მე, ამერიკა და სერია "ამერიკელები"

ყოველთვის ვამბობდი და ვამბობ, რომ ამერიკული ლიტერატურა, არ მიყვარს და ნაკლებად მაინტერესებს, ვიდრე აღმოსავლეთის და ევროპის ლიტერატურა. თუმცა, ჩემს ქვეყნების თეგებს თუ გადავხედავთ "american" თეგის ქვეშ უკვე 104 წიგნი მაქვს თავმოყრილი და სიდიდით მეორე ადგილას დგას, ქართველების შემდეგ. იტყვით, ფაქტი სახეზეა, ტყუილად სნობობ და იმანჭებიო. ვეღარ შეგეკამათებით, თუმცა რამდენიმე ფაქტს მოვიშველიებ "თავის გასამართლებლად".

ამერიკელი მწერლები ყოველთვის მეტი პოპულარობით სარაგებლობდნენ მსოფლიოში და გამომცემლობები დიდ ყურადრებას უთმობდნენ ამ ქვეყანას, ვიდრე მთელ აღმოსავლეთს, ერთად აღებულს. თუ სწორად მახსოვს, სიტყვა "ბესტსელერიც" ამ კულტურის დამსახურებაა.

მოგეხსენებათ, გამომცელობა დიოგენეს სერია "ამერიკელების" სლოგანი "აღმოაჩინე შენი ამერიკა" და ამ გამომცემლობისადმი სიმპათიის გამო თავიდანვე გადავწყვიტე ამ სერიის ყველა წიგნის წაკითხვა. პრაქტიკულად, ასე გავხდი ამერიკელი. ვაღიარებ და რამდენიმე მწერალი ნამდვილად ჩემიანი გახდა: ჯონათან საფრან ფოერი, სოლ ბელოუ და სილვია პლათი (ჯერ პირველი 9 წიგნი მაქვს წაკითხული). დავინტერესდი როთით და ოუტსით. გულით ველოდები დანარჩენ წიგნებს.

ჩემს ხლოგზე თითოეულ წიგნზე მიმოხილვასაც ვწერ და ცალკე გვერდი გავაკეთე, შეგიძლიათ გადახედოთ ერთად თავმოყრილ მიმოხილვებს: http://popularpopcorn.blogspot.com/p/...

ვფიქრობ, აქ, ჯგუფში ცალკე თემაც გავხსნა და ოცივე წიგნს ერთად მოვუყარო თავი, რას იტყვით? მგონი, ამ სერიამ უკვე დაიპყრო მკითხველების გული და ბევრი საინტერესო ამერიკელი აღმოგვაჩენინა, უკვე "დიადი კლასიკოსების" გარდა.
ასე რომ, ვინც ჯერ არ ჩაჯდომიხართ ამერიკელებს, დროა, ამაზე ფიქრიც დაიწყოთ.
7 likes ·   •  0 comments  •  flag
Share on Twitter
Published on June 12, 2016 07:59
No comments have been added yet.