Goodreads helps you follow your favorite authors. Be the first to learn about new releases!
Start by following Vazha-Pshavela.
Showing 1-27 of 27
“ყველა ერი თავის ცეცხლს უკეთებს და თავის კერძს ჩასცქერის და სხვისთვის ხეირი იმდენად უნდა, რამდენადაც თავად გამოადგება იგი. მხოლოდ ერთ ნაწილს ქართველებისას არ სწამს, რომ ეს ასეა. რუსეთისაგან ისინი მოელიან წყალობას. აბა საიდან სადა? ნუთუ რუსეთი არ არის საშიში მეზობელი ჩვენთვის? ნუ ჰგონიათ,რომ ბატონობის მისწრაფება და სურვილი დამონებულ მცირე ერებისა შეუმცირდება რუსეთს? არა და ცხრაჯერ არა... აპეკუნობა, რაც უნდა კარგი აპექუნი იყოს იგი, აჩლუნგებს ერის ძალღონეს, თვითცნობიერებას”
―
―
“არა, ისინი თავიანთ თავს "ინტელიგენციას" ეძახიან. ეხლა თქვენ იფიქრეთ, თქვენ ივარაუდეთ რა აზრს შეიმუშავებს ამგვარი ინტელიგენცია თავის ქვეყნის შესახებ? რა გზას აირჩევს სავალად? იმათ ვერ მოვთხოვთ ვერაფერს პროგრამას მოქმედებისას, გარკვეულს შეთანხმებულს ჩვენის ცხოვრების საჭიროებასთან, ვერ მოვთხოვთ იმათ აგრეთვე აზრს, იდეას მართლა ჩვენი ქვეყნის სასარგებლოს და გამოსადგეს.”
―
―
“დიაღ, მაშინდელმა ინტელიგენციამ ვერ მოუარა თავის ერს, როგორც მისი სარგებლობა მოითხოვდა (ან კი როდის მოვუარეთ?), ვერ დააყენა საქმე ისე, როგორც გამოსადეგი იყო ჩვენთვის.
ეხლა ვინ უნდა უშველოს ხალხს? ვინ უნდა გამოიყვანოს იგი ამ ეკლიან ბარდიდან? – რა თქმა უნდა, ჩვენმა თვალახილებულმა ინტელიგენციამ, რომელიც ამ მხრივ დღეს არაფერს აკეთებს და არც შემდეგისთვის ფიქრობს რამე გააკეთოს. ჩვენმა ინტელიგენციამ, თუ შეიძლება ამგვარ ჰეროსტრატებს ინტელიგენცია დაარქვას კაცმა, ნაცვლად იმისა, ერისთვის ეჩვენებინა სწორე გზა ცხოვრებისა. ესწავლებინა თავის თავის მოვლა-პატრონობა, ქართველ კაცს ააღებინა ხელი თავის პიროვნებაზე, თავის თავზე,მოუკლა ეროვნული გრძნობა, დაუხშო ენერგია, დაუკეტა გზა თვითცნობიერებისაკენ......
ჩვენ კი ვუცდით გარედან მუჯლუგუნს, კისერში კისტებს. უცხო, გარეშე კაცის ატეხილს განგაშს: „ადე, ძმობილო, ადექი, გაიღვიძე, რა დაგმართნია, ჰხედავ რა ამბავია შენს თავსა, რამ დაგაჩლუნგა, რამ დაგაოჩნა“?! მანამდე კი უნდა გულზე ხელები დავიკრიფოთ, მივანდოთ ჩვენი თავი ბედსა და იღბალს…
გიკვირთ? მე არ მიკვირს.”

