Goodreads helps you follow your favorite authors. Be the first to learn about new releases!
Start by following აკა მორჩილაძე.
Showing 1-16 of 16
“ყველანი ასე ვართ. აი, ასე ერთნაირად ვზივართ", გაიფიქრა ბატონმა ოთარმა, "ვზივართ კი არა, ვსხედვართ. რამხელა სისულელეა ეს ვსხედვართ. ვზივართ თუ თქვი, ისე გადმოგხედავენ, რომ მიწა გაგისკდეს გირჩევნია. თან დანებს ლესავენ და თან გადმოგხედავენ, ვზივართ როგორ თქვაო.”
― უდაბნოს გლახები
― უდაბნოს გლახები
“ძალიან უცნაურ დროს უნდა აეშენებინათ ეს სასტუმრო: სტალინი უკვე მკვდარი იქნებოდა, ხრუშჩოვს კი ჯერ სტალინის ლანძღვა არ დაეწყო. ვინაიდან, როგორც კი სტალინის ლანძღვა დაიწყეს, სასტუმროებში ჭერები დადაბლდა. ამ სასტუმროში კი ჭერი მაღალი იყო, ფანჯარაც ფრანგული სიფართოვით გაეხსნათ, კედლების სისქეს კი ნუღარც იკითხავთ, ციხესიმაგრისას შეედრებოდა. ოღონდ ეგ არის, რომ სასტუმროს სახურავი ცისკენ აღარ აჭრილიყო, არც კოშკურა შემოედგათ ზედ და არც ვარსკვლავის დამაგრებაზე ეზრუნათ, როგორც ეს ცხონებულს უყვარდა. ანუ სწორედ იმ სამ წელიწადში მოესწროთ ამ საზიზღარი სასტუმროს აშენება, ხრუშჩოვმა რომ მერყეობას მოანდომა და რაღა გასაკვირია, რომ სასტუმროც მერყევი იერისა და სურნელისა გამოვიდა.”
― უდაბნოს გლახები
― უდაბნოს გლახები
“მოლაპარაკე პოლკოვნიკს მდუმარე პოლკოვნიკი ჯობდა.
მდუმარე - გაუტეხელ, ამაყ კაცს ჰგავდა. მოლაპარაკე - ერთ დიდ, ნაპრალიან კედელს, ან შუაზე გაჩეხილ მორს. თითო ამოოხვრაზე ნაპრალი თითო გოჯით ჩაიხეოდა ხოლმე.
პოლკოვნიკის ამბავი ყველაზე საშინელი იყო მთელს უდაბნოში, მიწისძვრაზე საშინელიც კი. ვინაიდან მიწისძვრას შეიძლება გადაურჩე, ამ ამბავს კი - ვერაფრით.
პოლკოვნიკის ამბავს სხვები ყვებოდნენ. თვითონ ერთხელ თქვა და მეორედ რომ ეთქვა, მოკვდებოდა.”

“ჭური მოვხადეთ. და ამოვარდა. დალევა კი არ არის მთავარი. მთავარია, რაც ამოვარდება. საქართველო. ამოვარდება ხოლმე. თუ იკადრებს და მოეწონება ღვინო”
― obOle
― obOle
“ჩვენი სამშობლო, საქართველო სულ გადასარჩენია. მაგ ერთადერთი, განუმეორებელია ვოზდაათ საუკუნეს, არი პატარა, ხლართიან-ხვანჯიანი, მაგ ვოზდაათ საუკუნეს მტერთაგან, დიდ იმპერიათაგან გახრული და გამოხრული. დაპატარავებული მალენკოვის ჭიქასავით- შეჭმული და გამოჭმული, ვითომ ისეთი, ამის იქით მიწა არ ყოფილიყო, მაინცდამაინც მაგ რო არ წეეხდინათ. ასი წლის წინათ რო თქვა რუსთა დროებითი მთავრობის მეთაურმა კერენსკიმ: как нам жит без грузии? (როგორ ვიცხოვროთ საქართველოს გარეშე) რა ვქნათ? რაცხა. მაგენისგანვე მოგონილი საქართველო, რომელიც უყვართ, თუ სავსე დოქით დასდევს უკან; კაცი მიხვდება, რონე ახლა, ორომტრიალში საქართველო შეიძლება დამახინჯდეს, კეთრი ქონდეს, მარა საქართველო იარსებებს, გინდა მაგ უბედური სვე-ბედის, მაგ სიპატარავის, მაგ ყველას გათვალისწინების წვალებაში იყოს ყოველთვის.”
