თბილისის წიგნის საახალწლო ფესტივალი 2015
დიახ, წინა პოსტიდან გამომდინარე, არ მეგონა კიდევ თუ წავიდოდი წელს წიგნის რომელიმე ბაზრობაზე, მაგრამ ადამიანს ხელთ ფული რომ ჩაგივარდება, ხომ ვერ გაიჩერებ, თანაც ამ გამომცემლობებმა ხომ დანდობა არ იციან...
3-ზე ვაკის პარკს ვესტუმრე და მერიის თავზე მეხის ჩამოვარდნა ჩავუთქვი. მესამე წელია უკვე ამ ნეხვურ სასტუმროს მშენებლობას ვაპროტესტებთ და აი, მართლა ძაან სირცხვილია უკვე...
დილით მოვიფიქრე:
იაა თუ ვარდია
ნარმანია ნარია
ხოდა წადი, შენი ადგილი ნარ-ეკალშია. შენც გადადექი მეტაფიზიკური 1 მილიონ ხიანად.
ფესტივალი საჯარო ბიბლიოთეკაში 6 საათამდე არისო, მითხრეს და მეც ცოტა რომ შემცივდა, გავეშურე თბილი ავტობუსით.
ნუ, ბავშვებზე აღარაფერს ვიტყვი, აქაც მთავარი აქცენტი მათზე კეთდებოდა და ყველგან დაბოდიალობდნენ.
შუსტრად შევვარდი და გამოვვარდი, The Hunger Angel და დოქტორი ფაუსტუსი შევიძინე ამჯერად.
მერე ბიბლუსის და პარნასის მაღაზიებს ჩამოუარე და მეტერლინკის "დამარხული ტაძარი" (ამ კაცის ესღა მქონდა დარჩენილი საყიდელი) და ფროიდის 3 ახალი წიგნი ვიყიდე. ასე რომ, საინტერესო კითხვა მელის 2016 წელს, დამიდასტურებთ.
ჰო, რამდენიმე დღეღა დარჩა და ბარემ დამდეგ ახალ წელსაც მოგილოცავთ. რაღაც კარგს ნამდვილად ვისურვებდი, მაგრამ ხომ მახსოვს, რომ დიდი არაფერი განსხვავება იქნება და 2015 წელი კი ჩემთვის ფანტასტიკური იყო!
პ.ს.
მუსიკის სამყაროს ანოჰნი მოევლინა: https://www.youtube.com/watch?v=Fi0q0...

Published on December 27, 2015 07:52
No comments have been added yet.