“გაიძროთ ანაფორები,შეიკრიჭოთ თმები და გამოეწყოთ " პინჯაკებში", მაშინ სულ სხვა მნიშვნელობას მივცემთ თქვენს რევოლუციონერობას. მომავალი ცხოვრება თქვენ პროგრესიულ ელემენტად ვერ ჩაგსთვლით. დიაღ,ვერ ჩაგსთვლით, ვიდრე სამღვთო წერილის მცნებათა თავისებურად გამოყენებაზე ხელს არ აიღებთ და არ მოიშლით მეჭურჭლის ხელობას, რომელიც ქოთანს საითაც ჰნებავს,ყურს იქ გამოაბამს..... ვსტყუი?
მღვდლებო-პოლიტიკოსებო!სოციალისტებო! ჩემში თქვენის მოღვაწეობის წყალობით აღძრული გრძნობა ეს არის, იქნება თქვენც გეწყინოსთ. მე პირადად მწყინს , როცა ჰმღვდლობთ, ანაფორები გაცვიათ და ჰრევოლუციონერობთ.... გაიხადეთ ეს ანაფორები და სთქვით სამოქალაქო აზრები, როგორც მოქალაქეთა, ან არა და გეცვათ ანაფორა და სთქვით შეუბღალავად, გაურყვნელად ის, რაც გიანდერძათ თქვენმა მამამთავარმა იესო ნაზარეველმა, არც არაფერი იმით დაშავდება....
თქვენი გავლენა ხალხზე გეუბნებით გამოცხადებით, აშკარად, საბოლოოდ მავნებელი გამოდგება. არ არი მოსაწონი თქვენი გავლენა, ვინაიდან იგი სასარგებლო ნაყოფს არ გამოიღებს და მხოლოდ მონებს აღუზრდის ქვეყანას და არა ნამდვილს მამულიშვილებს და მოქალაქეებს....
რომელ პარტიას უნდა ეკუთვნოდენ ეს მღვდლები, ვგონებ ჩემთან ერთად თქვენც იტყვით, რომ "სულიერი მამები" არიან "მიიღე ჯამაგირის" პარტიისა.
უეჭველია, რომ საქართველოს ისტორია არ დაივიწყებს თქვენს ღვაწლს, როგორც მსოფლიოს ისტორიამ არ დაივიწყა ღვაწლი გეროსტრატისა, რომელმაც დაწვა მშვენიერი დიანის ტაძარი.
( ჰეროსტრატეს სახელი ამოიშალა ყველა ”დოკუმენტიდან”, ამ ამბის მოყოლა ან მისი სახელის ხსენება ეკრძალებოდა ყველას, მათ შორის ყველა სახის მემატიანეს. რამდენიმე საუკუნის განმავლობაში, მისი სახელის ხსენება სიკვდილით ისჯებოდა)
1906 წელი
ნაწყვეტი წერილიდან – "მღვდლების ვინაობა”

“სარწმუნეობა მე მესმის, როგორც შედეგი ადამიანის გონებრივის, სულიერი განვითარებისა და არა იმათი შუაზე გადალეწა-გადამტვრევისა და დასახიჩრებისა. ძალად შეიძლება მხოლოდ ფორმა შეათავსებინო ადამიანს, ფორმა სარწმუნოებისა, ხოლო ამ საშუალებით მის მართლომრწმუნედ გახდომა ყოვლად შეუძლებელია. დღეს სადა გვაქვს ჩვენ ნამდვილი ეკლესია? მიჩვენეთ თუნდ ერთი რომელიმე კუთხე საქართველოში მთასა, გინა ბარსა, ეკლესია ასრულებდეს ნამდვილს თავის დანიშნულებას? ძალიან ძნელია ამისთანა ეკლესიის პოვნა.ეს სატკივარი ჟამთა ვითარების ნაყოფია. დღევანდელი ჩვენი ეკლესია ფორმაში გამოიხატება, ხოლო მღვდლის სამსახური მარტო წესების ასრულებაში.”
