Natia Morbedadze > Natia's Quotes

Showing 1-30 of 161
« previous 1 3 4 5 6
sort by

  • #1
    Jack Kerouac
    “[...]the only people for me are the mad ones, the ones who are mad to live, mad to talk, mad to be saved, desirous of everything at the same time, the ones who never yawn or say a commonplace thing, but burn, burn, burn like fabulous yellow roman candles exploding like spiders across the stars and in the middle you see the blue centerlight pop and everybody goes “Awww!”
    Jack Kerouac, On the Road

  • #2
    Osip Mandelstam
    “My turn shall also come:
    I sense the spreading of a wing.”
    Osip Mandelstam, The Selected Poems

  • #3
    Dan Millman
    “The journey is what brings us happiness not the destination.”
    Dan Millman, Way of the Peaceful Warrior: A Book That Changes Lives

  • #4
    Dato Turashvili
    “თუმცა მაშინაც იყვნენ ადამიანები,რომელთათასთვისაც სამშობლო უპირველესი საზრუნავი გახლდათ და მერეც,მე-20 საუკუნეში,უკვე ხელმეორედ,ბოლშევიკური რუსეთის მიერ დაპყრობილ საქართველოში,მაინც ცოცხლობდნენ და კვდებოდნენ ადამიანები,რომელთაც წამდათ,რომ თავისუფლებას ალტერნატივა არ გააჩნია და საქართველო ადმინისტრაციული ან გეოგრაფიული ერთეული კი არა,დაპყრობილი სამშობლოა.
    მაშინაც,საბჭოთა საქართველოშიც,1924 წლის შემდეგ,როცა იარაღით ხელში აღარავინ იბრძოდა,მაინც არსებობდა ეროვნული მოძრაობა და ჩემთვის ეს მოძრაობა ფიროსმანიც იყო და ვაჟა-ფშაველაც,დავით კაკაბაძეც და პავლე ინგოროყვაც,ევგენი მიქელაძეც და ავთო ვარაზიც,გურამ რჩეულიშვილიც და მერაბ კოსტავაც-ადამიანები,რომლებსაც სძულდათ კომპრომისები და უყვარდათ სამშობლო,პატარა და ერთადერთი საქართველო,რომლისათვისაც მათი აზრით,წამებაც ღირდა და მსხვერპლიც.
    ჩვენ ვიცოდით,რომ ასეთი კაცი იყო მერაბ კოსტავა-ადამიანი,რომელიც შორეული ციმბირის ბანაკში იჯდა და არ ტყდებოდა....”
    David Turashvili, იყო და არა იყო რა

  • #5
    John Fowles
    “It's despair at the lack of feeling, of love, of reason in the world. It's despair that anyone can even contemplate the idea of dropping a bomb or ordering that it should be dropped. It's despair that so few of us care. It's despair that there's so much brutality and callousness in the world. It's despair that perfectly normal young men can be made vicious and evil because they've won a lot of money. And then do what you've done to me.”
    John Fowles, The Collector

