Beka Sukhitashvili's Blog
October 4, 2021
ლიტერატურული სტატიები
ინტერნეტში სხვადასხვა მედია გამოცემებში ჩემი ლიტერატურული სტატიები "ხელოვნების მახის" ფარგლებსაც გასცდა და მოდი ამ პატარა პოსტში მათ ერთ ადგილას მოვუყრი თავს:
1. ჟურნალი და ონლაინ-გამოცემა "ბუქსითი":
სტიგ ლარსონი – ქალთმოყვარე კაცი
მკვლევარი მწერალი - ჰერმან ჰესე
როგორ შექმნა მერი პოპინსმა პამელა ლინდონ ტრევერსი
რიუნოსკე აკუტაგავა – მოთხრობის დიდოსტატი
ერიხ მარია რემარკი – ადამიანი, რომელმაც ომს მოუგო
2. გამოცემა "ლიბერალი":
მადიკენი: იუნიბაკენელი ბავშვი ცხოვრების პირისპირ
ჰელოუინზე წასაკითხი 10 წიგნი
3. გამოცემა "on.ge":
უილიამ ტრევორის "ნაწვიმარზე" - ჩვეულებრივი დღის იდუმალი გამოცხადებები
მატიას ენარის "კომპასი" - დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ და პირიქით
4. გამომცემლობა "დიოგენე":
რანსმაირის მეტამორფოზა: „უკანასკნელი სამყარო“

Published on October 04, 2021 05:34
•
Tags:
ლიტერატურა, სტატიები, წიგნები
September 13, 2017
სვეტლანა ალექსიევიჩი თბილისში
12 სექტემბერს, რუსთაველის თეატრში სვეტლანა ალექსიევიჩის შეხვედრა შედგა მკითხველთან. ჩერნობილის ლოცვა შარშან წავიკითხე. მახსოვს, როგორი დაზაფრული ვიყავი რამდენიმე კვირა. როგორც კი დაანონსდა ღონისძიება, თადარიგი დავიჭირე და პირველივე დღეს ავიღე ბილეთი.
საღამო საინტერესოდ დაიწყო. ერთ-ერთი კითხვა მის ნობელიანტობას ეხებოდა, რომ გარკვეულ წრეებში, მას არ აღიარებენ, რადგან სვეტლანას ჟანრი, მთლიანად მხატვრული არ არის. ცოტა გამიკვირდა, აქამდე ეს ამბავი არ მსმენოდა. მწერალმა უპასუხა, რომ ძირითადად, ეს რუსული კონსერვატიული საზოგადოების ნიშანია, რომელიც ახალს ვერ გუობს. მათ თავიანთი ნობელიანტებიც არ უღიარებიათ, ბუნინს ძაღლს ეძახდნენ, სოლჟენიცინს შეშლილ ებრაელსო. რუსულ ლიტერატურულ წრეში ამტყდარ ქირქილს, რა თქმა უნდა, გამოძახილი პერიფერიებშიც, მათ შორის, თბილისშიც აქვს.
კითხვების დასმის დროს, კარგად გამოჩნდა სხვაობა უფროს და უმცროს თაობას შორის. უფროსი თაობა, მიკროფონთან ისე იდგა, თითქოს მიტინგზე ყოფილიყოს, საუბრობდნენ ბევრს, ზოგჯერ კითხვას პასუხს თავადვე სცემდნენ. ჩემი თაობა, კითხვას მოკლედ და კონკრეტულად სვამდა. ესეც ძალიან თვალსაჩინო დეტალი იყო საბჭოთა ინერცია გამოყოლილ ადამაინებში.
ღონისძიების დასასრულს, საშუალება მოგვეცა ავტოგრაფის აღების. მე ჩემი ლოცვა უკვე გამზადებული მქონდა, რადგან პირველი წიგნი ეს იყო და სწორედ მასზე მოვაწერინე ხელი.
სვეტლანა ძალიან კეთილი, გონიერი და გულისხმიერი ადამიანი ჩანდა. ადამიანი, რომელიც გონებით, სიტყვით ცდილობს შეცვალოს.
სამომავლო გეგმები: უტოპიის ხუთი ამბავი დასრულებულია. ახლა ის სიყვარულზე წერს წიგნს. იწერს კაცების და ქალების ისტორიებს მათ სიყვარულზე. აქვს კიდევ ერთი იდეა. სურს რომ წიგნი დაწეროს მოხუცებულობაზე.
ლოცვის გარდა ქართულად კიდევ სამი წიგნის წაკითხვაა შესაძლებელი: ომს არ აქვს ქალის სახე, სექენდ ჰენდის დრო, ცინკის ბიჭები. ყველა მათგანი შევიძინე და სექტემბერს, სვეტლანას თვედ ვაქცევ.

