Eto > Eto's Quotes

Showing 1-5 of 5
sort by

  • #1
    Aleko Shugladze
    “არადა, იყო ისეთი დრო, როცა შემეძლო გამეშვა ეს სიყვარული, თავისი წარსულით, გამექრო... ნამდვილად შემეძლო, არ ვტრაბახობ. ვერ გავუშვი, დავიტოვე, სხვა ასეთი ძლიერი არაფერი მქონდა და ვერ შეველიე. როცა ღმერთს ვერ ვხედავდი, ადამიანი მაინც მყვარებოდა! სხვანაირად როგორ? რომ გამეშვა, რითი ამომევსო სიცარიელე? უნდა ამერჩია: ან სიცარიელე, ან ტკივილი. ტკივილი ვარჩიე.”
    ალეკო შუღლაძე, გადამალვა

  • #2
    Aleko Shugladze
    “როცა ჯანმრთელი ხარ, საყვარელი წიგნის მხოლოდ დანახვაც კი განწყობილებას გიუმჯობესებს. მაგრამ ძვლამდე გასულ ფიზიკურ ტკივილის ვერ გაიყუჩებ ფრაზებით საყვარელი წიგნიდან.”
    ალეკო შუღლაძე, გადამალვა

  • #3
    Aleko Shugladze
    “ხომ გითხარით, ქალებთან ურთიერთობა უფრო მიყვარდა, ვიდრე კაცებთან: უფრო ნაკლები საფრთხე და მეტი სილაღე მოდიოდა მათგან. მათთან მეგობრობა ადვილი იყო მანამდე, სანამ მეგობრობა სხვა გრძნობაში გადაიზრდებოდა. ამის მერე სიუჟეტი ირეოდა. ისეთი თამაშის წესები შემოდიოდა, რომლის არაფერი გამეგებოდა. ქალები ქრებოდნენ, იტრუნებოდნენ, ავლენდნენ გაყუჩებისა და ლოდინის საოცარ ნიჭს. ვინც არ ქრებოდა, ვინც დამალვას არ ცდილობდა, ჩემგან ტყუილს ელოდა, დაპირებებს, ოქროს კოშკებს. ეს სურდათ, ასე აწყობდათ, მე კი ტყუილს ვერ ვამბობდი, ყველაფერს ალალად ვამბობდი და ისინი უბრალო მეგობრებად რჩებოდნენ - მორჩა.”
    ალეკო შუღლაძე, გადამალვა

  • #4
    Guram Dochanashvili
    “...ყველაფერს გეტყვით - ისე ვუყვარდი, ისე მიყვარდა... ვისზედაც უნდოდა, იმაზე გავეცვალე, ნებისმიერ ადამიანზე - იქნებოდა ეს ტანმორჩილი, გამხდარი ინტელიგენტი თუ დიდხელება გლეხი, სათვალიანი მუსიკოსი თუ მუშა, ალალი ღიმილით სახეზე, ანდა, თუნდაც ფიზიკოს-ლირიკოსი, ბოლო დროს გაჩნდა ადამიანთა ასეთი კატეგორიაც, არ ვიცი, რა აქვთ საერთო ერთმანეთთან, რითმის გარდა და, მოკლედ, ვინც გინდა ის ყოფილიყო, მაგრამ არა, არაა, სწორედ იმას მანაცვალა, რასაც ყველაზე, ყველაფერზე მეტად ვერ ვიტან - თვითკმაყოფილს და თვითკმაყოფილებას... ჩამოიარა იმან, ერთ დროს საცოლემ, ეჰ, საიდუმლონარევი, შორეული სილამაზით აღსავსემ, როგორიცაა სიტყვა... "მოიისფრო", გვერდით კი მოჰყვებოდა კაცი, ისეთი უსიამო გამომეტყველებით სახეზე, როგორიცაა სიტყვა... "გავძეხი", და მე კი განზე ვიდექ, ზედმეტი, როგორც სიტყვა "მაშასადამე…”
    Guram Dochanashvili, კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა

  • #5
    Kurt Vonnegut Jr.
    “I'm not a drug salesman. I'm a writer."

    "What makes you think a writer isn't a drug salesman?”
    Kurt Vonnegut, Cat’s Cradle



Rss