  • #6
    Otar Chiladze
    “ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო – ქართველის ნათქვამია. შეჩვეულს ნუ გადააჩვევ და შეუჩვეველს ნუ შეაჩვევო – ესეც ჩვენი ისტორიული გამოცდილებაა. თავის დროზე ასევე გვიჭირდა ალბათ სპარსული სამყაროსგან მოწყვეტა, მაგრამ თუ არ მოწყდი იმას, რაც გღუპავს, რაც შთანთქმას გიპირებს, დაღუპული ხარ და შეიძლება ახიც იყოს, რადგან იმის მაგივრად, რამე იღონო, კვლავაც გულუბრყვილოდ გჯერა, ვთქვათ, მართლა რომ არსებობს რუსულ-ქართული სახელმწიფოებრივი მეგობრობა, თანაც საუკუნოვანი. მთელი ჩემი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ხუთი წუთიც არ ყოფილა მეგობრული ურთიერთობა რუსეთსა და საქართველოს შორის. რასაკვირველია, არ ვგულისხმობ კონკრეტული ქართველისა და კონკრეტული რუსის პირადულ ან კოლეგიალურ ურთიერთობას. ბოლოს და ბოლოს, აღაზასა და ზვიადაურის შემქმნელი ხალხი ვართ და სხვაგანაც მრავლად მოიძებნება ამგვარი პიროვნული კეთილშობილების მაგალითები, არამარტო ლიტერატურაში, არამედ ცხოვრებაშიც. მაგრამ პიროვნების სულისკვეთება ერთია, სახელმწიფოს ინტერესი – მეორე. მეორე კი არა, მთავარი! დიახ, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, რუსეთი არ შეიძლება საქართველოს მეგობარი იყოს. მას შემდეგ, რაც საქართველო უნებლიე დაბრკოლება აღმოჩნდა სამხრეთისკენ დაძრული რუსეთისთვის, თავისთავად გადაწყდა ჩვენი ურთიერთობის სახეობაც: ჩავყვებით თუ ჩაგვითრევს, დავუჩოქებთ თუ დაგვაჩოქებს, ორივე შემთხვევაში მაინც ერთნაირად უნდა მოგვსპოს, რათა თავად აღორძინდეს, კიდევ უფრო განავრცოს საზღვრები და თუნდაც ერთი ნაბიჯით მიუახლოვდეს საწადელს. რაც მთავარია, იმდენად სჯერა სამართლიანობა საკუთარი მიზნისა თუ სურვილისა, ვეღარ ამჩნევს, დრო რომ იცვლება. მართალია ნელა, მაგრამ იცვლება ფსიქიკაც და დღეს აღარავინ დააპყრობინებს რუსეთს კონსტანტინეპოლს, რაც არ უნდა «ქრისტიანული» იყოს მისი მისია. მაგრამ ის მაინც ჯიუტად აგრძელებს თავისას, ანუ, ჯიუტად ცდილობს ჩვენს აღგვას პირისაგან მიწისა და ჩვენც მლიქვნელური ღიმილითა და კუდის ქიცინით ველოდებით, როდის გადაგვსანსლავს ერთხელ და სამუდამოდ…”
    ოთარ ჭილაძე

  • #7
    Paul Auster
    “განა კითხვა უხილავის საკუთარი თვალით დანახვის ხელოვნება არ არის? განა კითხვის სილამაზე იმ სიჩუმეში არაა, შენ გარშემო რომ ისადგურებს, სანამ ამბავში მთლიანად ხარ ჩაძირული? განა ამ დროს შენში ავტორის ხმა არ იწყებს ჟღერას, რათა სხვა დანარჩენი ხმა და ხმაური გადაფაროს?”
    Paul Auster, Here and Now: Letters

  • #8
    Mukhran Machavariani
    “მე ისეთ ქართველს რა ვუთხრა,
    რა ვუთხრა ისეთ ამხანაგს,
    ვინც ვერ ახერხებს ქართულად
    წერას, კითხვას და ლაპარაკს.”
    მუხრან მაჭავარიანი

