უდაბნოს გლახები Quotes
უდაბნოს გლახები
by
აკა მორჩილაძე29 ratings, 4.00 average rating, 2 reviews
უდაბნოს გლახები Quotes
Showing 1-4 of 4
“ყველანი ასე ვართ. აი, ასე ერთნაირად ვზივართ", გაიფიქრა ბატონმა ოთარმა, "ვზივართ კი არა, ვსხედვართ. რამხელა სისულელეა ეს ვსხედვართ. ვზივართ თუ თქვი, ისე გადმოგხედავენ, რომ მიწა გაგისკდეს გირჩევნია. თან დანებს ლესავენ და თან გადმოგხედავენ, ვზივართ როგორ თქვაო.”
― უდაბნოს გლახები
― უდაბნოს გლახები
“ძალიან უცნაურ დროს უნდა აეშენებინათ ეს სასტუმრო: სტალინი უკვე მკვდარი იქნებოდა, ხრუშჩოვს კი ჯერ სტალინის ლანძღვა არ დაეწყო. ვინაიდან, როგორც კი სტალინის ლანძღვა დაიწყეს, სასტუმროებში ჭერები დადაბლდა. ამ სასტუმროში კი ჭერი მაღალი იყო, ფანჯარაც ფრანგული სიფართოვით გაეხსნათ, კედლების სისქეს კი ნუღარც იკითხავთ, ციხესიმაგრისას შეედრებოდა. ოღონდ ეგ არის, რომ სასტუმროს სახურავი ცისკენ აღარ აჭრილიყო, არც კოშკურა შემოედგათ ზედ და არც ვარსკვლავის დამაგრებაზე ეზრუნათ, როგორც ეს ცხონებულს უყვარდა. ანუ სწორედ იმ სამ წელიწადში მოესწროთ ამ საზიზღარი სასტუმროს აშენება, ხრუშჩოვმა რომ მერყეობას მოანდომა და რაღა გასაკვირია, რომ სასტუმროც მერყევი იერისა და სურნელისა გამოვიდა.”
― უდაბნოს გლახები
― უდაბნოს გლახები
“მოლაპარაკე პოლკოვნიკს მდუმარე პოლკოვნიკი ჯობდა.
მდუმარე - გაუტეხელ, ამაყ კაცს ჰგავდა. მოლაპარაკე - ერთ დიდ, ნაპრალიან კედელს, ან შუაზე გაჩეხილ მორს. თითო ამოოხვრაზე ნაპრალი თითო გოჯით ჩაიხეოდა ხოლმე.
პოლკოვნიკის ამბავი ყველაზე საშინელი იყო მთელს უდაბნოში, მიწისძვრაზე საშინელიც კი. ვინაიდან მიწისძვრას შეიძლება გადაურჩე, ამ ამბავს კი - ვერაფრით.
პოლკოვნიკის ამბავს სხვები ყვებოდნენ. თვითონ ერთხელ თქვა და მეორედ რომ ეთქვა, მოკვდებოდა.”

“რაჯას თხრობა უყვარდა. დაისვამდა ხოლმე ვინმეს წინ, წაიტეხავდა იმის პურიდან და ლაპარაკობდა. თხრობა დედის სიკვდილით იწყებოდა და სრულდებოდა მიწისვეშა ამბებით. შუაში იყო თოთხმეტი გაქცევის ნამცეცები. თხრობისას რაჯა ჩლიფინებდა და ყოველდღე თითო სიტყვა ავიწყდებოდა.”
― უდაბნოს გლახები
― უდაბნოს გლახები