Ilia Chavchavadze > Quotes > Quote > Ilona liked it

Ilia Chavchavadze
“გავსწორდეთ, ბედო!

ეჰ, ჩემო ბედო! ჩემ სიცოცხლეში
სულ შენს ნებაზედ მითამაშნია;
მოგიკლავს ბევრი კარგი ნუგეში,
ტკბილ ოცნებებზედ გინავარდნია.
სისხლისა ცრემლით დამწვი თვალები,
გულზედ მატყვია შენი ბრჭყალები.
გეყო!... მოვიდა დრო ანგარიშის,
მოდი გავსწორდეთ, ნუ მემალები,
წარვიდნენ დღენი შენის უფლების,
დროა დავსცვალოთ ჩვენ ადგილები...
შენს დუდუკზედა აქამდის ვხტოდი,
ბევრჯერ და ბევრჯერ შენ მაძრუწუნე,
ეხლა დუდუკი მე მაქვს, აქ მოდი,
მე დავუკრავ და - შენ კი იხტუნე.
19.01.1859წ.”
Ilia Chavchavadze
tags: poetry

No comments have been added yet.