დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა Quotes
დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა
by
Konstantine Gamsakhurdia2,990 ratings, 4.38 average rating, 141 reviews
დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა Quotes
Showing 1-30 of 40
“ძლიერს უფრო მეტად უჭირს ამ ქვეყნად. მიტომაც მუდამ დაღრენილნი დადიან ლომები, ვეფხვები და ავაზები, ხოლო თრითინები, თაგვები და ციყვები მუდამ მხიარულად დაცუნცულებენ.”
― დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა
― დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა
“ხელოვნებაა თავად უკვდავება. მხოლოდ ოსტატს ვერ ეწევა სიკვდილი... ათასეული წლები წალეკავენ ირგვლივ ყოველივეს. მხოლოდ სვეტიცხოველი დარჩება, როგორც ღმერთთან და სიკვდილთან მებრძოლი იაკობი.”
― დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა
― დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა
“ყველაფერი იმისთვის შეემთხვა ამ მიწაზე კაცს, რათა თავის თავს და თავის ღმერთს მიაგნოს ბოლოს.”
― დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა
― დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა
“ვინც შეგირდი არ ყოფილა, ვერასოდეს გახდება ოსტატი, ვერც იგი გახდება ოდესმე ოსტატი, მუდამ ოსტატებს ვინც შეჰყურებს პირში.”
― დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა
― დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა
“როგორც ზოგიერთს კაცთაგანს, ცხოველსაც ასე სჩვევია, როცა შენ ქედმოდრეკილად ექცევი, მას აგრე ჰგონია: ჩემი ეშინია, თორემ რად მომეპყრობოდაო პატივისცემით?”
― დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა
― დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა
“შორიელი მუდამ უფრო სანუკველია, ვიდრე მახლოებლი. ის, რაც ხელზე ახლოა, მუდამ მოსაწყენია თურმე.”
― დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა
― დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა
“ზღვისფერი გაქვს თვალები და თავად ჰგავხარ ზღვას. ყოველი ქალი ზღვასა ჰგავს მართლაც, არავინ იცის, ან ერთი როდის აღელდება, ან მეორე?”
― დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა
― დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა
“ვისაც ოდესმე სიყვარული გამოუცდია, მას უგემნია თავად სიკვდილი.”
― დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა
― დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა
“საოცარია, ტირილი არავის შვენის, არც ბალღს, არც ყრმას, არც ჭაბუკსა და არც მოხუცს, მხოლოდ ლამაზ ქალს შვენის.”
― დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა
― დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა
“უმსხვერპლო სიტყვა ისევე ამაოა, როგორც უსურნელო ყვავილი, უნათლო შუქი, გინა სატრფოს მოკლებული მზეი”
― დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა
― დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა
“ვისაც ოდესმე სიყვარული გამოუცდია, მას უგემნია თავათ სიკვდილი.”
― დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა
― დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა
“ოდითგანვე ასე მოგვდგამს ქართველებს, მუდამ ჩვენს სიმცირეს მივსტიროდით, რადგან მტერი აურაცხელი გვყავდა მუდამ, მაგრამ დიდკაცი თუ გამოგვერია, მას ისე დავკორტნით, როგორც დაკოდილ ძერას ყვავები.”
― დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა
― დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა
“მართლაც და სხვა რა ევალება ოსტატს, თუ არ წამიერის მარადჟამულად ქცევა? სხვა რა ევალება ამ ქვეყნად ოსტატს, თუ არ ჭიდილი წარმავლობის ნისლთან?”
― დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა
― დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა
“მაგრამ არიან ისეთი სიტყვებიც, რომელნიც გამოთქმისგან შეიბღალვებიან ხოლმე. მხოლოდ იმ სიტყვასა აქვს წონა, რომელთაც საქმე მოჰყვება და მსხვერპლი. უმსხვერპლო სიტყვა ისევე ამაოა, როგორც უსურნელო ყვავილი, უნათლო შუქი, გინა სიტფოს მოკლებული მზეი.”
― ტომი 5. დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა
― ტომი 5. დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა
“ასეა, ჩემო, ურმით დადის ბედისწერა ამქვეყნად, რაც უნდა ჩქარა ირბინო, მაინც წამოგეწევა ბოლოს”
― ტომი 5. დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა
― ტომი 5. დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა
“როცა ხალხს ამდენი მოღალატე შინა ჰყავს, მაკედონელიც ვერ გაამარჯვებინებს მას, პიპა.”
