Goodreads helps you follow your favorite authors. Be the first to learn about new releases!
Start by following ჯემალ ქარჩხაძე.

ჯემალ ქარჩხაძე ჯემალ ქარჩხაძე > Quotes

 

 (?)
Quotes are added by the Goodreads community and are not verified by Goodreads. (Learn more)
Showing 1-13 of 13
“როცა მარტო იყო იგი, მაშინ არ გრძნობდა მარტოობას; სხვებთან როცა იყო, მაშინ გრძნობდა”
ჯემალ ქარჩხაძე
“საქმე ისაა, რომ ეს ხალხი უცხოელებს რაღაც განსაკუთრებული მოწიწებით უყურებს. ერთი უცხოელის აზრს მეტ ფასს ადებენ, ვიდრე ასი თავისიანისას, თუნდაც ასივე ბრძენი და საქმეში კარგად ჩახედული იყოს. რაც ყველაზე უფრო საოცარია, ასე სწორედ ისეთ საკითხებში იქცევიან, რაც აშკარად მათ უკეთ იციან. მაგალითად, აქ განსაცვიფრებლად მღერიან და ისე არიან გაწაფული მელექსეობაში, მგონი თვით ჰომეროსსაც ტოლს არ დაუდებენ, მაგრამ მიუხედავად ამისა, როცა კარის მომღერლები სიმღერას იტყოდნენ, ან რომელიმე კარის პოეტი ლექსს წარმოთქვამდა, წამსვე ყველანი მოგვიტრიალდებოდნენ და ისე მოგვაჩერდებოდნენ, თითქოს ჩვენ პოეზიისა და მუსიკის კანონმდებლები ვყოფილიყავით. ამ მხრივ არც მთავარი გამოირჩეოდა დანარჩენებისაგან.”
ჯემალ ქარჩხაძე
“იგი ისეთი უნდა გახდეს, როგორიც არიან სხვები. მაშინ იგი მარტო აღარ იქნება და წუხილიც თავს დაანებებს”.- "იგი”
ჯემალ ქარჩხაძე
“– რა უნდა საწყალ გროსმანს საავადმყოფოში? ვინ არის საწყალი გროსმანი?
დირექტორმა გაკვირვებით შეხედა.
– გროსმანი. მომთვინიერებელი, ლომებთან მუშაობს.
– მერე რა მოუვიდა? ბრმა ნაწლავის შეტევა?
– არა. ლომმა უკბინა... ყველაზე საყვარელმა ლომმა მოხუცმა ავგუსტუსმა... რა თქმა უნდა, ყველაფერი შემთხვევით მოხდა. ავგუსტუსის ადგილას რომ სხვა ყოფილიყო, ვთქვათ ნერონი, ან კალიგულა, საწყალ გროსმანს ალბათ სულ მოაკვნეტდა თავს. ავგუსტუსი თავდაჭერილი და დარბაისელი ლომია. მისი წონასწორობიდან გამოყვანა არც ისე ადვილია.
– მაგრად უკბინა? ახლახან დავრეკე საავადმყოფოში. საწყალი გროსმანი ჯერ კიდევ უგრძნობლადაა, მაგრამ ექიმები იმედს იძლევიან.
– როგორ მოუვიდა ავგუსტუსს ასეთი რამე?
- როგორ მოუვიდა? თქვენ ის იკითხეთ, თავი როგორ შეიკავა, რომ საწყალი გროსმანი ორ დამოუკიდებელ გროსმანად არ აქცია. წარმოიდგინეთ, რამხელა პრობლემის წინაშე აღმოვჩნდებოდით? სად ვიშოვიდით ახალ მომთვინიერებელს? და გინდაც გვეშოვა, თქვენ გგონიათ გროსმანის ლომები ახლო მიეკარებოდნენ უცხო კაცს? ვითარება ჯერ კიდევ გაურკვეველია, მაგრამ ექიმები რომ იმედს იძლევიან, ეს ხომ რაღაცას ნიშნავს? ასე არაა.
– რას ერჩოდა ავგუსტუსი საწყალ გროსმანს?
- არაფერს არ ერჩოდა. ყველაზე მეტად თვითონ განიცდის.
– აბა რაღად უკბინა?
- შემთხვევით-მეთქი, აკი გითხარით.”