―
―
“ნუ გგონიათ ეს „ფიქრმოსული“ და ეს „ფიქრჩაძახებული“, თუ შეიძლება ასე ვსთქვათ, ბრბო იყოს უსწავლელი, უმეცარი. არა, ისინი თავიანთ თავს „ინტელიგენციას“ ეძახიან. ეხლა თქვენ იფიქრეთ, თქვენ თითონ ივარაუდეთ რა აზრს შეიმუშავებს ამგვარი ინტელიგენცია თავის ქვეყნის შესახებ, ან რა გზას აირჩევს სავალად. იმათ ვერ მოვთხოვთ ვერაფერს პროგრამას მოქმედებისას, გარკვეულს შეთანხმებულს ჩვენის ცხოვრების საჭიროებასთან. ვერ მოვთხოვთ იმათ აგრეთვე აზრს, იდეას მართლა ჩვენის ქვეყნის სასარგებლოს და გამოსადეგს.”
―
―
“ჩვენში აგიტატორებს ვერაფერი კაი თვალით უცქერიან, არც მადლიერნი კახელები არიან, ყველგან ერთი და იგივე სამდურავი ისმის აგიტატორებზე: სხვა და სხვას გვიქადაგებენ, ერთს წრეზე არ დაგვაყენეს, ერთნი ერთს ამბობენ, მეორენი მეორეს, აგვრივ-დაგვრიესო; შეგვიყვანეს აზღვავებულ მდინარეში და გაგვანებეს თავი, არც გაღმა გავყევართ, არც გამოღმაო. აი ეს გახლავთ ერის აზრი ახალს მოძრაობაზე, ახალს სოციალურ სწავლის და იმის მოძღვრების შესახებ.
მართლაც და, რა გზას უნდა დაადგეს ის გლეხი, რომელსაც პირველად ესმის სიტყვა „ფედერაცია“, და ამასთან ერთად „გაპროლეტარების თეორია“, ვითარცა სამოთხის კარები, ე. ი. შესავალი სოციალიზმის სამეუფოში, – ჩამონაჭრების მოძღვრება და საერთო მიწის მფლობელობა. ერი ამას დაასკვნის: „ჯერ თქვენ, ნასწავლები, ვერ შეერთებულხართ, ერთმანეთში ვერ მორიგებულხართ, ჩვენ, უსწავლელებმა, როგორ ვიწამოთ თქვენი აზრები, თქვენი დარიგებაო? ერი თხოულობს ერთს გარკვეულს მოძღვრებას საეროს, საქვეყნოს, საზოგადოს, ისე გამორკვეულს, რომ არა გზით კრიტიკის ბრჭყალები არ ეკიდებოდეს, – ისეთ აზრს, რომელიც ერის უმრავლესობისათვის უნდა იყოს ხელსაყრელი.
სტყუის ერი? პასუხს თქვენგან ველი.”

“რა შეუბრალებელია კაცი?! რასაც კი დაინახავს, უნდა რომ თავის სასარგებლოდ მოიხმაროს. ალბათ ვერ აფასებს ჩვენს სილამაზეს! ჩვენ წინ კაცმა გამოიარა, ცალს მხარზედ ცული ედო, მეორეზედ თოფი ეკიდა. მიადგა ერთს მშვენიერს ტოტგადართხმულს წიფელს, დაუშინა ცული და წააქცია. საბრალო, როდესაც წაიქცა, დაიკვნესა.
ჩვენს იქით გუგულის-კაბა ამოსულიყო და ჯერ ხმელს, ჩამოსულს ფოთოლს არ ამოსცილებოდა. როდესაც ხე წაიქცა, გადიყრეინა ზევიდამ ფოთლები და წითლად გამობჭყვინდა, ცრემლები დასხმოდა ჩაღრმავებულს გულში.”