― ტომი 5. დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა
― ტომი 5. დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა
“ყველაფერზე უფრო ძვირფასი მხატვრისათვის მაინც იგია, რაც არც მელქისედეკ კათალიკოსს შეუკვეთია და არც მეფე გიორგის, ის, რასაც მოცალეობის ჟამს დახატავს იგი თამაშით.
ეგეც იცოდე: მაინც მოცალეობა და ფანტაზიაა შემოქმედების მკვიდრი მშობელი”
― დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა
ეგეც იცოდე: მაინც მოცალეობა და ფანტაზიაა შემოქმედების მკვიდრი მშობელი”
― დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა
“ბრძენკაცი უნდა იყვეო და შლეგად მოაჩვენოო ადამიანებს თავი, გმირი უნდა იყვე და ჯაბანივით დადიოდე, ოსტატი უნდა იყვე და ხელმოცარულად მოგქონდეს თავი, რადგან არავის იმდენი მტერი არა ჰყავსო ქვეყნად, როგორც ბრძენკაცს, გმირსა და ოსტატს.”
― დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა
― დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა
“ჩვენში მოღალატენი სჭარბობდნენ ერთგულებს, განა თუ სხვისი, საკუთარი თავისა, თავის ხალხის მოღალატენი.”
― ტომი 5. დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა
― ტომი 5. დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა
“ცრემლმა იწვიმა კონსტანტინეს თვალთაგან, მაგრამ ვერ საყვარელს მისცა მან სული, რადგან სვეტიცხოვლისთვის შეეწირა იგი.”
― ტომი 5. დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა
― ტომი 5. დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა
“ბრძენკაცი უნდა იყვეო და შლეგად მოაჩვენო ადამიანებს თავი, გმირი უნდა იყვე და ჯაბანივით დადიოდე, ოსტატი უნდა იყვე და ხელმოცარულად მოგქონდეს თავი, რადგან არავის იმდენი მტერი არა ჰყავსო ამქვეყნად, როგორც ბრძენკაცს, გმირსა და ოსტატს.”
― დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა
― დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა
“შრომაა უდიდესი სიქველე ამქვეყნად და არც არაფერი ამშვენებს ვაჟკაცს, როგორც შრომაში გამოჩენილი სიმამაცე.”
― დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა
― დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა
“შენ რა გგონია. - ამბობს გირშელი. - ძლიერს უფრო მეტად უჭირს ამქვეყნად. მიტომაც მუდამ დაღრენილნი დადიან ლომები, ვეფხვები და ავაზები, ხოლო თრითინები, თაგვები და ციყვები მუდამ მხიარულად დაცუნცულებენ.”
― დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა
― დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა
“ეს ასე ყოფილა მუდამ: ვინც შეგირდი არ ყოფილა ვერასოდეს გახდება ოსტატი, ვერც იგი გახდება ოდესმე ოტატი, მუდამ ოსტატებს ვინც შეჰყურებს...”
― დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა
― დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა
“ხელოვნება გულის სისხლს მოითხოვს საფასად, თუ მთელი ჯანი არ შეალიე ამ სასტიკ ბომონს, არაფერი გამოგივა ხელიდან.”
― დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა
― დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა
“არავინ ისე მამაცად არ იბრძვის სხვის ომში, როგორც სულელი.”
― დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა
― დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა
“მე არასოდეს ვლაპარაკობ პირდაპირ, რადგან ირიბად ნათქვამი უფრო პირდაპირ სჭრის, მეფევ ბადონო, მუდამ.”
― დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა
― დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა
“არ ვარგა, როცა გულწრფელობაში ქალი დაასწრებს ხოლმე ვაჟკაცს.”
― დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა
― დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა
“არც ერთი ერი იმის უკეთესის ღირსი არაა, რაც მას დაუმყარებია თავათ.”
― დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა
― დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა
“კარგად იცოდა, ამქვეყნად არც რაინდია ისეთი, რომელსაც რისამე წინაშე შიში არ ეგრძნოს ოდესმე, არც თუ ბრძენია სადმე, ერთხელ მაინც სისულელე არ ეთქვას.”
― დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა
― დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა
