Haruki Murakami > Quotes > Quote > Para liked it
“უამრავი სახის დისკრიმინაციის მსხვერპლი გავმხდარვარ, ბევრი ვერ გაიგებს რა მტკივნეულია. ყველას რაღაც აწუხებს, ყველას საკუთარი ნაჭრილობევი აქვს. მეც სხვებივით ვითხოვ სამართლიან მოპყრობას. მაგრამ იცი რა მაცოფებს? ადამიანები, რომლებსაც წარმოსახვის უნარი არ აქვთ. ასეთებს ელიოტი ფუტუროებს უწოდებდა, ადამიანები, რომლებიც წარმოსახვის არქონით გამოწვეულ არსებულ სიცარიელეს უმნიშვნელო რამეებით ივსებენ, გულქვა ადამიანები, რომლებიც ათასგვარ სისაძაგლეს გეუბნებიან და ცდილობენ, იმის გაკეთებისკენ გიბიძგონ, რის გაკეთებაც არ გსურს. გეები, ლესბოსელები, ჰეტეროსექსუალები, ფემინისტები, ფაშისტი ღორები, კომუნისტები, კრიშნაიტები-არავინ მადარდებს, არ მაღელვებს მათი მოწოდებები. ვერ ვიტან ფუტუროებს. მათთან თავს ცუდად ვგრძნობ, ამიტომ უხეშად ველაპარაკები. ამ გონებაჩლუნგებს წარმოსახვის უნარი არ აქვთ. შეწყნარება არ შეუძლიათ, რეალობას მოწყვეტილი თეორიებით სულდგმულობენ, ცარიელ სიტყვებს ისვრიან, უზურპატორული იდეალები აქვთ და სასტიკ სისტემებს ქმნიან. ასეთი რამეები მაფრთხობს. მაშინებს, ძრწოლას მგვრის. რასაკვირველია, უნდა არჩევდე სწორს არასწორისგან. ცალკეული შეცდომების გამოსწორება შესაძლებელია. ვიდრე შეცდომის აღიარება შეგიძლია, ყველაფერს გამოასწორებ. შეუწყნარებლობა და გონებადახშულობა, წარმოსახვის უნარის არქონა პარაზიტივითაა, ისინი ცვლიან პატრონს, ფორმას უცვლიან და გამრავლებას განაგრძობენ. მათგან ხსნის საშუალება არ არსებობს...”
― Kafka on the Shore
― Kafka on the Shore
No comments have been added yet.