ჯემალ ქარჩხაძე
“მაგრამ უბედურება ისაა, რომ ამ ძუნწად გამოყოფილ დროსაც ვერ ვიყენებთ ისე, როგორც საჭიროა. ათასჯერ უკან მობრუნებულები, ათასმეერთეჯერ კიდე უკან ვბრუნდებით და ათასჯერ ნანახს ათასმეერთეჯერ ვნახულობთ იმის მაგივრად, რომ სულ წინ ვიაროთ, ყოველი ახალი ნაბიჯი ახალ ცოდნაში ჩავდგათ და ამ მცირე დროში, რომელიც მოგვეცა, რაც შეიძლება მეტი პასუხი ჩავტიოთ.”
ჯემალ ქარჩხაძე
“ადამიანის დაბადება მთავრდება არა მაშინ, როცა დედის სხეულს გამოეყოფა, არამედ გაცილებით გვიან, როცა სამყაროს საერთო ცნობიერებიდან თავის წილ ცნობიერებას გამოსწოვს. მანამ კი შვილის სიცოცხლე, მისი დამოუკიდებლობა, მისი შიში, მისი ეჭვები, მისი თავისუფლება, ყველაფერი, რაც მოგვიანებით სიტყვა „გონებაში“ გაერთიანდება და სამყაროსთან დაპირისპირების იარაღად იქცევა, მშობლებშია დარჩენილი. გარკვეულ დრომდე შვილი მშობლებში განაგრძობს არსებობას. მშობელი შვილის მაგიერ შიშობს, შვილის მაგიერ ეჭვობს, შვილის მაგიერ ცხოვრობს. სწორედ ეს არის მძაფრი სიყვარული, ეს არის ის უსათუთესი სიმები, რომლებიც დროთა განმავლობაში, იმისდა მიხედვით, თუ როგორ იზრდება ბავშვი, როგორ ითხოვს თავის კუთვნილ შიშსა და თავის კუთვნილ ეჭვს, სათითაოდ წყდება და ამოუვსები სიცარიელის სასოწარმკვეთ განცდას იწვევს. ეს განცდა გარდაუვალია და მას ვერავინ გაექცევა. მართალია, ზოგი მშობელი ჯიუტად ცდილობს, არ დაუბრუნოს შვილს კუთვნილი სიცოცხლე და თავსაც იმართლებს, ვითომ ამით შვილს ტკივილებს უმსუბუქებს, სინამდვილეში, თუ ეს გაუცნობიერებლი ეგოიზმი არაა, სიმების დაწყვეტის შიშით გამოწვეული, მაშინ უგუნურებაა. ნებით არ მისცემ, ძალით წაიღებს. ბუნების კანონს ვერავინ დაარღვევს. არავის ძალუძს სხვის მაგიერ იტანჯოს და სხვის მაგიერ იცხოვროს. ამქვეყნად ყველა თვითონ უნდა მოკვდეს.”
ჯემალ ქარჩხაძე
“მეცნიერებას არ სჯერა, თითქოს ღმერთს თიხისგან გამოეძერწოს ადამიანი და მერე სული შთაებეროს.
იქნებ ეს ერთი იმ შემთხვევათაგანია, როცა მეცნიერება არ ცდება.
იმიტომ, რომ შეუძლებელია ყველანი თიხისგან ვიყოთ გამოძერწილი. თიხა საამისოდ მეტისმეტად ბუნებრივი მასალაა.”
ჯემალ ქარჩხაძე
“რატომ ბრუნდება ადამიანი ყოველთვის უკან? ან რის მიხედვით აგნებს იმას, რაც "საკუთარის" სახელითაა ცნობილი? რატომ სულ პირდაპირ არ მიდის? რა ძალა მოქმედებს ასეთი, რა ბიძგი, რა იმპულსი?ვინ მისცა ადამიანს ეს ბიძგი და იმპულსი? და თუ ვინმემ მისცა, რატომ ისეთი ბიძგი არ მისცა, რომ ადამიანს არასდროს აზრად არ მოსვლოდა, უკან დაბრუნება თუ შეიძლება და სულ პირდაპირ ევლო, ერთხელ აღებული გეზით? რით ხელმძღვანელობს ის, ვინც იმპულსებს არიგებს? რას ეყრდნობა მისი არჩევანი? შემთხვევითობას? მიზანდასახულობას? ანდა რამდენად ძლიერია ადამიანში უკან დაბრუნებისკენ მიდრეკილება? არ შეგვიძლია, გადავლახოთ ეს მიდრეკილება და მთელი სიცოცხლე ვიაროთ წინ, ერთ მიმართულებით?
მაშინ ჯერ კიდევ არ იყო ცნობილი, რომ ყველაფერი უკან ბრუნდება და, საერთოდ, სამყაროს არსებპბა მარადიული უკან დაბრუნებაა.”
ჯემალ ქარჩხაძე
“ხვალ” არ არსებობს. “ხვალ” მეოცნებეების მოგონილი ილუზიაა. “ხვალ” ყოველთვის ერთი დღის სავალზეა “დღეისგან”. და რამდენიც არ უნდა ვიაროთ, მუდამ ერთი დღის სავალზე იქნება. ჯერ არ დაბადებულა კაცი “ხვალ” რომ საკუთარი თვალით ენახოს… სინამდვილეში არსებობს მხოლოდ დღევანდელი დღე. ცხოვრება დღევანდელი დღეების ჯამია. არ არსებობს არც “ხვალ”, არც “გუშინ”. მხოლოდ ის არსებობს, რასაც ვგრძნობ. გუშინდელი დღეც დღევანდელი დღეა; ოღონდ სადღაც, სხვა სივრცეში დევს და ვერ ვხედავთ. დრო მკვდარი ცნებაა…ჩვენ ამ წუთს ვართ ყველგან, საცა “ვიყავით” და საცა “ვიქნებით”.”
ჯემალ ქარჩხაძე
“ცხოვრება კი არ იცვლებოდა. ცხოვრება ძველებურად დუნე იყო, უსახური და მოსაწყენი. ვინ იცის, იქნებ იცვლებოდა კიდეც, იქნებ თავდაპირველი ჩანაფიქრის მიხედვით, მძაფრი და ბობოქარი ცხოვრება უნდა გაევლო და აბელმა თვითონვე შეცვალა იგი თავისი რომელიმე ნაბიჯით, რომელიც იმის ნაცვლად, რომ მარჯვნივ გადაედგა, მარცხნივ გადადგა? თუ არჩევანი მართლა შენს ხელთაა და შენი მომავლის შეცვლა შეგიძლია, მაშინ უნდა იცოდე კიდეც, როგორია ეს მომავალი, რომელსაც შეცვლას უპირებ. იქნებ არც ღირდეს შეცვლა? ამ კითხვაზე რომ პასუხი გაიცეს, ან წარწერები უნდა იყოს გზაჯვარედინზე, ან არადა, უნდა შეგეძლოს ერთდროულად გრძელი გზითაც წახვიდე პურის მაღაზიაში და მოკლე გზითაც. თუ შედარების საშუალება არ მოგეცა, ვერასოდეს ვერ გაიგებ, შენ თვითონ იღებ გადაწყვეტილებას და, საითაც მოგესურვება, იქით დგამ ნაბიჯს თუ შენს არჩევანს რაღაც უცხო ძალა წარმართავს, რაღაც უცხო ძალა გაიძულებს იმ გზით იარო, რომელიც იმთავითვე გაიჭრა შენთვის.”
ჯემალ ქარჩხაძე
“აბზიანიძეების ოჯახი

მოქმედება მიმდინარეობდა აბზიანიძეების ოჯახში. თუმცა ეს „აბზიანიძეების ოჯახი“ ბოლო ხანებში პირობითი გამოთქმა გახდა და ამჟამად მისი ერთადერთი ღირსება ისღა იყო, რომ თვალნათლივ მიუთითებდა, როგორ ეცლება ხოლმე შინაარსი ცნებას, ერთ დროს რომ დიდ აზრს შეიცავდა.
მაგრამ ეს კარგა ხნის ამბავია. შინაარსის გამოცლა დაიწყო თხუთმეტიოდე წლის წინ, როდესაც წავიდა დიდი აზრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი, ლავრენტი აბზიანიძე, აბზიანეების ოჯახის მთავარი ბურჯი. იგი წავიდა და ახლა მარადიული წუხილის სიმბოლოდ საწოლის თავზე ეკიდა გადიდებული სურათი. სურათი ისე მხნედ და ამაყად გადმოჰყურებდა სამყაროს, უნებურად კაცის უკვდავებას დაიჯერებდი.
ქალბატონმა ელენემ, რომელიც „აბზიანიძეების ოჯახის“ შინაარსში მხოლოდ არაპირდაპირი გზით შედიოდა, როგორც არააბზიანიძე, მაგრამ აბზიანიძის მეუღლე, მძიმედ განიცადა ქმართან განშორება. მაგრამ დრომ, რომელსაც თავისი მარადიული არსებობის მანძილზე არა ერთი და ორი სნეულება განუკურნავს, მის სატკივარსაც უშველა.