  • #9
    Guram Dochanashvili
    “ბევრი გვყოლია უღირსი, შვილო.მოღალატეები, გამყიდვლები, სხვისა ჯიბისა თუ დიდების მასუქებლები, სხვისა ჩინ-მენდლების გაფაციცებით მაძიებელნი, ერთმანეთს ვყიდდით, მტერთანაც ბევრი გვილაქუცნია, მაგრამ იცოდე – საქართველოში რაღაცა ცუდი თუმც ყოველ მოსახვევშია, კარგი – მის ყოველ ცდაშია, შვილო.მაგრამ ადამიანთა სენია, კარგზე მეტად რომ ცუდი შეგნიშნონ, აგერ, იმ ორს, საქართველოში დაბადებულებს, ლამის არი სულ ერთიანა გადაგვაყოლონ და, ის არ იციან თუ ვერ ახსოვთ, რომ სხვაგან ოხრულ-მარჯვედ შეკოწიწებული წყეული სულით, სხვა ყველაფერი იყვნენ ის ორნი, ქართველთა გარდა. არადა, მესამეს, ეგებ იმ ორზეც კი უარესს, დიდ პატივს სცემენ, ქარხნებს, რაიონებს, ქალაქსაც კი დაუტოვეს იმისი გვარი, ეგებ იმიტომ აფასებენ, საქართველო რომ კარგა უხვად გაასაჩუქრა...იმას ვამბობდი, ცუდის შენიშვნის სენით რომაა შეპყრობილი ხალხი, სხვისადმი -მით უმეტეს. ვაშლის ან ყვავილის ორი გამყიდველი რომ დადგეს სხვის ვრცელ ქალაქში დახლთან, ნახევარი ქალაქი შეამჩნევს და ამას დიდად აღნიშნავს ხოლმე, ხოლო ილიამ და აკაკიმ რომ ჩაიარონ იგივ ვრცელ ქალაქში, არად ჩააგდებენ, ერთადერთი, სილამაზით თუ მიიქცევენ მზერას.”
    Guram Dochanashvili

  • #10
    Guram Dochanashvili
    “ნუ გეშინია, შვილო. უფრო ცბიერი და ცბიერი მტრებიც გვყოლია, მაგრამ ხომ გესმის, ახლაც ქართულად ვლაპარაკობთ. ჩვენ გადაშენება არ გვიწერია, შვილო. გადაშენება და გადაჯიშებაც იმათი ხვედრია, ვისაც ბევრი არაფერი აქვთ დასაკარგი და, ბუნებრივია, რაც არ გააჩნიათ, იმას ვერ ებღაუჭებიან ხოლმე. შენს ბაღსკი, რა წაშლის...

    ნუ გეშინია. დიდ წინაპართა უყოლობამ, ბლომად შურიც იცის ხოლმე, არაა დიდად გასაკვირვი... აგერ, ერთ უწინაპრო ქაღალდის კაცს შურმა ისიც კი ათქმევინა, რომ ქართველები ავადმყოფი ერი ვართ თითქოს... ურიგო მწერალი არაა სხვათაშორის, სხვათა შორის რიგიანი მწერალია... უწინაპრობამ შეაჩვენა... ჩვენს დანახვაზე ძალიან შეცბა, რადგან თავისდა ვერაუხსნელად, ჩვენს დანახვაზე რაღაცა მდგრადი, უცხო და უნებური სიამაყე შეგვამჩნია, და ვერ იგუა, ავადმყოფობით ახსნა ვითომ, არადა, შვილო, არ ვატაროთ მხრებითა და თვალებით შოთა? სულხან-საბა და გიორგი მთაწმინდელი? ვაჟა, აკაკი, ილია მართალი? გურამიშვილი, ბარათაშვილი? არ გვახსოვდეს და არ ვიამაყოთ წამებული ქეთევან დედოფლით? უწინაპროები არიან სწორედ, იმ უბედური აპრილის შემდეგ, ყოვლად ბუნებრივი, ადამიანური თანაგრძნობის ნაცვლად, უმადურად შემოხიზნულებმაც, გადამთიელებმაც, თანადგომის ნაცვლად... შურია, შვილო – გველის თავები წამოიმართნენ, გველის ენები გამომზეურდნენ!”
    Guram Dochanashvili

  • #11
    Guram Dochanashvili
    “სტალინის ქვეყანა რომელიც იყო, კარგად იცოდა მონადირემ.
    ზიმბაბვე და პაკისტანი უფრო იყო სტალინის სამშობლო, ვიდრე საქართველო. რადგან იმ ქვეყნებისა დიდად არა ენაღვლებოდა რა, თავის ყოფილ სამშობლოს, საქართველოს კი, თვალს არიდებდა, როგორღაც ეხამუშებოდა, არ უსწორებდა თვალს.
    რადგან სტალინს თავისი ნამდვილი ქვეყანა დიდადა ჰქონდა.
    ...შე იმისშვილო, შოთა და ვაჟა არ იცი და, შენივ სტალინით გვაფასებ, არა?
    სტალინის ხალხი არ იყო, არა,კიბეებზე და შოთას გამზირზე რომ იწვნენ, იდგნენ.
    თავისას ცეკვავდნენ... თავისას მღეროდნენ... თავისას მოითხოვდნენ. სხვისა არა უნდოდათ-რა.”
    Guram Dochanashvili