Published on September 13, 2017 01:03
January 14, 2017
მიგელ დე უნამუნო ქართულად
გავაგრძელებ მწერლების ქართულად თარგმნილი ნაწარმოებების ერთად თავმოყრას. ამჯერად მიგელ დე უნამუნო "შევისწავლე".
უნდა აღინიშნოს, რომ რადგან მწერალი არ არის ცნობილი დიდტანიანი წიგნებით, მისი ნაწარმოებები უმეტეს შემთხვევაში ცალკე ქართულად არ გამოცემულა და ყოველთვის რამდენიმე ერთად იბეჭდებოდა, ამიტომ ვერ ვუთითებთ სხვა ენაზე ორიგინალ წიგნებს.
ქართულად ერთადერთი წიგნი რომელიც ცალკე გამოიცა არის მოთხრობა ნამდვილი მამაკაცი.
ძველი გამოცემებიდან გვაქვს ბურუსი, სადაც შესულია "ბურუსი", "აბელ სანჩესი", "წმინდა მანუელ სათნო, წამებული".
2011 წელს პალიტრა ელმა გამოსცა ორი წიგნი ამბავი ერთი სიყვარულისა, სადაც შესულია მოთხრობა "ამბავი ერთი სიყვარულისა" და "სამო სამოძღვრებო ნოველა და ერთი პროლოგი" და დეიდა ტულა. ნოველები, სადაც შესულია "დეიდა ტულა", „დონ სანდალიოს, მოჭადრაკის ნოველა“, „ღარიბი მდიდარი კაცი, ანუ ცხოვრების კომიკური გრძნობა“.
პირველ წიგნში სარჩევი არასწორადაა გამოტანილი. "სამო სამოძღვრებო ნოველა და ერთი პროლოგი", შეიცავს "ორ დედას", "მარკიზ დე მულბრიას" და "ნამდვილ მამაკაცს". ეს წიგნი შეგიძლიათ შეაფასოთ ამ ორიგინალი სახელწდოებით: Three Exemplary Novels
ყველა წიგნის მთარგმნელი გახლავთ მერი ტიტვინიძე, გარდა ნამდვილი მამაკაცისა, რომელიც მაყვალა ახალაძეს უთარგმნია.
გარდა ამისა სიესტამ გამოსცა რომანი სიყვარული და პედაგოგიკა / აბელ სანჩესი, სადაც სათაურიც გვამცნობს რომელი ორი რომანია შესული. როგორც ვიცი, მათვე გამოცემული აქვთ, ესსეების კრებული, რომელიც ჯერ არ ჩამვარდნია ხელთ. ამიტომ მოგვიანებით დავამატებ.
თუ რაიმე კითხვა გაქვთ, დასვით. დრო და დრო აფდეითს მივცემ მსგავსი ტიპის პოსტებს.

