
    Otar Chiladze
    “ბავშვობა მხოლოდ მაშინ აჩენს სინანულის გრძნობას, როცა კარგა ხნის დამთავრებულია იგი, როცა წესიერად აღარც გახსოვს, როცა ამ სათუთი და ვარდისფერი ჭურჭლის მხოლოდ რამდენიმე ნამტვრევიღა ბრჭყვიალებს დაბერებული სხეულის კუნჭულში, როგორც ხელმეორედ გათხრილი სამარხის ფსკერზე, და როგორც არ უნდა ვეცადოთ, იმ ნამტვრევებისგან მაინც ვეღარ შევაკოწიწებთ სწორედ ისეთ ჭურჭელს, როგორიც ის იყო ოდესღაც და მაინც ბოლომდე ვერ ამოვიცნობთ ამ ჭურჭლის დანიშნულებას.”
    ოთარ ჭილაძე

  • #6
    Otar Chiladze
    “ადამიანი დაუფიქრებლად ჭამს და კვდება. ვერ ინელებს. უფრო სწორად ვერ ზომავს. ზედმეტი მოსდის ყოველთვის. ზედმეტი კი ყველაფერი ერთნაირად მავნებელია: საჭმელიც, სასმელიც, ნარკოტიკიც, სიყვარულიც და თავად დიდებაც.”
    ოთარ ჭილაძე

  • #7
    Naira Gelashvili
    “ყველას თავისი ცხოვრება უნდა ჰქონდეს, თავისი სამყარო, სწორი და კარგი ეს იქნებოდა. მხოლოდ ასე შეიძლება სხვისი ცხოვრების გაგება და დადგება დრო, როცა გაგება გახდება მთავარი და არა პრაქტიკული ზრუნვა და დახმარება... იცი, რა? ადამიანი ხომ იშვიათად მოქმედებს უანგაროდ. ხშირად ზრუნვასა და სიყვარულში ისეთი ძალადობაა გახვეული, ვერც წარმოიდგენ... და ეს ძალადობა ყველაფერზე საშინელია. ვინც გარჩენს და გემსახურება, თავისუფლებას გართმევს ხშირად, სურს, რომ წაგართვას, შეუგნებლად ებრძვის შენს პიროვნებას... და იცი, ერთხელაც მწარედ, მწარედ გაგიკვირდება, რომ ის, ვინც გზრდიდა, გაჭმევდა, გბანდა, გივლიდა, გაცმევდა, ვერასოდეს ხვდება, რა დარდი გჭამს, რა სატკივარი...”
    ნაირა გელაშვილი (Naira Gelashvili), დედის ოთახი



Rss
All Quotes



Tags From Lali’s Quotes