  • #12
    Guram Dochanashvili
    “-იყო მკითხველი ეს თავისთავად სასწაულია,მკითხველი-ეს სწორედ ისა,ვისაც შეგიძლია ისედაც ვიწრო საძილე ტომარაში შეყვარებულებს შორის იწვე და სულაც არ იყო ზედმეტი,ეს-სასწაულია და მეტსაც გეტყვი,ზედმეტი კი არა, აუცილებელი ხარ, რადგან ავტორმა ასე ინება.”
    Guram Dochanashvili, კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა

  • #13
    Iakob Gogebashvili
    “აგერ თხუთმეტი საუკუნეა, რაც საქართველომ ქრისტეს სარწმუნოება მიიღო. გარნა შინაგანს ქრისტიანობას იგი აქამომდე თითქმის მოკლებულია. ხშირად ჩვენში აღორძინებული გარეგანი ქრისტიანობა, აშენებული აურაცხელი ეკლესიები და მონასტრები, უდაბნოები სავსე ყოფილან მრავალი ბერებითა, რომელთაც მთელი თავისი სიცოცხლე უტარებიათ ლოცვასა და ვედრებაში, მაგრამ მაშინაც კი მეტ-ნაკლებობით სუსტი ყოფილა ჩვენში ის მაღალი ზნეობრივი სწავლა, რომელიც შეადგენს ქრისტიანობის შუა გულსა, ის მოქმედი სიყვარული ღვთისა და მოყვასისა, რომელზედაც აშენებულია მთელი ღვთაებრივი სწავლა მაცხოვრისა ჩვენისა. ის სპეტაკი იდეალი, რომელიც მაცხოვარმა გამოხატა შემდეგს, სიტყვებში: „იყავით სრულნი, ვითარცა მამა თქვენი ზეციერი“, წინედ ნაკლებად ყოფილა ჩვენთვის ცხოვრების გზის მაჩვენებელ-მნათობად და ეხლა ხომ, დროსა განხრწნილობისა ჩვენისასა, სრულიად მივიწყებული გვაქვს.”
    Iakob Gogebashvili

  • #14
    Antoine de Saint-Exupéry
    “People have forgotten this truth," the fox said. "But you mustn’t forget it. You become responsible forever for what you’ve tamed. You’re responsible for your rose.”
    Antoine de Saint-Exupéry, The Little Prince

  • #15
    Mikheil Javakhishvili
    “დამარცხებული და განადგურებული საქართველო დაემსგავსა ქეციანს, დაღრეჯილს, დაშინებულ და კბილებალესილ მგელს;
    ქართველებს გულში ჩირქი დაუგუბდათ და სულში ხანძარი მოედოთ;
    ორი მეგობარი: ბოლ. და მენ. 1920წ. შეხვდნენ ერთ ოჯახში. მენ-მა ის არ დააპატიმრა. მეგობარმა და ნათესაობამ დასძლიეს სახელმწიფო. 1924 წ. ბოლშევიკმა შეიტყუა მენშევიკი და დააპატიმრა.
    სახელმწიფო მანქანას ყალიბი არა აქვს. იგი ხალხს ამსხვრევს და ნაგლეჯებს აქეთ-იქით ჰყრის.
    საქართველო გაიტენა ქვრივებით, ობლებით, ცრემლით და ვაებით.”
    მიხეილ ჯავახიშვილი

