Guki King > Guki's Quotes

Showing 1-30 of 55
« previous 1
sort by

  • #1
    Zora Neale Hurston
    “There are years that ask questions and years that answer.”
    Zora Neale Hurston, Their Eyes Were Watching God

  • #2
    Louisa May Alcott
    “She is too fond of books, and it has turned her brain.”
    Louisa May Alcott, Work: A Story of Experience

  • #3
    Albert Schweitzer
    “Sometimes our light goes out, but is blown again into instant flame by an encounter with another human being.”
    Albert Schweitzer

  • #4
    Fredric Brown
    “THERE IS A LOVELY LITTLE horror story about the peasant who started through the haunted wood—the wood that was, people said, inhabited by devils who took any mortal who came their way. But the peasant thought, as he walked slowly along:

    I am a good man and have done no wrong. If devils can harm me, then there isn't any justice.

    A voice behind him said, “There isn't.”
    Fredric Brown

  • #5
    Neil Gaiman
    “Hey," said Shadow. "Huginn or Muninn, or whoever you are."
    The bird turned, head tipped, suspiciously, on one side, and it stared at him with bright eyes.
    "Say 'Nevermore,'" said Shadow.
    "Fuck you," said the raven.”
    Neil Gaiman, American Gods

  • #6
    Kurt Cobain
    “There's good in all of us and I think I simply love people too much, so much that it makes me feel too fucking sad.”
    Kurt Cobain

  • #7
    Kurt Cobain
    “Friends are nothing but a known enemy.”
    Kurt Cobain

  • #8
    Sergei Dovlatov
    “I had three long conversations with Marusya over a cup of coffee. She told me her whole rather silly story. To some degree we became friends. I like people like that--doomed, dying, helpless, and brazen. I always say, if you're in trouble, you're not sinning.”
    Sergei Dovlatov, A Foreign Woman

  • #9
    Jack Kerouac
    “One day I will find the right words, and they will be simple.”
    Jack Kerouac, The Dharma Bums

  • #10
    Haruki Murakami
    “If you only read the books that everyone else is reading, you can only think what everyone else is thinking.”
    Haruki Murakami, Norwegian Wood

  • #11
    Haruki Murakami
    “It's like Tolstoy said. Happiness is an allegory, unhappiness a story.”
    Haruki Murakami, Kafka on the Shore

  • #12
    Haruki Murakami
    “Silence, I discover, is something you can actually hear.”
    Haruki Murakami, Kafka on the Shore

  • #13
    Otar Chiladze
    “თქვენ კი ამბობთ, ვიღუპებითო. რაღა დროსია?! კარგახნის დაღუპულები ვართ უკვე. დიდხანს ვეცემოდით და დაცემას დაცემამდე, ჰაერშივე შევეჩვიეთ, რის გამოც სრულებით აღარ გაგვჭირვებია არარსებობის, უუფლებობის, უსახელობის ორმოს ფსკერზეც ჩვეულებრივად გაგვეგრძელებინა ცხოვრება - მივმდგარ-მოვმდგარიყავით, გაგვეხედ-გამოგვეხედა, გავმძვრალ-გამომძვრალიყავით, ოჯახს მოვკიდებოდით, სამსახურში ჩავმდგარიყავით, მოკლედ, ალღო აგვეღო ორმოს წეს-ჩვეულებებისათვის და, თქვენ წარმოიდგინეთ, სხვაგვარად ცხოვრება აღარც შეგვიძლია. ჩვენთვის თავისუფლება იგივეა, რაც სხვისთვის მონობა. ეს არის ყველაზე დიდი ბოროტება, რაც უმტკივნეულო დაცემამ მოგვიტანა. მაგრამ, კიდევ კარგი, არ ვიცით. არც ეს ვიცით. როცა იცი, იტანჯები კიდეც.ცოდნა გაწვალებს, განამუსებს. ხოლო, როცა არ იცი, ხარ შენთვის არხეინად”
    ოთარ ჭილაძე