Published on January 14, 2017 03:51
June 12, 2016
მე, ამერიკა და სერია "ამერიკელები"
ყოველთვის ვამბობდი და ვამბობ, რომ ამერიკული ლიტერატურა, არ მიყვარს და ნაკლებად მაინტერესებს, ვიდრე აღმოსავლეთის და ევროპის ლიტერატურა. თუმცა, ჩემს ქვეყნების თეგებს თუ გადავხედავთ "american" თეგის ქვეშ უკვე 104 წიგნი მაქვს თავმოყრილი და სიდიდით მეორე ადგილას დგას, ქართველების შემდეგ. იტყვით, ფაქტი სახეზეა, ტყუილად სნობობ და იმანჭებიო. ვეღარ შეგეკამათებით, თუმცა რამდენიმე ფაქტს მოვიშველიებ "თავის გასამართლებლად".
ამერიკელი მწერლები ყოველთვის მეტი პოპულარობით სარაგებლობდნენ მსოფლიოში და გამომცემლობები დიდ ყურადრებას უთმობდნენ ამ ქვეყანას, ვიდრე მთელ აღმოსავლეთს, ერთად აღებულს. თუ სწორად მახსოვს, სიტყვა "ბესტსელერიც" ამ კულტურის დამსახურებაა.
მოგეხსენებათ, გამომცელობა დიოგენეს სერია "ამერიკელების" სლოგანი "აღმოაჩინე შენი ამერიკა" და ამ გამომცემლობისადმი სიმპათიის გამო თავიდანვე გადავწყვიტე ამ სერიის ყველა წიგნის წაკითხვა. პრაქტიკულად, ასე გავხდი ამერიკელი. ვაღიარებ და რამდენიმე მწერალი ნამდვილად ჩემიანი გახდა: ჯონათან საფრან ფოერი, სოლ ბელოუ და სილვია პლათი (ჯერ პირველი 9 წიგნი მაქვს წაკითხული). დავინტერესდი როთით და ოუტსით. გულით ველოდები დანარჩენ წიგნებს.
ჩემს ხლოგზე თითოეულ წიგნზე მიმოხილვასაც ვწერ და ცალკე გვერდი გავაკეთე, შეგიძლიათ გადახედოთ ერთად თავმოყრილ მიმოხილვებს: http://popularpopcorn.blogspot.com/p/...
ვფიქრობ, აქ, ჯგუფში ცალკე თემაც გავხსნა და ოცივე წიგნს ერთად მოვუყარო თავი, რას იტყვით? მგონი, ამ სერიამ უკვე დაიპყრო მკითხველების გული და ბევრი საინტერესო ამერიკელი აღმოგვაჩენინა, უკვე "დიადი კლასიკოსების" გარდა.
ასე რომ, ვინც ჯერ არ ჩაჯდომიხართ ამერიკელებს, დროა, ამაზე ფიქრიც დაიწყოთ.

Published on June 12, 2016 07:59
May 29, 2016
თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი 2016
ღვარცოფს გამოვასწარი. ფესტივალზე სულ წვიმაში ვყვები, როგორც აღდგომის ღამეს, შანსი არაა, რომ არ წამოწვიმოს მაინც.
რამდენიმე წიგნი მინდოდა, დიდი აღებ-მიცემობა არ გამიმართავს არც ამჯერად. ჯერ სტენდებს ჩამოვუარე, ხალხს დავაკვირდი, გამეფებულ ზუზუნს მივუგდე ყური და მშვიდად დავიწყე სასურველი წიგნების მოძიება.
როგორც იქნა, "აგორამ" კამიუს მე-9 წიგნიც, "ბედნიერი სიკვდილი" შემოგვთავაზა. ბოლო ორი წელია არაფერი უთარგმნიათ. რამდენიმე ნაწარმოებიღა დარჩათ სათარგმნი და კამიუ სრულად იქნება ქართულად.
სარტრის გულისრევა საკმაოდ ძვირი სიამოვნება დამიჯდა, 16 ლარი, მაგრამ მინდოდა და ჩანთაში მოვათავსე.
გამომცემლობა "ინტელექტთან" ორი სკანდინავიელი შევიძინე. უნდსეტის იენი და სილამპას მდაბათლა სამკვიდრებელი. აბა ჩემს სკანდივაიურ თაროს, ნამატის გარეშე როგორ დავტოვებდი?
და ბოლოს, "დიოგენეს" ამერიკელების სერიიდან ვუდი ალენი მივამატე. რადგან ჩანაფიქრი მქონდა და პირობა დავდე, რომ ამ სერიის ყველა წიგნზე რევიუს დავწერდი ბლოგზე, ამიტომ ვიყიდე. ისე ვერ ვიშოვე და სხვა გზა აღარ მქონდა, რაღაც ძალიან ჩამოვრჩი, უკვე მე-17 ტომი გამოიცა და უნდა დავეწიო.

