Otar Chiladze > Quotes > Quote > Tamuna liked it

Otar Chiladze
“ყოფილი კომუნისტი ფუნქციონერი წირვას არ აცდენს. მლოცველებში დგას, პირველ რიგში და თვალებში შესცქერის... ტელეაპარატს. კარგია თუ ცუდი? თუ სულიერ და ზნეობრივ გარდაქმნასთან გვაქვს საქმე, კარგია. მაგრამ საეჭვოა! დავით აღმაშენებელი უკან იდგა ხოლმე ტაძარში, ბოლო რიგში, როგორც ჩვეულებრივი მლოცველი. მაშინ ტელევიზია არ იყოო, გეტყვის გაქრისტიანებული ფუნქციონერი და, თავისთავად, ისიც მართალი იქნება. თუ ეკრანზე არ გამოჩნდი, სანთლით ხელში, როგორ გაიგებენ სხვები, ძველი გზა რომ დაგიგდია და ახალს შესდგომიხარ?”
Otar Chiladze, ცა მიწიდან იწყება

No comments have been added yet.