― კუპიდონი კრემლის კედელთან
― კუპიდონი კრემლის კედელთან
“საერთოდ არ გავბრაზებულვარ. არ იფიქრო, რომ რაღაცაზე გავბრაზდი. ასეთ რამეებზე არ ბრაზდებიან. უბრალოდ მივხვდი, რომ დამთავრდა და ძალიან ვნანობ, რომ სწორად ასე დამთავრდა და ასეთ დროს . მე რაღაცა გამეგება ქაღალდზე ასოების გამოყვანის და შენ ვერაფრით შეატყობ ამ ნაწერს რომ მე ვღელავდი, ან ვცახცახებდი, როცა შენ გწერდი, ან კიდევ ვნანობდი რაღაცას”
― Santa Esperanza
― Santa Esperanza
“რაჯას თხრობა უყვარდა. დაისვამდა ხოლმე ვინმეს წინ, წაიტეხავდა იმის პურიდან და ლაპარაკობდა. თხრობა დედის სიკვდილით იწყებოდა და სრულდებოდა მიწისვეშა ამბებით. შუაში იყო თოთხმეტი გაქცევის ნამცეცები. თხრობისას რაჯა ჩლიფინებდა და ყოველდღე თითო სიტყვა ავიწყდებოდა.”
― უდაბნოს გლახები
― უდაბნოს გლახები
“და მაინც ინდივიდუალური პანაშვიდი ერთ-ერთი ყველაზე მურდალი რამეა თბილისში, თუკი ნამდვილი მეგობარი გარდაგეცვალა და ეს ამბავი ლამის ორი წლის შემდეგ შეიტყვე. ეს რაღაცნაირი, ოხრული დაბრუნებაა ძველ დროში, სადაც ის აღარ გხვდება, ვინც მარადიული გეგონა. კი, ხდება ასე, თუ ნამდვილი მეგობარი ხარ, ამდენ ხანს რას გადაკარგულხარო, იტყვიან ვიღაცეები, ვისთვისაც წესები და რიგითი ზარებია მთავარი, ხოლო ვისთვისაც ისაა მთავარი, რაც სულ ყოველთვის იყო და იქნება, იმას ზარები არ სჭირდება. იმის მონატრება სხვანაირია და როდესაც კაცს თავისი ვერ გაურკვევია, გადაიკარგება ხოლმე...
... პლეხანოველი მოგელა კარგა ხანს ითრევდა ფეხს თავისი მეგობრის, ბარნოველი ლევიკოს ქვრივთან მისასვლელად.
მისვლა აუცილებელი იყო და პლეხანოველ მოგელასაც უნდოდა, რომ მისულიყო. არა იმიტომ, რომ გარდაცვალების ამბების უფრო წვრილად შეტყობა სურდა, არამედ იმიტომ, რომ ბარნოველი ლევიკო მისთვის ლამის საკუთარი თავი იყო. არა რაღაც სულელურად, ისე, როგორც მოყვებიან ხოლმე, თანშეზრდილები იყვნენო და ერთნი იყვნენ და ერთად იყვნენ ჭირსა და ლხინში და ყოველ დილას ერთად იწყებდნენ და ღამეს კი ერთად ამთავრებდნენო, ერთმანეთთან საიდუმლო არ ჰქონოდათო და ასე, დაუსრულებლად, არამედ იმიტომ, რომ ბარნოველი ლევიკო რაღაცნაირად დასახლებულიყო მის ყველაფერში.
ისინი არასოდეს ეხმარებოდნენ ერთმანეთს იმაში, რაშიც ჩვეულებრივ ეხმარებიან ხოლმე ადამიანები ერთმანეთს. ისინი ერთმანეთს იმაში ეხმარებოდნენ, რასაც ალბათ ის ჰქვია, გული რომ გულს იცნობს.”
― Maid in Tiflis

“საერთოდ, მგონი ეგ არის საქართველო, მიხვეულ მოხვეულობა... საქართველო კიდევ მეტი არც არაფერია, თუ არა ბაბუაშენის მამა... ჩვენი სასაფლაო უფრო ცოცხალია, ვიდრე ყველა ერთად აღებული სასაფლაო დედამიწის ზურგზე”
― ობოლე
― ობოლე
“მაგ ხმა უფრო ლაღი ახსოვდა. ახლა გაბზარული იყო. სიტყვებმა და გამოხედვამ ერთათ გეიარა შუბლიდან საცხა წითელ საპოშკების ჭვინტებამდე. გეიარა. მარა არ მიწყდა და დარჩა რაფერც რაცხა, ხო გაგიგიათ, ძველი მებრძოლი ავატყოფობსო, ძველი ჭრილობა არ იკვრისო და ახლა გადახვეული არ ღონივრათ ბანდებითო და მაგ ბანდი რი ჩეიფხრიწოს უცბათ. სწორათ დეინახეთ, გახსნილი ჭრილობაა, ოღონდ ღონივრათ გადახვეული და მაგ ჩეიფხრიწა. ჩეიფხრიწა და ვიცით, ჭრილობა არსად წასულა, უბრალოთ ცდილობდს, ბანდი ზედმეტათ არ გეენძრია და ახლა ჩემეიხა, ჩამეიფხრიწა და არი ისევლე ღიათ. სხვანაირათ. ეგება, ლამაზი ჭრილობაცაა, ტკბილივ, მარა უბედურიც. ეგება ამნაირი ჭრილობა ბევრს აქვს, მარა ერთნაირი არცერთი არაა და ყველას თავისი სილამაზე და უბრდურობა ადევს."
"კუპიდონი კრემლის კედელთან" აკა მორჩილაძე”
―
"კუპიდონი კრემლის კედელთან" აკა მორჩილაძე”
―
“სულ იმ კოლუმბიეს ამბავს იხსენებდა მამაჩემი, რომ იმ გაჭირვების ჟამს, ითვლებოდა, რომ უმცროსკლასელებმა რაიმე ტკბილეული და ნუგბარი მაინც უნდა მიიღონო და მოულოდნელად სკოლაში მოიტანდნენ იმ ომის პირობაზე სრულად ჯადოსნურ კანფეტებს დიდი ყუთით და თითო-თითოს გვირიგებდნენ ხოლმეო. ან რაღაც უცნაური ფორმის ფუნთუშებს ან კიდევ რამე სხვასო. და ერთხელ დიდი კასრით პავიდლო მოიტანესო. და მასწავლებლებმა გვიბრძანეს, ყველამ ამოხიეთ ფურცელი რვეულიდან და დაახვიეთ, რათა შიგ პავიდლო ჩაგიდოთო. რა თქმა უნდა, დიდი რიგი გამწკრივდა და კოლუმბიემ კი წეილაპარაკა, შეხედე ბიჯო, თითო კოვზ რაცხას უწუწებენ და ამხელა ბოჩკა თითონ უნდა ჩეიდგან მუცელშიო. ეს მეორე კალსის ამბავია, უფრო მაღლა არა.
და გაქანდა უცებ კოლუმბიე და ჰკრა ხელი შიგ შუაგულ კასრში იდაყვამდი! სკოლის დირექტორმა ისეთი ჰფერთხა კოლუმბიეს, რომ კუთხეში გაისროლა, მაგრამ მას ამის ჯავრი არ მიუცია, წამოხტა და პავიდლოიანი მკლავის ლოკვა-ლოკვით გაქანდა გარეთ.
