Georgian Library discussion
წიგნების შესახებ
>
მოხეტიალე წიგნები
date
newest »


დღეს მეც ჩავერთე ამ თამაშში, ვისლავა შიმბორსკას ლექსების კრებული დავტოვე მრგვალ ბაღში და მარტინის "სატახტოთა თამაში" მელიქიშვილზე. ორიოდე საათში მრგვალ ბაღში დავბრუნდი და შიმბორსკა აღარ დამხვდა. იმედია, მეორე წიგნიც იპოვა ვინმემ.
მეც მინდა რომ ვიპოვო რამე -_-



:ფრიუნელები:

იმედია მიწისქვეშაში რომ ბუკინისტია იმან არ დაითრია :დ :დ
P.S. ზედ არ დამიწერია, ვერ ვიტან წიგნებს რაღაცეებს რომ აჯღაბნიან -.- მოზრდილი სტიკერი ჩავაკარი შიგ.

წავიყვან სახლში წავიკითხავ და მერე გავუშვებ, ნახევარი საათის წინ ვიპოვე ჯერ რა დროს გაშვებაა :)

https://www.facebook.com/moxetiale.ci...
არის ასეთი იდეა – "მოხეტიალე წიგნი".
მოკლე აღწერა: ვიღებთ წიგნს და ვტოვებთ ქუჩაში.
წიგნზე ვაწერთ თამაშის არსს ყველა ჩვენებურად, ასე მაგალითად: "გამარჯობა. თუ არ შეწუხდები დამიმგზავრე. მოხეტიალე წიგნი ვარ. წამიღე სახლში, წამიკითხე და დამტოვე სადმე. აუცილებლად წამაწერე თარიღი და ადგილი, სადაც დამტოვებ, რომ უგზო–უკვლოდ არ დავიკარგო", რამე მსგავსს ყველა ჩვენთვის და ვტოვებთ. ეს წარწერა პირველად იქნება საჭირო, თორემ მერე მპოვნელებს მარტო თარიღს და ადგილის მიწერა მოუწევთ და მეტი არაფრის.