სამოსელი პირველი Quotes
სამოსელი პირველი
by
Guram Dochanashvili2,136 ratings, 4.71 average rating, 96 reviews
სამოსელი პირველი Quotes
Showing 1-14 of 14
“და უცებ სულში გამეფურჩქნა უცნაური მცენარე, - განაგრძო ალექსანდრომ, - სიყვარულის კაქტუსი - ეკლიანი და ეკლებიანი, ოღონდ საოცრად ტკბილი იყო მისი ყოველი ჩხვლეტა, და აი, ახლაც, თქვენ რომ გიყურებთ, ახლაც, მჩხვლეტს ...”
― სამოსელი პირველი
― სამოსელი პირველი
“სიკვდილი რომ არ იყოს – აღარ იქნებოდა ამქვეყნად გულადი და ლაჩარი, მდიდარი და მონა, თვით სიკეთე და ბოროტებაც არ იქნებოდა, სიკვდილი რომ არ იყოს. არ დაგჭირდებოდათ არც ბრძოლა და ერთმანეთის ჟლეტა, მაგრამ არც მოსავლისათვის მიწის დაბარვა დაგჭირდებოდათ. არც ოსტატური სიტყვა-პასუხი, არც ვისიმე შიში არ გექნებოდათ და არც კეთილები იქნებოდით და არც ბოროტნი, არც ბედნიერნი და არც უბედურნი-აღარაფერი არ ვიქნებოდით… ვიღა გაგვარჩევდა, სიკვდილი რომ არ იყოს… მთელი ის ჩვენი უსასრულო სიცოცხლე აღარაფერი არ იქნებოდა, ახლა კი, ახლა, სიკვდილი რომ არის, სიცოცხლე სიცოცხლეა, მაშინ კი, მერწმუნეთ, დამიჯერეთ, თავად წვიმაც და ჰაერიც აღარაფერი არ იქნებოდა, აღარაფერი, ჰეე, სიკვდილი რომ არ იყოს . . .”
― სამოსელი პირველი
― სამოსელი პირველი
“ჩვენ ყველასა გვაქვს ჩვენი ქალაქი, ოღონდ ხანდახან არც ვიცით ხოლმე ...”
― სამოსელი პირველი
― სამოსელი პირველი
“ასეა,ასე,ჩვენით ვირთულებთ მუდამ ყველაფერს.”
― სამოსელი პირველი
― სამოსელი პირველი
“როდესაც მოვა,და შემოგხედავს,რაღაცას მაშინვე უნდა მიგახვედროს-დუმილის დროსაც,მუდამ რაღაცას უნდა ამბობდეს ნამდვილი ქალი”
― სამოსელი პირველი
― სამოსელი პირველი
“- გიჟები? არა. ოღონდ ერთი იყო, თმაში ყვავილებს იწნავდა.
- კაცი?
- არა, ქალი.
- კიდევ რას აკეთებდა.
- არაფერს, მაგრამ თმაში ყვავილებს იწნავდა.
- ჰეე, - ხელი აუქნია ლტოლვილმა, - რეებს იძახი, ასე რომ წახვიდე, მთელი ლამაზ-ქალაქის დედაკაცობა გიჟი გეგონება - მერე რა, ყვავილებს თუ იწნავდა, ა, დომენიკო?
- რა ვიცი, მაგრამ არც დღესასწაული იყო და არც არაფერი.
- დიდი ამბავი.
- თანაც უკვე გათხოვილი იყო.
- მერე რა, ქალი ქალია.”
― სამოსელი პირველი
- კაცი?
- არა, ქალი.
- კიდევ რას აკეთებდა.
- არაფერს, მაგრამ თმაში ყვავილებს იწნავდა.
- ჰეე, - ხელი აუქნია ლტოლვილმა, - რეებს იძახი, ასე რომ წახვიდე, მთელი ლამაზ-ქალაქის დედაკაცობა გიჟი გეგონება - მერე რა, ყვავილებს თუ იწნავდა, ა, დომენიკო?
- რა ვიცი, მაგრამ არც დღესასწაული იყო და არც არაფერი.
- დიდი ამბავი.
- თანაც უკვე გათხოვილი იყო.
- მერე რა, ქალი ქალია.”
― სამოსელი პირველი
“გული ზურგიდან უფრო ახლოა”
― სამოსელი პირველი
― სამოსელი პირველი
“ძალიან დიდი განსხვავება არა აქვს იმას,ადრე მოკვდები თუ შედარებით გვიან,რადგანაც ბოლო–მაინც ეგ არის.მთავარია თუ,როგორ მოკვდები.და რის ჩადენას მოასწრებ.”
― სამოსელი პირველი
― სამოსელი პირველი
“ჯერაც არ გაჩენილა ამქვეყნად ისეთი ბზარი,სადმე სხვაგან რაიმე რომ არ გაემაგრებინოს.”
― სამოსელი პირველი
― სამოსელი პირველი
“ჩვენ,ადამიანები,თუმცა კი ვითომ კარგადა ვართ ერთმანეთთან,მაგრამ სრუუულიად ადვილი შესაძლებელია,უფრო უკეთესად ვიყოთ.”
― სამოსელი პირველი
― სამოსელი პირველი
“ძველ ამბებსაც ნუ შევიძულებთ,არის რაღაც სათნო,რაღაც კარგი.”
― სამოსელი პირველი
― სამოსელი პირველი
“ნუ იჩხუბებთ,ნუ,ერთმა ბრძენმა თქვა,როცა ორი კაცი ჩხუბობს,ორივე დამნაშავეაო.ეს ჭეშმარიტებაა,ძვირფასებო,და ხანდახან უნდა აპატიოთ ხოლმე ერთმანეთს დანაშაული.”
― სამოსელი პირველი
― სამოსელი პირველი
“- ჩვენ გავიმარჯვებთ კონსელეირო, აი ნახავთ, თუ არა! - წამოიძახა აღელვებულმა ჟოაო აბადომ, - თითო ჩვენგანი აუარება იმათს ვუდრივართ, და აი, ნახავთ, თუ არ გავიმარჯვებთ, მზე მაღლა იქნება. თოფებიც გვაქვს და ტყვია-წამალიც, ყველაფერი, აუცილებლად გავიმარჯვებთ, კონსელეირო!
მაგრამ აქ მენდეს მასიელმა ყოვლად გაუგებარი რამ ჩაილაპარაკა:
- ღმერთმა დაგვიფაროს...”
― სამოსელი პირველი
მაგრამ აქ მენდეს მასიელმა ყოვლად გაუგებარი რამ ჩაილაპარაკა:
- ღმერთმა დაგვიფაროს...”
― სამოსელი პირველი
“როცა რაიმე დიდი ღირებულება გვაქვს ხოლმე,ჯეროვნად ვერ ვაფასებთ და ვერ ვამჩნევთ,და მხოლოდ მაშინ ვწუხვართ,როცა დავკარგავთ.”
― სამოსელი პირველი
― სამოსელი პირველი