Published on May 29, 2016 06:24
March 15, 2016
იენს ბიორნებუ ქართულად
მეტერლიკისგან განსხვავებით, ბიორნებუმ სიცოცხლე ადამიანის ბნელი მხარის კვლევას მიუძღვნა. ოღონც ის არ დარჩენილა, მხოლოდ კაბინეტში მჯდომარე მკვლევარად. აქტიურად იბძოდა, გამოდიოდა დოგმებისა და სტერეოტიპების წინააღმდეგ და საზოგადოების გარდაქმნას ცდილობდა. ისე, როგორც ზარატუსტრა, მისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პერსონა და მიბაძვის ობიექტი.
"მიუსაფრობა, ბავშვობა და სიკვდილი! ეს სამეული თან მდევდა მარად". და ეს სამეულია ასახული მთლიანად მის შემოქმედებაშიც. დაწვრილებით მის ბიოგრაფიას, შეგიძლიათ ჩემსავე ბლოგზე გაეცნოთ: http://popularpopcorn.blogspot.com/20...
აქ კი იმ წიგნებს დავთაგავ, რომლებიც ქართულ ენაზე მოგვეპოვება:
1. "სიმხეცის ტრილოგია": "თავისუფლების მომენტი"; "დენთის საწყობი" და "სიჩუმე".
2. "ზვიგენები"

Published on March 15, 2016 06:09
February 11, 2016
მორის მეტერლინკი ქართულად
მეტერლინკის კითხვა ადამიანის სულში დამალული განძის აღმოჩენის კითხვას ჰგავს. მნიშვნელობა არ აქვს, იქნება ეს ესსეების კრებული, პიესები თუ ნატურფილოსოფია, ყველგან ცხადდება ჩვენი დაფარული სულების დიადი მეტყველება.
მეტერლინკის განსჯა და კვლევა, მისტიურ საბურველში ხვევს მყოფადს, თუმცა მასთან ხორცს ისხამს ის თეზა, რომლის მიხედვითაც, ბუნდოვანება გაცილებით ცხადია, ვიდრე პირდაპირი და მკაფიო ლაპარაკი, რადგან მისი ტექსტები სულის ტექსტებია, სულს კი არ სჭირდება ენა.
ქართულად მეტერლინკი დათო აკრიანი-მა თარგმნა და ეს პატარა გზამკვლევი დაგეხმარებათ მოიძიოთ გუდრიდზე წიგნები.
პიესების სრული კრებული, ორტომეული: მეტერლინკ II ტომი და მეტერლინკ I ტომი
ნატურფილოსოფიის სრული კრებული: ნატურფილოსოფიური თხზულებები
ყვავილთა სიბრძნე, სადაც შესულია ერთი პიესა და ერთი ნატურ. თხზულება.
ესსეების კრებულები: 1. დამარხული ტაძარი 2. სიბრძნე და ბედისწერა 3. განძი თვინიერთა
ყველა წიგნს, ასე თუ ისე, მოიძიებთ ნებისმიერ წიგნის მაღაზიაში, ოღონდ მე, ზოგს სად მივაკვლიე და ზოგს სად. უნდა ეძებოთ.

Published on February 11, 2016 00:51
December 27, 2015
თბილისის წიგნის საახალწლო ფესტივალი 2015
დიახ, წინა პოსტიდან გამომდინარე, არ მეგონა კიდევ თუ წავიდოდი წელს წიგნის რომელიმე ბაზრობაზე, მაგრამ ადამიანს ხელთ ფული რომ ჩაგივარდება, ხომ ვერ გაიჩერებ, თანაც ამ გამომცემლობებმა ხომ დანდობა არ იციან...
3-ზე ვაკის პარკს ვესტუმრე და მერიის თავზე მეხის ჩამოვარდნა ჩავუთქვი. მესამე წელია უკვე ამ ნეხვურ სასტუმროს მშენებლობას ვაპროტესტებთ და აი, მართლა ძაან სირცხვილია უკვე...
დილით მოვიფიქრე:
იაა თუ ვარდია
ნარმანია ნარია
ხოდა წადი, შენი ადგილი ნარ-ეკალშია. შენც გადადექი მეტაფიზიკური 1 მილიონ ხიანად.
ფესტივალი საჯარო ბიბლიოთეკაში 6 საათამდე არისო, მითხრეს და მეც ცოტა რომ შემცივდა, გავეშურე თბილი ავტობუსით.
ნუ, ბავშვებზე აღარაფერს ვიტყვი, აქაც მთავარი აქცენტი მათზე კეთდებოდა და ყველგან დაბოდიალობდნენ.
შუსტრად შევვარდი და გამოვვარდი, The Hunger Angel და დოქტორი ფაუსტუსი შევიძინე ამჯერად.
მერე ბიბლუსის და პარნასის მაღაზიებს ჩამოუარე და მეტერლინკის "დამარხული ტაძარი" (ამ კაცის ესღა მქონდა დარჩენილი საყიდელი) და ფროიდის 3 ახალი წიგნი ვიყიდე. ასე რომ, საინტერესო კითხვა მელის 2016 წელს, დამიდასტურებთ.
ჰო, რამდენიმე დღეღა დარჩა და ბარემ დამდეგ ახალ წელსაც მოგილოცავთ. რაღაც კარგს ნამდვილად ვისურვებდი, მაგრამ ხომ მახსოვს, რომ დიდი არაფერი განსხვავება იქნება და 2015 წელი კი ჩემთვის ფანტასტიკური იყო!
პ.ს.
მუსიკის სამყაროს ანოჰნი მოევლინა: https://www.youtube.com/watch?v=Fi0q0...