  • #14
    Otar Chiladze
    “რატომ ხუჭავს ადამიანი თვალებს, როცა რამე აწუხებს ანდა სიამოვნებს ? იქნებ იმიტომ, რომ წუთით მაინც გამოეყოს სამყაროს, მარტო დარჩეს წუხილთან თუ სიამოვნებასთან ერთად, რომელსაც მაინც ვერ გაუზიარებს ვერავის.”
    ოთარ ჭილაძე

  • #15
    Otar Chiladze
    “ქართველები ჩვენი ნებით უკან აღარ ვბრუნდებით. მაზოხისტები ვართ. გვსიამოვნებს ნოსტალგიით წამება. ანდა, ემიგრანტულ ბინას მოვრთავთ ქართულად — თუშური ფარდაგით, მეგრული ჩონგურით, შროშას ჯამ-ჭურჭლით — და ავტეხავთ ერთ ვაიუშველებელს, აი, რა დაგვაკარგვინეს, აი, როგორ გვიყვარს აქ, რაც არასოდეს გვყვარებია იქო.”
    ოთარ ჭილაძე

  • #16
    Otar Chiladze
    “ისე, ჩვენში რომ ვთქვათ , უკვე ვერანაირი კრიტიკა ვეღარ გამომასწორებს და ვერც ხელობაზე ამაღებინებს ხელს. ეს ჩემი ერთადერთი ხელობაა (სხვა ვერაფერი ვისწავლე ამქვეყნაზე), მთელი სიცოცხლე ის მაჭმევდა პურს, თუმცა, დღეს აღარც სახელად მარგია, აღარც სახრავად. ხოლო უფრო გულახდილები თუ ვიქნებით, ამ თქვენი ყბადაღებული მწერლობით გინებისა და სიძულვილის მეტი ვერაფერი დავიმსახურე...”
    ოთარ ჭილაძე

  • #17
    Otar Chiladze
    “თქვენი პატრიოტული აღტკინება, თქვნივე პროვინციალიზმის ბრალია, პროვინციული ხილია, ბაზრის სილამაზე, იქვე, დახლთან რომ ჭამ, ნიკაპზე რომ ჩამოგდის მისი ტკბილი წვენი და უნებურად წელში გხრის რათა შარვალზიც არ დაისვარო მაგრამ იმდენად დიდია გემოს გასინჯვის ცდუნება ერთი წუთიერი აბსოლიტური თავისუფლება გეუფლება. არავითარ ყურადღებას არ აქცევ ეთიკის ნორმებს თუმცა უზრდელობაც თავისებური თავისუფლებაა. მეორე წუთს კი როცა ეს ცდუნება გაგივლის აღარ იცი სად წაიღო ის ლამაზი ნაყოფის წვენით გაწებილი ხელები დგახარ ამდენ ხალხში სასაცილოდ თითებგაფარჩხული სანამ ვინმე გაზეთის ნახევს არ მოგაწოებს, ანდა, სამადლოდ გულის ჯიიდან ცხვირსახოცს არ ამოიღებს რაკი შენთვითონ შენივე სისულელისა და სულსწრაფობის გამო ისეთი უსუსური ხარ რომ საკუთარი გულისჯიბეც მიუწვდომელი გახდა.”
    ოთარ ჭილაძე

  • #18
    Otar Chiladze
    “მხოლოდ სიკვდილის წინ შეიძლება, რომ ეთი სიტყვით თქვა ყველაფერი. ჩვენ სიკვდილამდე სწორედ ამ სიტყვას ვეძებთ.”
    ოთარ ჭილაძე

  • #19
    Otar Chiladze
    “ჩვენ ისე პატარები ვართ, ღმერთს მიკროსკოპითაც გაუჭირდება ჩვენი დანახვა, ამიტომ ვავიწყდებით ასე ხშირად.”
    ოთარ ჭილაძე

  • #20
    Otar Chiladze
    “მიუხედავად ყველაფრისა, დღეს გაცილებით უკეთ ვართ, ვიდრე გუშინ ვიყავით. რადგან დღეს უფრო მეტმა ვიცით, რატომ ვართ ცუდად. იმედია, ხვალ კიდევ უფრო მეტს გვეცოდინება.”
    ოთარ ჭილაძე