და როდესაც ძველებური სიმშვიდე და მყუდროება შორს აღარ იყო, აბზიანიძეების ოჯახს მეორე მნიშვნელოვანი ელემენტი გამოეცალა; თუმცა უნდა ითქვას, ეს არ ყოფილა პირველ გამოცლასავით ტრაგიკული: უფროსმა ვაჟმა ნიკომ, როგორც კი თავისი საყვარელი აგრონომიული დაამთავრა, დაკრა ფეხი და სოხუმში გადაიკარგა, რათა იქ ერთ რუსის გოგოსთან ერთად, სამიოდე დღის წინ რომ გაიცნო, ცალკე შეექმნა „აბზიანიძეების ოჯახის“ პატარა ცნება, ასე ვთქვათ, ფილიალი გაეხსნა.”
ჯემალ ქარჩხაძე
“მაღალი კაცი

ერთ მხარეს კლდეა, მეორე მხარეს ხევი. შუაში ნაცრისფერი გზა გადის. ნაცრისფერ გზაზე ავტობუსი მირახრახებს.
მგზავრები ინჯღრევიან და ერთმანეთს მხრებით ეჯახებიან (რასაც მერე გამოლაპარაკების საბაბად იყენებენ). ზოგჯერ, როცა ავტობუსი მოულოდნელად შეანელებს სვლას, სკამებიდან ისე წამოიწევიან, თითქოს გაფრენას აპირებენო. სინამდვილეში გაფრენის საშიშროება არ არსებობს, მაგრამ უკან დაშვებისას რომ არაფერი იტკინონ, ცდილობენ, სიმძიმის ცენტრი ტერფებზე გადაიტანონ და ინერციის ძალას რაღაცა დაუპირისპირონ.
ავტობუსში ხალვათობაა, თუმცა დასაჯდომი ადგილები თითქმის მთლიანად დაკავებულია (სულ ბოლო მერხია თავისუფალი. იქ მხოლოდ ერთი მთვრალი კაცი ზის, რომელსაც პორტფელი ორივე ხელით მაგრად ჩაუბღუჯავს და საიმედოდ ჩაუხუტებია გულში).
მძღოლს უკან გადავარცხნილი თმა, დაბალი შუბლი, მასიური სახე, სქელი, ჯაგარა წარბები და იმედგაცრუებული გამომეტყველება აქვს.
მგზავრები ჭრელი ხალხია. ყველას თავისი გზა აქვს, თავისი მიზანი და თავისი ქერქი. მაგრამ ამ სიჭრელეში არის ერთი საერთო ფერი, ერთი საერთო ნერვი, რომელიც ყველას კრავს, ყველას აერთიანებს, ყველას ერთ წრეში აქცევს და ბიოლოგებსა და სოციოლოგებს სახეობრივი კლასიფიკაციის საშუალებას აძლევს. ეს ის საერთო ნერვია, რის გამოც მგზავრები მშვიდობიანად სხედან ერთმანეთის გვერდით, ერთმანეთს არ ერჩიან და ერთმანეთის არ ეშინიათ. მეტიც: საერთო ნერვი, საერთო ფერი აიძულებთ ერთმანეთის იმედი ჰქონდეთ, პატივი სცენ ერთმანეთს, გაუფრთხილდნენ და ზურგი გაუმაგრონ. ასეც იქცევიან.
ავტობუსში ცხელა და ოფლის სუნი დგას. მაგრამ მგზავრებს ეს არ აწუხებთ. კარგი ხანია შეეჩვივნენ და ვეღარ გრძნობენ.”
ჯემალ ქარჩხაძე
“ვინ იცის, თვითმკვლელობისას, დროის იმ თითქმის არარსებულ მონაკვეთში, რომელიც რევოლვერის სასხლეტის დაშვებასა და ცნობის წართმევას შორისაა, კაცს საშინელი, ყოვლისდამთრგუნველი სურვილით უნდება საიკვდილოდ აშვებული ტყვიის უკან დაბრუნება და ტყვია კი არ კლავს, არამეს იმის განცდა, რომ ეს სურვილი ამაოა და აღარაფრის უკან დაბრუნება აღარ შეიძლება.”
ჯემალ ქარჩხაძე

All Quotes | Add A Quote