ცა მიწიდან იწყება Quotes
ცა მიწიდან იწყება
by
Otar Chiladze90 ratings, 4.48 average rating, 4 reviews
ცა მიწიდან იწყება Quotes
Showing 1-2 of 2
“ყოფილი კომუნისტი ფუნქციონერი წირვას არ აცდენს. მლოცველებში დგას, პირველ რიგში და თვალებში შესცქერის... ტელეაპარატს. კარგია თუ ცუდი? თუ სულიერ და ზნეობრივ გარდაქმნასთან გვაქვს საქმე, კარგია. მაგრამ საეჭვოა! დავით აღმაშენებელი უკან იდგა ხოლმე ტაძარში, ბოლო რიგში, როგორც ჩვეულებრივი მლოცველი. მაშინ ტელევიზია არ იყოო, გეტყვის გაქრისტიანებული ფუნქციონერი და, თავისთავად, ისიც მართალი იქნება. თუ ეკრანზე არ გამოჩნდი, სანთლით ხელში, როგორ გაიგებენ სხვები, ძველი გზა რომ დაგიგდია და ახალს შესდგომიხარ?”
― ცა მიწიდან იწყება
― ცა მიწიდან იწყება
“9 მაისი. ჩაი დავლიე თუ არა, ამინდიც შეიცვალა, არც ესაა გასაკვირი – არ შეიძლება დღევანდელი დღე საზეიმოდ მივიჩნიოთ. მართალია, ორმოცდაათი წლის წინ ფაშიზმი დღევანდელ დღეს დამარცხდა, მაგრამ კომუნიზმი კიდევ უფრო გადიადდა და გაძლიერდა. რომელი უარესია კაცობრიობისათვის, ძნელი სათქმელია. მე, პირადად ვერ ვიტყვი. მე კომუნიზმის მსხვერპლი ვარ და, ამდენად, ობიექტური ვერ ვიქნები...
...რუსეთი + კომუნიზმი = ბოროტების იმპერიას და ეს იმპერია,
სამწუხაროდ, მარადიულია, რამდენადაც მარადიულია თავად რუსეთი. რუსეთი + x = მაინც ბოროტების იმპერიას. x კი ყველაფერი შეიძლება აღმოჩნდეს, მონათმფლობელობაც, ფეოდალიზმიც, კაპიტალიზმიც, სოციალიზმიც, დიქტატურაც, დემოკრატიაც, მონარქიაც, ანარქიაც, კონვენციაც, კომუნაც, [...], პარლამენტიც, დუმაც, უხუცესთა საბჭოც, მილიტარიზმიც, ელექტროფიკაციაც, ბელადიც, გეტმანიც, ატამანიც, სულიერი მოძღვარიც და ნარკობიზნესის ნათლიმამაც.”