Avelum Quotes

Rate this book
Clear rating
Avelum (A Survey of the Current Press and a Few Love Affairs) Avelum by Otar Chiladze
114 ratings, 4.37 average rating, 12 reviews
Open Preview
Avelum Quotes Showing 1-4 of 4
“იმპერიის ყველაზე დიდი ბოროტება ის გახლდათ, განუსაზღვრელი ვადით დატუსაღებულ ხალხს უცებ რომ განუცხადა: თავისუფლები ხართო. ხალხი დამდგარ, დამყაყებულ, დაჭაობებულ წყალში ყვინთვას სწავლობდა გაჩენის დღიდან, წურბელებსა და ბაყაყებზე სანადიროდ, ახლა კი - გაფრინდითო - და, რასაკვირველია, ვერ გაფრინდებოდნენ, ვიდრე გადაგვარებული, გაკორძებული ფრთა ხელახლა არ გაეზრდებოდათ, ანუ, არ მოიშორებდნენ, არ დაივიწყებდნენ მაინც, ძველისძველ, თანდაყოლილსა თუ თანდათანობით შეძენილ ჩვევებსა და თვისებებს, რაც, მხოლოდ და მხოლოდ, სატუსაღოში გასაძლებად იყო საჭირო, აუცილებელიც, და არა, ვთქვათ, ცაში სალივლივოდ.”
Otar Chiladze, აველუმი
“ვინმეს ჯობნა ჯერ კიდევ არ ნიშნივს, რამეს რომ წარმოადგენ. გააჩნია ვის ჯობნი. არც უნდა თქვა, კუზე სწრაფად დავდივარო.”
Otar Chiladze, აველუმი
“თავად მონობას სიკვდილი გერჩია დაუფიქრებლად, მაგრამ შვილზე ასე ვერ იფიქრებდი. შვილი დე მონა ყოფილიყო, ოღონდ ეცოცხლა.”
Otar Chiladze, აველუმი
“ვინც კი იარაღს მოკიდა როდისმე ხელი, ყველამ ჩვენ გადაგვიარა.”
Otar Chiladze, აველუმი