Goodreads helps you follow your favorite authors. Be the first to learn about new releases!
Start by following Dato Samniashvili.

Dato Samniashvili Dato Samniashvili > Quotes

 

 (?)
Quotes are added by the Goodreads community and are not verified by Goodreads. (Learn more)
Showing 1-12 of 12
“რაც ოდესღაც ბუნებრივი იყო ცოცხალი ორგანიზმისთვის, მომავალში საჭირო აღარ იქნება - სწორედ ეს არის ფუნდამენტი, ფორმულა, რომელიც სიცოცხლეს ახასიათებს - ჩვენ არა მხოლოდ შევძლებთ ბუნების შემოქმედების გაყალბებას, არამედ დარწმუნებული ვარ, ეს უკანასკნელი ჩვენგან სწორედ ამას მოელის" - M13”
Dato Samniashvili, MOX
“-სამეცნიერო ფანტასტიკას დააკვირდით. ყველგან და ყოველთვის რობოტები იჩემებდნენ, თითქოს ისინი მექანიკურები არ იყვნენ, ჰქონდათ თავისუფალი ნება და შეეძლოთ დამოუკიდებელად გადაწყვეტილების მიღება... და რატომ და საიდან ამხელა სევდა? რატომ დახარჯეს ადმაინებმა ამხელა დრო რაღაცა ტოსტერების სიუჟეტებზე? მარტივია, ჩვენ გულის სიღრმეში თავს ყოველთვის რობოტებთან ვაკავშირებდით. ისინი კი არ უნდა გამხდარიყვნენ ჩვენნაირები, ჩვენ ვართ მათნაირები. რობოტების ცნობიერების ემპანსიპაციით ადამიანი ყოველთვის ცდილობს დაამტკიცოს, რომ თავად არ არის მექანიკური, დაპროგრამებული და თავს აჯერებს, რომ შეიძლება იყოს თავისუფალი.”
Dato Samniashvili, მე ოქსიმორონი
“მიუხედავად იმისა, რომ სამყაროს კანონებმა დაუშვა სიცოცხლე და შემდეგ მისი ევოლუციით განვითარება, სამყარო ყოველთვის გულგრილი იყო ცნობიერების მქონე არსების მიმართ. სამყაროსთვის არც ღმერთები არსებობდნენ. მისთვის არსებობდა მხოლოდ კანონები, რომელსაც ქაოსურ პროცესში თავადვე წერდა. ამიტომ, სამყარომ შემეცნებად არსებებს სიკვდილი მიუსაჯა. უსასრულო და გარდაუვალი. მთელი კაცობრიობის ისტორია, ეს იყო ნაჯღაბნი, მცდელობა მსაჯულის გამონახვის, არ არსებული მკითხველი და ტექსტი.”
Dato Samniashvili, MOX
“ადამიანები კუნძულები არიან, ოკეანე კი ილუზია, როგორც კი ეს ილუზია ამოშრება, კუნძულები მიხვდებიან, რომ ისინი სინამდვილეში ერთი მთლიანობა იყვნენ და არიან”
Dato Samniashvili, მე ოქსიმორონი
“ოდესღაც ღმერთის მარჯვენა ხელმა, თავის მბრძანებელს უღალატა. ღმერთი ადამიანის შექმნას არ დაუშვებდა და მთავარი კონფლიქტი ღმერთსა და ბუნებას შორის სწორედ ადამიანის შექმნის გამო მოხდა. ბუნება ღმერთს განუდგა და სამყაროზე სიცოცხლის შექმნა დაუშვა. მერე როგორღაც ისიც მოახერხა, რომ სამყაროში შემოსასვლელი ყველა გზა ჩახერგა და ასე წარმოქმნა ბუნებამ ბუნების სეპარატისტული სამყარო. ღმერთი ვეღარ შემოდის, შორიდან ხედავს თუ როგორ ეწამება სიცოცხლე, განსაკუთრებით ადამიანის ტკივილსა და ნიჰილისტურ განცდებს განიცდის, მაგრამ ვერ ახერხებს შემოღწევას და ჩვენ განადგურებას. ხვთისოს იმისიც სჯერა, რომ ისევ სიცოცხლე, კერძოდ, ადამიანი თუ შეძლებს ბუნების დამარცხებასა და ღმერთისთვის სანუკვარი კარის გაღებას. „ვორმ ჰოლები გაფართოვდება, შავი ხვრელები გაიხსნება და იქიდან გამოძვრება.“, -ამბობს ის.”
Dato Samniashvili, მე ოქსიმორონი
“ეს არ არის დანადგარებისა და რობოტების სამყარო, მაგრამ ვერც მხოლოდ ადამიანებისას დავარქმევთ. უცნაურ დროში გვიწევს ცხოვრება. ჰიბრიდში: ცნობიერების არმქონე რობოტებისა და ცნობიერების მქონე რობოტიზებული ადამიანების ეპოქაში”
Dato Samniashvili, მე ოქსიმორონი
“წყალზე გავლა, ბრმებისთვის თვალის ახელა, წყლის ღვინოდ ქცევა. ეს ყველაფერი ისაა რაც ამ პროგრამაში შეუძლებელია, ეს იგივეა, ფიფას თამაშობდე და უცებ შენმა ფეხბურთელმა ბურთის ხელით კენწლა დაიწყოს, ან მარიომ პრინცესა კალაშნიკოვით დაიხსნას. ესეთი რაღაცები ჩვენ, რიგით გეიმერებს არ შეგვიძლია, მესიებს კი ყველაფერი შეუძლიათ.”
Dato Samniashvili, მე ოქსიმორონი
“ბუნებამ ადამიანი გაყიდვისთვის მოიგონა, მილიარდობით წელი ბუნება ქმნიდა, მაგრამ მისი შრომის დამფასებელი არავინ იყო. ადგა ბუნება და ადამიანი შექმნა, მერე ადამიანის ტვინმა სიტყვა წარმოქმნა, რადგან მას ხელები ჰქონდა, ხელებს კი წარმოება შეეძლოთ. ასე ბუნებამ ჩვენი ხელით და სიტყვით საკუთარი წარმოების გაყიდვა დაიწყო.”
Dato Samniashvili, მე ოქსიმორონი
“სამოთხისგან განსხვავებით, დედამიწაზე ვაშლს ევას სთავაზობენ.”
Dato Samniashvili, მე ოქსიმორონი
“„სიამოვნების (სექსუალური აქტის) აპოგეა, რომელიც ტკივილით – მშობიარობით გვირგვინდება და ჩანასახშივე ატარებს გარდაუვალის – სიკვდილის პოტენციალს, წმინდაწყლის დაცინვაა“ - კარლ მოქსი”
Dato Samniashvili, MOX
“ყველაფერი, რაც ფანტაზიისთვის აკრძალული არაა, აუცილებლად მოხდება, ესეც სამყაროს კანონია.”
Dato Samniashvili, მე ოქსიმორონი
“თუ მოხმარება ბუნებრივია, მაშინ წარმოებამდე მოხმარება უნდა ყოფილიყო. ჩვენ კი ვიცით, რომ სიცოცხლე სამყაროში წარმოებული სხვადასხვა ფიზიკური თუ ქიმიური მოვლენების შედეგად გაჩნდა.”
Dato Samniashvili, MOX

All Quotes | Add A Quote
Dato Samniashvili
56 followers
MOX MOX
79 ratings