Tamari > Tamari's Quotes

Showing 1-7 of 7
sort by

  • #1
    Jemal Karchkhadze
    “განა სასაცილო არ არის: შიში მინდა დავძლიო და შიშის შიში ვერ დამიძლევია!”
    Jemal Karchkhadze, ზებულონი

  • #2
    Guram Dochanashvili
    “-ბედნიერი კაცი ყოფილხართ!
    -რატომ?
    -რატომ და წინ ისეთი ბედნიერება გელით,მე კი ეს ბედნიერება უკვე განვლილი მაქვს.ეეჰ...
    -რა ბედნიერება?
    -პირველად წაკითხვის.”
    Guram Dochanashvili, კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა

  • #3
    Ilia Chavchavadze
    “არც უწიგნობა ვარგა და არც მარტო წიგნებიდან გამოხედვა.”
    Ilia Chavchavadze, ოთარაანთ ქვრივი

  • #4
    Guram Dochanashvili
    “ჩვენ ყველასა გვაქვს ჩვენი ქალაქი, ოღონდ ხანდახან არც ვიცით ხოლმე ...”
    Guram Dochanashvili, სამოსელი პირველი

  • #5
    Guram Dochanashvili
    “როდესაც მოვა,და შემოგხედავს,რაღაცას მაშინვე უნდა მიგახვედროს-დუმილის დროსაც,მუდამ რაღაცას უნდა ამბობდეს ნამდვილი ქალი”
    Guram Dochanashvili, სამოსელი პირველი

  • #6
    Guram Dochanashvili
    “- გიჟები? არა. ოღონდ ერთი იყო, თმაში ყვავილებს იწნავდა.
    - კაცი?
    - არა, ქალი.
    - კიდევ რას აკეთებდა.
    - არაფერს, მაგრამ თმაში ყვავილებს იწნავდა.
    - ჰეე, - ხელი აუქნია ლტოლვილმა, - რეებს იძახი, ასე რომ წახვიდე, მთელი ლამაზ-ქალაქის დედაკაცობა გიჟი გეგონება - მერე რა, ყვავილებს თუ იწნავდა, ა, დომენიკო?
    - რა ვიცი, მაგრამ არც დღესასწაული იყო და არც არაფერი.
    - დიდი ამბავი.
    - თანაც უკვე გათხოვილი იყო.
    - მერე რა, ქალი ქალია.”
    Guram Dochanashvili, სამოსელი პირველი

  • #7
    Guram Dochanashvili
    “გული ზურგიდან უფრო ახლოა”
    Guram Dochanashvili, სამოსელი პირველი



Rss