ბარე ათჯერ მეტი პავიდლო შემრჩა ხელზე, ვიდრე ისინი გვირიგებდნენ ქაღალდშიო. მთელი დღე ვლოკავდი ტუჟურკასო, ასე მოუხსენებია და მერე კიდე დიდხანს ლოკავდა, კიდო აქვს შერჩენილიო, ის კი არა, ალოკვას ყიდდა კიდეცო!”

“საუკუნეთა განმავლობაში ეს იყო უჩინარი ქვეყანა,უშუალო მეზობელთა გარდა არავისთვის შესამჩნევი და საფიქრალი და თავადაც დიდად ვერ ხედავდა საკუთარ თავს. ბოლო ორას წელიწადს ხომ საერთოდ : რუსულ სამხედრო და პოეტური იმპერიის სამხრეთში ჩაჩუმქრული საქართველოს არსებობა არავის ახსოვდა".”
― ფარშავანგი
― ფარშავანგი
“ჩემმა თანამგზავრმა მოწიწებით წარმადგინა:
- ბატონი უოტსონი, ინგლისიდან! ეს კი, - მომიბრუნდა მე,- აქაური მეცხვარეა, სანდრო [ყაზბეგი]... ჩემი ძველი ნაცნობი.
- რამ გადმოგაგდოთ ჩვენს მხარეში? - ეს კაცი საუცხოოდ ფლობდა ჩვენს ენას...
- ეეე, - გამიკვირდა მე, - საჭიროებამ...
- ნუ გიკვირთ, ჩვენში ყოველი მეცხვარე ლაპარაკობს თქვენს ენაზე, - მერე კი ოფიცერს შეხედა თვალების ბრიალით, - ამას
რა უნდა აქ?
- დაწყნარდი, სანდრო, ჩემი ხათრით, - ფრანგულად მიეფერა ჩემი თანამგზავრი, - ჩაიზე დავპატიჟე.
- რუსის დაპატიჟება როგორ შეიძლება? მასპინძლად გაგიხდება.”

“ვახტანგ გორგასლანი შუშანიკის ძმას და ჩაჩნებს დეელაპარაკა – თათარი თუ არ გავაგდეთ, ჩვენი ცხოვრება უკუღმა წავაო. იქეთ კახელებსა სთხოვა – მეფე ერეკლეს რო ომი უყვარდა, იცოდა და წამოვიდა. ოღონდ, ჯერ ცალკე წამოსულა, რო ზნაჩით, დაზვერვა მეეწყო. სამადლოზე რო მოსულა, წყაროსთან, უკვე ბინდა-ბანდა იყო. წყაროს პირზე ერთი კაცი მჯდარა, მოწყენილი, მუჭში, თურმე, სულ ცრემლებს აგროვებდა, რაც მერე იაგუნდად გადაიქცა და ურდოვანიძეებს ბეჭდებში ჰქონდათ. ვახტანგ გორგასლანი დიდი ვაჟკაცი იყო. იქ ჩამომჯდარი კაცი ვერ უცვნია, მაგრამ ხო არ შაეშინდებოდა? ცხენზე მჯდარი კი მისულა და ხედამს, რო კაცი ზის თავჩარგული. ვინა ხარო, უკითხავს ვახტანგ გორგასლანს და კაცს თავი აუწევია, ხედამს – ვარსქენია. ვარსქენია – რა უნდა ქნას? ერთ ვახტანგ გორგასლანიდან ოთხი ვარსქენი გამაიჭრება, მარამ ვახტანგ გორგასლანი ხო არ იკადრებს? ქუჩის ბიჭი ხო არ არი? ასე გამოდის, რო ესენი ერთმანეთის მტრები არიან.
იქ რაც უბედურობა მოხდა, სულ ჩვენი ქვეყნისთვის მოხდა. ორი ასეთი კაცი რო წყლის პირზე შეხვ”
― წიგნი
იქ რაც უბედურობა მოხდა, სულ ჩვენი ქვეყნისთვის მოხდა. ორი ასეთი კაცი რო წყლის პირზე შეხვ”
― წიგნი

![[litera]ტურა - აკა მორჩილაძე](https://i.ytimg.com/vi/L7B6RT0A2DM/mqdefault.jpg)