მიგელ დე უნამუნო ქართულად
გავაგრძელებ მწერლების ქართულად თარგმნილი ნაწარმოებების ერთად თავმოყრას. ამჯერად მიგელ დე უნამუნო "შევისწავლე".
უნდა აღინიშნოს, რომ რადგან მწერალი არ არის ცნობილი დიდტანიანი წიგნებით, მისი ნაწარმოებები უმეტეს შემთხვევაში ცალკე ქართულად არ გამოცემულა და ყოველთვის რამდენიმე ერთად იბეჭდებოდა, ამიტომ ვერ ვუთითებთ სხვა ენაზე ორიგინალ წიგნებს.
ქართულად ერთადერთი წიგნი რომელიც ცალკე გამოიცა არის მოთხრობა ნამდვილი მამაკაცი.
ძველი გამოცემებიდან გვაქვს ბურუსი, სადაც შესულია "ბურუსი", "აბელ სანჩესი", "წმინდა მანუელ სათნო, წამებული".
2011 წელს პალიტრა ელმა გამოსცა ორი წიგნი ამბავი ერთი სიყვარულისა, სადაც შესულია მოთხრობა "ამბავი ერთი სიყვარულისა" და "სამო სამოძღვრებო ნოველა და ერთი პროლოგი" და დეიდა ტულა. ნოველები, სადაც შესულია "დეიდა ტულა", „დონ სანდალიოს, მოჭადრაკის ნოველა“, „ღარიბი მდიდარი კაცი, ანუ ცხოვრების კომიკური გრძნობა“.
პირველ წიგნში სარჩევი არასწორადაა გამოტანილი. "სამო სამოძღვრებო ნოველა და ერთი პროლოგი", შეიცავს "ორ დედას", "მარკიზ დე მულბრიას" და "ნამდვილ მამაკაცს". ეს წიგნი შეგიძლიათ შეაფასოთ ამ ორიგინალი სახელწდოებით: Three Exemplary Novels
ყველა წიგნის მთარგმნელი გახლავთ მერი ტიტვინიძე, გარდა ნამდვილი მამაკაცისა, რომელიც მაყვალა ახალაძეს უთარგმნია.
გარდა ამისა სიესტამ გამოსცა რომანი სიყვარული და პედაგოგიკა / აბელ სანჩესი, სადაც სათაურიც გვამცნობს რომელი ორი რომანია შესული. როგორც ვიცი, მათვე გამოცემული აქვთ, ესსეების კრებული, რომელიც ჯერ არ ჩამვარდნია ხელთ. ამიტომ მოგვიანებით დავამატებ.
თუ რაიმე კითხვა გაქვთ, დასვით. დრო და დრო აფდეითს მივცემ მსგავსი ტიპის პოსტებს.

Published on January 14, 2017 03:51
No comments have been added yet.