“მღვდლებო–სოციალისტებო! ჩემში თქვენის მოღვაწეობის წყალობით აღძრული გრძნობა ეს არის, იქნება თქვენც გეწყინოსთ, თქვენს წოდების გარეშე ბევრს სხვასაც, მე პირადად მწყინს, როცა ჰმვღდლობთ, ანაფორები გაცვიათ და ჰრევოლუციონერობთ… გაიხადეთ ან ანაფორები და სთქვით სამოქალაქო აზრები როგორც მოქალაქეთა, ან არა და გეცვასთ ანაფორა და სთქვით შეუბღალავად, განურყვნელად ის, რაც გიანდერძათ თქვენმა მამათმთავარმა იესო ნაზარეველმა. არც არაფერი იმით დაშავდება… თქვენი გავლენა ხალხზე გეუბნებით გამოცხადებით, აშკარად, საბოლოოდ მავნებელი გამოდგება, არ არი მოსაწონი თქვენი გავლენა ვინაიდან იგი სასარგებლო ნაყოფს არ გამოიღებს და მხოლოდ მონებს აღუზრდის ქვეყანას და არა ნამდვილ მამულიშვილებს და მოქალაქეებს…”
―
―
“ზოგს ჰგონია, რომ ნამდვილი პატრიოტიზმი ეწინააღმდეგება კოსმოპოლიტიზმს, მაგრამ ეს შეცდომაა. ყოველი ნამდვილი პატრიოტი კოსმოპოლიტია ისე, როგორც ყოველი გონიერი კოსმოპოლიტი (და არა ჩვენებური) პატრიოტია.”
―
―
“აზრის წარმოთქმა რომელიმე საგანზე თვით საგნის შეუსწავლელად და შეუგნებლად მხოლოდ რეგვენს ადამიანს შეუძლია.”
―
―
“სიკვდილი ყველას გვაშინებს, სხვას თუ ჰკვლენ ცქერა გვწადია, კაცნი ვერ გრძნობენ ბევრჯერა, რარიგ დიდ ცოდვას სჩადიან.”
―
―
“თავისუფლება ცოცხლებისთვისაა ხელსაყრელი და არა მკვდრებისთვის. იგი გამოიხატება ადამიანის ნდომა-მისწრაფებაში; თავისუფლება მოქმედებაა, განხორციელებაა ნებისა, აზრისა, გრძნობისა და არა განსვენება, უქმად ყოფნა. თავისუფლება პიროვნებისა და ერისა ერთიერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. სადაც არაა პიროვნება თავისუფალი, იქ ერი დამონებულია და დამონებულ ერში, რა თქმა უნდა, პიროვნებაც მონაა, უთავისუფლო, სხვის ხელში სათამაშო ნივთი.
იქ რა უნდა თავისუფლებას, საცა ჩემი ნაშრომ-ნაღვაწი სხვას მიაქვს? ჩემი ნაშრომის ნაყოფს ჩემდა უნებურად, ჩემ მიერ ნებადაურთველად სხვა ისაკუთრებს? მე ვტირი, ის იცინის და ჩემში მტაცებლის მიმართ მხოლოდ ზიზღი და გრძნობა შურისძიებისა სდუღს და გადმოდის. მინდა ვისწავლო და ნება არ მეძლევა; მინდა ჩემი საკუთარის ხარჯით დავაარსო უნივერსიტეტი და უარს მეუბნებიან; და სხვ. და სხვ...
არ მინდა ვილოცო ის მშვენივრად მორთულ-მოკაზმული კერპი, რომელსაც შენ ჰლოცულობ.
იქ ვინ ნახა თავისუფლება, საცა მე ჩემს დედაენაზე ლაპარაკს მიშლიან: არც მასწავლიან, არც მაუბნებენ, არც მამღერებენ, არც მაგალობებენ?! რა გული უნდა მქონდეს მაშინ? რას უნდა ვგრძნობდეთ?!”

“რამ შემქმნა ადამიანად?
რატომ არ მოვედ წვიმადა,
რომ ვყოფილიყავი მუდამა
ღრუბელთ გულ-მკერდის მძივადა,
მიწაზე გადმოსაგდებად
ცვარად ან თოვლად ცივადა?”