  • #21
    Otar Chiladze
    “უმნიშვნელო მწერალი საერთოდ არ არსებობს. ყველა მწერალი ერთნაირად მნიშვნელოვანია მშობლიური ლიტერატურისთვის. ლიტერატურა თანაბართა დაპირისპირება კი არა, განსხვავებულთა ერთობაა, მეც ეს მავალდებულებს (გარკვეული თვალსაზრისით, მაიძულებს კიდეც), ნებისმიერ გარემოსა და პირობებში ვაკეთო ჩემი საქმე, ვიდრე კალმის ხელში დაჭერა და საბეჭდ მანქანაში ფურცლის ჩადება შემეძლება…”
    ოთარ ჭილაძე

  • #22
    Otar Chiladze
    “ყველა დიდი მწერალი ყოფილა ემიგრაციაში, მაგრამ ყველას როდი ღირსებია უკან დაბრუნება. კი ბატონო, დანტე დაბრუნდა, მაგრამ რუსთაველი?! არჩილ მეფე?! ვახტანგ მეექვსე?! თეიმურაზ მეორე?! სულხან-საბა?! გურამიშვილი?! ბესიკი?! ბაგრატიონთა მთელი სამეფო დინასტია?! ფერეიდნელები?! მოსკოვური კოლონია?! კოლონიები?! ოციან და ორმოციან წლებში გაქცეულები?! ბოლშევიკების გაშვებულები?! რამდენიმე მკვდარი თუ დააბრუნეს, ისიც მათთან შეუთანხმებლად, ეგ იყო და ეგ. ხომ მეთანხმებით? არა, კი არ მიხარია, სიმართლეს მოგახსენებთ. ქართველები ჩვენი ნებით უკან აღარ ვბრუნდებით. მაზოხისტები ვართ. გვსიამოვნებს ნოსტალგიით წამება. ანდა, ემიგრანტულ ბინას მოვრთავთ ქართულად — თუშური ფარდაგით, მეგრული ჩონგურით, შროშას ჯამ-ჭურჭლით — და ავტეხავთ ერთ ვაიუშველებელს, აი, რა დაგვაკარგვინეს, აი, როგორ გვიყვარს აქ, რაც არასოდეს გვყვარებია იქო.”
    ოთარ ჭილაძე

  • #23
    Otar Chiladze
    “გვეყო, რაც ვითვალთმაქცეთ და ვიმატრაბაზეთ. მე რომ ძალა მქონდეს, მე რომ ღონე მერჩოდეს, მათრახით დაგიფრენდით ყველას, მათრახით გაგირეკავდით წინ, ანუ, უკან, შეგინებული, გულმოკლული, მიტოვებული სამშობლოსკენ, ვერაფრით რომ ვერ მოიგო ჩვენი გული, ვერ გვაგრძნობინა სითბო, ვერ დაგვანახა სიკეთე... ჩვენც შევიძულეთ და შვილებსაც იქამდე შევაძულეთ, ვიდრე თვალი აეხილებოდათ, ჭკუაში ჩავარდებოდნენ და თეთრისა და შავის გარჩევას შეძლებდნენ... არჩევანის უფლება წავართვით. დრნგ. უარესი. დრნგ. მათ მაგივრად და მათი სახელით ჩვენ ავირჩიეთ ჩვენთვის უკეთესი. დრნგ. მაგრამ სამშობლო არ მოტყუვდება. იმის გაჩენილები ვართ ყველანი, მოხარშულს გვიცნობს... სადაური ქუდიც არ უნდა დავიხუროთ, იმისთვის მაინც უმადური, გზასამცდარი შვილები ვიქნებით... მაინც მისი საპატრონებელი.”
    ოთარ ჭილაძე

  • #24
    “— გაცივდები — წამოსცდა ელიზბარს.
    — მე უკვე გავცივდი, ძია ელიზბარ... რახანია მცივა... გაჩენის დღიდან... ციხე სიცივეა. სულ გცივა, წევხარ — გცივა. ზიხარ — გცივა. დადიხარ — გცივა. კი არ ეჩვევი სიცივეს, ამის შეჩვევა არ შეიძლება, თანდათანობით, შენც სიცივე ხდები, სიცივის ნაწილი... აი, დამადეთ ხელი, ყინულივით ვარ... პაიკი კლავს მამას და ხდება არარაობა..”
    ოთარ ჭილაძე "გოდორი"