  • #16
    Mikheil Javakhishvili
    “რამ შეგაშინა ეგრე რიგად ძმობილო, რას მაშინებ რომ მაშინებ? შენი არც მეშინია და არცა მჯერა! ეს სენი შავი ჭირივით გადამდებია, ისედაც მრავლად არიან საკუთარი აჩრდილით დაშინებულები, სხვებიც დაწერენ, გაიმეორებენ, აჰყვებიან ერთმანეთს, აგლოვდებიან და ცოცხალ ერს საქვეყნო პანაშვიდს აგვიგებენ.”
    მიხეილ ჯავახიშვილი

  • #17
    Mikheil Javakhishvili
    “ხელისუფლებისა და ქართველი ხალხის შესარიგებლად საჭიროა ერთ-ერთი: ან ქართველი ხალხი უნდა გარუსდეს, ან ხელისუფალი გაქართველდეს. ჯერჯერობით არც ერთია შესაძლებელი, არც – მეორე. მაშასადამე, ხრამი ისევ ხრამად რჩება.
    მიწა ჩემი სველია სისხლისა და ცრემლისგან; გული ჩემი სავსეა დარდისა და სევდისგან.”
    მიხეილ ჯავახიშვილი

  • #18
    Akaki Bakradze
    “არიან ერები, რომელნიც წარსულს ვერ დაივიწყებენ. ძველ გამარჯვებასა თუ მარცხს ისინი განიცდიან, როგორც ახალსა და მოუშუშებელს. მათთვის წარსულის ხმა ისე ცოცხლად გაისმის, თითქოს დღევანდელი ამოძახილი იყოს. მათთვის წარსული აუცილებელი გაკვეთილი და მომავლის ასაშენებელი დუღაბია. ასეთ ერთა რიგს ეკუთვნის ქართველი ხალხიც.”
    აკაკი ბაქრაძე

  • #19
    Akaki Bakradze
    “მეტი თუ არა ორი ათასი წელი მაინც იქნება, რაც კაცობრიობას მუდამდღე ესმის – ნურვინ მიაგებს ბოროტს, ბოროტის წილ, წინასწარ განიზრახეთ კეთილი ყოველი კაცისათვის, რამდენადაც შესაძლებელია. ყოველ კაცთან მშვიდობიანად იცხოვრეთ. თუ შიოდეს შენს მტერს, პური მიეც, თუ სწყუროდეს – წყალი ასვი, კეთილით სძლიე ბოროტს (პავლე მოციქულის ეპისტოლე, რომაელთა მიმართ, თავი 12, მუხლები 17,18,19,20,21) და მაინც, ადამიანი ყოველგვარ ბოროტებას სჩადის. ახლა წარმოიდგინეთ, რას გააკეთებს ადამიანი საზოგადოებაში, სადაც ღმერთი უარყოფილია. იგი გადაიქცევა მხეცად, რადგან ღმერთის უარყოფა იმას ნიშნავს, რომ გაუქმებულია ზნეობა. ხოლო იქ, სადაც ღმერთი, ანუ ზნეობა უარყოფილა, უარყოფილია ადამიანიც.”
    აკაკი ბაქრაძე

  • #20
    Ursula K. Le Guin
    “But need alone is not enough to set power free: there must be knowledge.”
    Ursula K. Le Guin, A Wizard of Earthsea

  • #21
    Goderdzi Chokheli
    “_ რა არის სიცოცხლე?
    _ სიცოცხლე სევდა არის, ადამიანად ყოფნის ტკბილი სევდა.
    _ სიკვდილი?
    _ სიკვდილიც სევდა არის, ადამიანად არყოფნის სევდა.”
    Goderdzi Chokheli

  • #22
    John Steinbeck
    “Once a journey is designed, equipped, and put in process, a new factor enters and takes over. A trip, a safari, an exploration, is an entity, different from all other journeys. It has personality, temperament, individuality, uniqueness. A journey is a person in itself; no two are alike. And all plans, safeguards, policing, and coercion are fruitless. We find after years of struggle that we do not take a trip; a trip takes us. Tour masters, schedules, reservations, brass-bound and inevitable, dash themselves to wreckage on the personality of the trip. Only when this is recognized can the blown-in-the glass bum relax and go along with it. Only then do the frustrations fall away. In this a journey is like marriage. The certain way to be wrong is to think you control it.”
    John Steinbeck, Travels with Charley: In Search of America