―
რატომ არ მოვედ წვიმადა,
რომ ვყოფილიყავი მუდამა
ღრუბელთ გულ-მკერდის მძივადა,
მიწაზე გადმოსაგდებად
ცვარად ან თოვლად ცივადა?”
―
“სიკვდილი მაიპარება, მაინც ქურდია, მაინცა!”
―
―
“თავისუფლება ცოცხლებისთვისაა ხელსაყრელი და არა მკვდრებისთვის. იგი გამოიხატება ადამიანის ნდომა-მისწრაფებაში; თავისუფლება მოქმედებაა, განხორციელებაა ნებისა, აზრისა, გრძნობისა და არა განსვენება, უქმად ყოფნა. თავისუფლება პიროვნებისა და ერისა ერთიერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. სადაც არაა პიროვნება თავისუფალი, იქ ერი დამონებულია და დამონებულ ერში, რა თქმა უნდა, პიროვნებაც მონაა, უთავისუფლო, სხვის ხელში სათამაშო ნივთი.
იქ რა უნდა თავისუფლებას, საცა ჩემი ნაშრომ-ნაღვაწი სხვას მიაქვს? ჩემი ნაშრომის ნაყოფს ჩემდა უნებურად, ჩემ მიერ ნებადაურთველად სხვა ისაკუთრებს? მე ვტირი, ის იცინის და ჩემში მტაცებლის მიმართ მხოლოდ ზიზღი და გრძნობა შურისძიებისა სდუღს და გადმოდის. მინდა ვისწავლო და ნება არ მეძლევა; მინდა ჩემი საკუთარის ხარჯით დავაარსო უნივერსიტეტი და უარს მეუბნებიან; და სხვ. და სხვ...
არ მინდა ვილოცო ის მშვენივრად მორთულ-მოკაზმული კერპი, რომელსაც შენ ჰლოცულობ.
იქ ვინ ნახა თავისუფლება, საცა მე ჩემს დედაენაზე ლაპარაკს მიშლიან: არც მასწავლიან, არც მაუბნებენ, არც მამღერებენ, არც მაგალობებენ?! რა გული უნდა მქონდეს მაშინ? რას უნდა ვგრძნობდეთ?! - სხვას არაფერს, გარდა ზიზღისა, მძულვარებისა. მოწამლულ-მოშხამულია ჩემი სიცოცხლე, ვგრძნობ მხოლოდ უსიამოვნებას, სიძულვილს და ვწყევლი იმ ძალებს, იმ მგლებს, რომელნიც ყველა ზემორე აღნიშნულ საქმეში ხელს მიშლიან, წინ მეღობებიან და ვუცდი მარჯვე შემთხვევას შევმუსრო ისინი... როცა ეს დრო დგება და მეც მოქმედებას ვიწყებ ამ ძალთა შესამუსრავად, დასათრგუნად, მაშინვე იწყება ჩემი თავისუფალი ცხოვრება; აქ არის დასაწყისი თავისუფლებისა. და უკეთუ ვითმენ, ხმას არ ვიღებ, არაფერს ვამბობ, მაშინ ვარ მონა, არა მძულს ჩემი მჩაგვრელი ძალა; იქნება მძულს კიდეც, მაგრამ ამ მძულვარებას გულში ვმალავ; მაშინ ვარ ლაჩარი, უფრო საზიზღარი, ვიდრე მონაა. არა, მძულვარება როცა უკიდურესობამდეს მიდის, მაშინ ლაჩრული გრძნობა ისპობა, მაშინ ამბობს ადამიანი: ან მოვკვდები, ან ვძლევ ჩემს მტანჯველთ!..”

“სიცოცხლემ შხამი მასმია, მე კახურ ღვინოდ შავირგე”
―
―
“ცუდას რად უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანი.”