  • #25
    “— მე რაც ვიცოდი, ყველაფერი გასწავლეთ — დაიხია უკან ელიზბარმა.
    — არა! მთავარი არ გისწავლებიათ! — უარესად აღეგზნო ანტონი.
    — რა? ხეზე ასვლა? — შემრიგებლურად გაიცინა ელიზბარმა.
    — არა, ხიდან ჩამოსვლა! ხეზე ასვლა გადარჩენა არ არის. ხეზე ასვლით, შეიძლება, დროებით დააღწიო განსაცდელს თავი, მაგრამ ხეზე ასასვლელად რომ გაგიხდება საქმე... — გაიცინა ანტონმაც. მღელვარებისგან თუ სიცივისგან, ჯერ კიდევ ძაგძაგებდა და კბილი კბილზე უხვდებოდა ლაპარაკისას.”
    ოთარ ჭილაძე "გოდორი"

  • #26
    Otar Chiladze
    “ბავშვობა მხოლოდ მაშინ აჩენს სინანულის გრძნობას, როცა კარგა ხნის დამთავრებულია იგი, როცა წესიერად აღარც გახსოვს, როცა ამ სათუთი და ვარდისფერი ჭურჭლის მხოლოდ რამდენიმე ნამტვრევიღა ბრჭყვიალებს დაბერებული სხეულის კუნჭულში, როგორც ხელმეორედ გათხრილი სამარხის ფსკერზე, და როგორც არ უნდა ვეცადოთ, იმ ნამტვრევებისგან მაინც ვეღარ შევაკოწიწებთ სწორედ ისეთ ჭურჭელს, როგორიც ის იყო ოდესღაც და მაინც ბოლომდე ვერ ამოვიცნობთ ამ ჭურჭლის დანიშნულებას.”
    ოთარ ჭილაძე

  • #27
    Otar Chiladze
    “ძეგლის დამხობა იდეას არ კლავს, პირიქით, უძეგლოდ დარჩენილი, ანუ ნიღაბჩამოხსნილი იდეა, კიდევ უფრო მიზანდასახული ხდება!”
    ოთარ ჭილაძე

  • #28
    Otar Chiladze
    “- მეც კიბოსავით ვარ. მეც მსიამოვნებს ცოცხლად მოხარშვა. თავისთავად ჩამომდის მოხარშული ხორცი და შიშველ ძვლებზე ჰაერი რომ მეხება, ტვინს ღრჭიალი გაუდის სიამოვნებისგან. ცეცხლის კარუსელზე ვზივარ და ვბზრიალებ ვბზრიალებ... დაბრმავებული, დაყრუებული, თავბრუდახვეული, ცოცხლად გატყავებული და ცეცხლის მხურვალე, ღონიერი ამონასუნთქით გაგუდული.”
    ოთარ ჭილაძე

  • #29
    Otar Chiladze
    “მძიმე ცხოცრება კი გვქონდა, მაგრამ მაინც ადრე გამოვშტერდით. უფრო სწორად, ეს ღვთით კურთხეული კუთხე შესანიშნავი სათბური აღმოჩნდა აკაკის ღამურების მოსამრავლებლად”
    ოთარ ჭილაძე

  • #30
    “სჯობს საგიჟეთში ისევ გიჟებისმონარჩენი კატლეტი ვჭამო
    და გავაგრძელო დაკარგულის ძიება ჯიუტად...
    საგნის დაკარგვა როდი ნიშნავს საგნის გაქრობას!
    სამარადისოდ და უკვალოდ ის ქრება მხოლოდ,
    რის დაკარგვასაც ვეგუებით... მაგრამ თუ ვიგრზნობთ,
    რომ ჩვენს სიცოცხლეს უიმისოდ აზრი არა აქვს,
    ისიც ბრუნდება, უფრო სწორად, კვლავ იბადება,
    და, ერთ დღეს, როგორც წყლიდან მიწა, ან რძიდან ყველი,
    პირველყოფილი ბრწყინვალებით ამოიზრდება...”
    ოთარ ჭილაძე "გოდორი"



Rss
« previous 1