Published on December 27, 2015 07:52
November 28, 2015
თბილისის წიგნის დღეები 2015
წელს არცერთ წიგნის ბაზრობას დავსწრებივარ. ერთს დავესწარი, მაგრამ არაფერი შემიძენია. ბოლო დროს, არც სხვა არტ ღონისძიებებისკენ მიმიწევს გული. მეზარება და მინდა რაღაც სხვა.
ნოემბერში მორიგი წიგნის ბაზრობის დღეები რომ გამოცხადდა, გონებამ ვეღარ მომითმინა. იმდენი ახალი თარგმანები დაგროვდა. ძველი ბიბლიოთეკიდან რაღაც-რაღაცები გავყიდე და გარკვეულ თანხას მოვუყარე თავი.
მე როგორც ბოროტი და გულღრძო, ადამიანი რომელიც ვერ იტანს ბავშვებს, რაღაცნაირად შევაღწია წიგნებში, თანაც ამ ბაზრობის აქცენტი სწორედ ბავშვებზეა. და მომიტევეთ, მაგრამ უამრავი ნაგავი იყიდებოდა მათთვის (მშობლის ხმა: "რაღაც ისეთი წიგნი მინდა, რო დაღრღნის და მალე არ გაფუჭდება").
რაც მინდოდა, არაფერი იყო წარმოდგენილი, ამიტომ კარგ პოპულარულ ავტორებს მივაშურე.
სასიამოვნო სიურპრიზიც აღვნიშნო, ჰერტა მიულერის ორი ახალი რომანი დამხვდა და შევიძინე. როგორც იქნა ამ ქალ მწერალსაც გავეცნობი და გამიხარდა.
ეს ბავშვები უკვე ძალიან მედებოდნენ ფეხებში და მათი მზრუნველი მშობლები, ამიტომ სასწრაფოდ დავტოვე ვაჭრობის ადგილი.

Published on November 28, 2015 06:34
July 12, 2015
სიები და საზაფხულო წიგნები
საზაფხულო კითხვისთვის განსაკუთრებულად ვემზადები. სკოლის პერიოდიდან გამომყვა, როდესაც სამ თვეს, მხოლოდ კითხვას ვუთმობდი. რაღაცნაირი მოლოდინის და სიხარულის შეგრძნება ახლაც არ მტოვებს.
წლევანდელი საკითხავებისთვის, განსაკუთრებულად არ მოვმზადებულვარ. საერთოდ, წელს, წიგნები, თითქოს გამინელდნენ. ყველა წიგნის ფესტივალი გამოვტოვე. გადავიწვი თუ გადავიტვირთე. ტემპის შენელება გადავწყვიტე.
სახლში ძველი წიგნები მიდევს, მათი ჯერია წელს. სრულიად უცნობ ავტორებს გამოვიღებ და წავიკითხავ. დარწმუნებული ვარ, ახალ აღმოჩენებს გავაკეთებ.
გუდრიდზე, 4 საკუთარი სია მაქვს: http://bit.ly/1NY3CJR, იქნებ, "არდადეგებიდან" დაბრუნებულს, კიდევ მიემატოს ახალი წიგნები?
ამ დღეებში ბარგს ჩავალაგებ და სოფლისთვის მოვემზადები. იქ, ერთ ტყიან, მყუდრო ადგილს შევარჩევ, სათვალეს შევისწორებ, წიგნს მუხლებზე დავიდებ და ...

Published on July 12, 2015 05:23