― Three Poems: Host and Guest / Aluda Ketelauri / The Snake-Eater

“ბნელი ძალა მუდამ ეძებს მსხვერპლს თავის საკვებავად და სასახელოდ; მისი საკვებავია უსამართლობისაგან დაჩაგრული სიმართლე, პირადი ინტერესი საზოგადო სარგებლობის ნაცვლად და დაბნელება წყვდიადით სინათლისა. ბნელი ძალები არსებობდენ როგორც დღეს, ისე წინადაც და მომავალშიაც არ მოისპობა მათი არსებობა.”
―
―
“ამიტომ კოსმოპოლიტიზმი ასე უნდა გვესმოდეს: გიყვარდეს შენი ერი, შენი ქვეყანა, იღვაწე მის საკეთილდღეოდ, ნუ გძულს სხვა ერები და ნუ გშურს იმათთვის ბედნიერება, ნუ შეუშლი იმათ მისწრაფებას ხელს და ეცადე, რომ შენი სამშობლო არავინ დაჩაგროს და გაუთანასწორდეს მოწინავე ერებს. ვინც უარყოფს თავის ეროვნებას, თავის ქვეყანას იმ ფიქრით, ვითომ კოსმოპოლიტი ვარო, ის არის მახინჯი გრძნობის პატრონი, იგი თავისავე შეუმჩნევლად დიდი მტერია კაცობრიობისა, რომელსაც ვითომ ერთგულებას და სიყვარულს უცხადებს.”
―
―
“მკვდარია უგრძნობი კაცი,
უსაზარლესი მკვდარზედა,
მით რომე სიცოცხლე უდგას
სალის ყინულის ტახტზედა.
არ ებრალება მოყვასი,
მის წინ რო აცვან ჯვარზედა.
ისე მოკვდება, ვერ შედგეს
ერთს წამს ტრფობისა მთაზედა.
შორს არის, მეტად შორს არის
დაშორებული მაზედა.
ჭაობში არის ჩაფლული,
ვიცნობ მოწამლულს ხმაზედა.
საზარელია დადგომა
უგრძნობელობის გზაზედა!”
―
უსაზარლესი მკვდარზედა,
მით რომე სიცოცხლე უდგას
სალის ყინულის ტახტზედა.
არ ებრალება მოყვასი,
მის წინ რო აცვან ჯვარზედა.
ისე მოკვდება, ვერ შედგეს
ერთს წამს ტრფობისა მთაზედა.
შორს არის, მეტად შორს არის
დაშორებული მაზედა.
ჭაობში არის ჩაფლული,
ვიცნობ მოწამლულს ხმაზედა.
საზარელია დადგომა
უგრძნობელობის გზაზედა!”
―
“დღეს სტუმარია ეგ ჩემი, თუნდ ზღვა ემართოს სისხლისა.”
― სტუმარ მასპინძელი
― სტუმარ მასპინძელი
“თავის მარცხს კაცნი ვერ ვიტყვით, ჩქარა ვიუბნებთ სხვისასა.”
― Three Poems: Host and Guest / Aluda Ketelauri / The Snake-Eater
― Three Poems: Host and Guest / Aluda Ketelauri / The Snake-Eater
“ნისლი ფიქრია მთებისა, იმათ კაცობის გვირგვინი.”
― Three Poems: Host and Guest / Aluda Ketelauri / The Snake-Eater
― Three Poems: Host and Guest / Aluda Ketelauri / The Snake-Eater
“რომელი ადამიანიც თავის ერს ემსახურება კეთილგონიერად და ცდილობს თავის სამშობლო აღამაღლოს გონებრივ, ქონებრივ და ზნეობრივ, ამით ის უმზადებს მთელს კაცობრიობას საუკეთესო წევრებს, საუკეთესო მეგობარს, ხელს უწყობს მთელი კაცობრიობის განვითარებას, კეთილდღეობას. თუ მთელის ერის განვითარებისათვის საჭიროა კერძო ადამიანთა აღზრდა, აგრედვე ცალკე ერების აღზრდაა საჭირო, რათა კაცობრიობა წარმოადგენდეს განვითარებულს ჯგუფსა”
―
―