  • #23
    George R.R. Martin
    “A reader lives a thousand lives before he dies. The man who never reads lives only one.”
    George R.R. Martin, A Dance with Dragons

  • #24
    Milan Kundera
    “...people don't respect the morning. An alarm clock violently wakes them up, shatters their sleep like the blow of an ax, and they immediately surrender themselves to deadly haste. Can you tell me what kind of day can follow a beginning of such violence? What happens to people whose alarm clock daily gives them a small electric shock? Each day they become more used to violence and less used to pleasure.”
    Milan Kundera, Farewell Waltz

  • #25
    Ken Kesey
    “Man, when you lose your laugh you lose your footing.”
    Ken Kesey, One Flew Over the Cuckoo's Nest

  • #26
    Mahatma Gandhi
    “When I despair, I remember that all through history the way of truth and love have always won. There have been tyrants and murderers, and for a time, they can seem invincible, but in the end, they always fall. Think of it--always.”
    Mahatma Gandhi

  • #27
    Akaki Bakradze
    “როცა ყველაფერს ნათლად გავითვალისწინებთ, მკაფიოდ დავინახავთ, რომ რუსეთის ისტორიულ-ეროვნული მისია სხვაა და საქართვეოსი სხვა.
    რუსეთი მიისწრაფვის გახდეს მსოფლიოს იდეოლოგიური, კულტურული, პოლიტიკური და სამხედრო მეთაური, საქართველო კი ეროვნულ გადარჩენასა და არსებობის შენარჩუნებაზე ონებობს.
    მიზნისა და ამოცანის ეს ძირეული განსხვავება, რა თქმა უნდა, სხვადასხვა ბედს უმზადებს რუსეთსა და საქართველოს. სხვადასხვა დავალებას აძლევს მოაზროვნე რუსს და მოაზროვნე ქართველს.”
    აკაკი ბაქრაძე

  • #28
    Akaki Bakradze
    “როცა ნიჭიერი თუ უნიჭო რეჟისორი თავის თავისუფლებას ცკ-ს დაქირავებაზე გაცვლის, იგი უკვე მკვდარია.”
    აკაკი ბაქრაძე

  • #29
    Akaki Bakradze
    “მეგობარი" რუსეთი ტარას ბულბასავით ეუბნება საქართველოს: მე გაგაერთიანე და მევე დაგანაკუწებ. ქართული პოლიტიკოსების დიდი ნაწილი კი ალერსიანად შესციცინებს თვალებში რუსეთს და ყმური ერთგულებით უდასტურებს _ მართალი ბრძანდებითო. ადამიანი ან უზომოდ ემინი უნდა იყოს ან უნუგეშოდ აბუეტი, რომ დაიჯეროს რუსეთს საქართველოს თავისუფლება და დამოუკიდებლობა ეოცნებებაო. რუსეთი იყო საქართველოს მტერი და ასეთად დარჩება მანამ, სანამ საბოლოოდ არ ირწმუნებს, რომ მისი დიდი იმპერია ერთხელ და სამუდამოდ დაიშალა. როცა ამას დაიჯერებს, მერე აირჩევს კეთილმეზობლურ ურთიერთობას, მანამდე კი არა. მანამდე ისევ ძველებურ იმპერიულ პოლიტიკას გააგრძელებს.”
    აკაკი ბაქრაძე

  • #30
    Akaki Bakradze
    “ამ ტერიტორიებს ჩვენ რუსეთი არ დაგვიბრუნებს. არ დაგვიბრუნებს, როგორც გითხარით იმისათვის, რომ ჩვენ [თავისუფლების სურვილის გამო] დასჯილი ვართ და ამ სასჯელმა უნდა გვასწავლოს ჭკუა ერთხელ და სამუდამოდ”
    აკაკი ბაქრაძე



Rss
« previous 1 3 4 5 6