“ერთხელ მან პატარა ეკლესიაც მიჩვენა და მიჩვენა და მითხრა, ეს თქვენებური კაცის ანთიმ ივერიანუს აგებულიაო. გამიკვირდა, ბესიკის შემდეგ ისევ ქართველი კაცის ნაკვალევს რომ წავაწყდი. საიდან სად ყოფილან გადმოხვეწილნი საქართველოს შვილები! ძველად აქ, დუნაის აუზში, სამი დიდი ქართველი მოღვაწეობდა თურმე. ჯერ გრიგოლ ბაკურიანი - მეთორმეტე საუკუნეში, მერე ეს ანთიმ ივერიანუ, ანუ ანთიმოზ ივერიელი - მეჩვიდმეტე საუკუნის დასასრულსა და მეთვრამეტის დასაწყისში, შემდეგ კი - ბესიკ გაბაშვილიც...
...რუმინეთის ერთ-ერთი უდიდესი მწერალი და განმანათლებელი ანთიმ ივერიანუ წარმოშობით თურმე ქართველი იყო. მისი სამოქალაქო სახელი ანდრო ყოფილა. როგორც ამბობენ, მშობლებს იონა და მარიამი რქმევიათ. თექვსმეტი წლის ანდრო საქართველოდან გაუტაცნიათ და კონსტანტინოპოლში გაუყიდიათ. იქ მიუღია განათლება, უსწავლია ხელობა - წიგნის ბეჭდვის საქმე და იმ პერიოდში ოტომანთა დინასტიის მფლობელობაში მყოფ ვლაქეთში, ანუ ახლანდელ რუმინეთში ჩასულა სამუშაოდ. რუმინეთის საეკლესიო საქმეებსაც მაშინ კონსანტინოპოლი განაგებდა. ანთიმი ჯერ სნაგოვში მოღვაწეობდა, ხოლო შემდეგ - რიმნიკსა და ბუქარესტში, სადაც რუმინულ, ბერძნულ და არაბულ ენებზე ბეჭდავდა წიგნებს. ერთ-ერთ იქ დაბეჭდილ წიგნს ასეთი წარწერა აქვს: "მართლმადიდებელთა საჭიროებისათვის დაბეჭდილი იერონომაქ ანთიმის, წარმოშობით ქართველის მიერ".
ანთიმი წიგნებს აბეჭდვინებდა აგრეთვე თბილისსა და ბელგრადში. საქართველოში მან, როგორც ცნობილია, გამოაგზავნა თავისი საუკეთესო მოწაფე, ტრანსილვანიელი იშტვანოვიჩი, რომელმაც დიდი დახმარება გაუწია ქართველებს პირველი სტამბის მოწყობაში. რუმინელი მეცნიერები წერენ, ანთიმს არასოდეს ავიწყდებოდაო თავისი სამშობლო. იგი თურმე ჩინებულად ლაპარაობდა ქართულად.
ანთიმ ივერიანუ ითვლება ახალი რუმინული სალიტერატურო ენის ფუძემდებლად. პირველად მან გამოიყენა რუმინული ენა საეკლესიო მღვდელმსახურებისათვის. იგი შესანიშნავად თარგმნიდა ძველ ბერძნულ და არაბულ წიგნებს. მისი ორგინალური ქადაგებანი (დიდახები) გამსჭვალულია დიდი ჰუმანიზმით, ხალხის გულწრფელი სიყვარულით. ანთიმის დიდახები ისე ჰგავს სულხან-საბა ორბელიანის ქადაგებებს, რომ გეგონებათ ერთი და იმავე კაცის დაწერილიაო. ორი დიდი ქართველი საბა და ანთიმი ერთ დროს მოღვაწეობდნენ: ერთი - საქართველოში, მეორე - რუმინეთში. ორივე ერთგვარ ისტორიულ და პოლიტიკურ პირობებში იმყოფებოდა, ორივეს მიზანი ერთი იყო: ხალხის განათლება, სოციალური და ეროვნული ჩაგვრის წინააღმდეგ ბრძოლა, სამართლიასნობის დცვა, სიკეთისა და სათნოების ქადაგება. ალბათ, ამიტომაც ჰგავს ასე ძლიერ ერთმანეთს სულხან-საბას მიერ დავით გარეჯის მონასტერში შეთხზული ქადაგებანი ანთიმოზ ივერიელის მიერ სნაგოვსა და ბუქარესტში შეთხზულს.”
―
ას ერგასის დღე წიგნი II
Share this quote:
Friends Who Liked This Quote
To see what your friends thought of this quote, please sign up!
2 likes
All Members Who Liked This Quote
This Quote Is From
Browse By Tag
- love (101899)
- life (80050)
- inspirational (76437)
- humor (44550)
- philosophy (31227)
- inspirational-quotes (29064)
- god (26994)
- truth (24859)
- wisdom (24819)
- romance (24505)
- poetry (23477)
- life-lessons (22770)
- quotes (21228)
- death (20651)
- happiness (19116)
- hope (18683)
- faith (18530)
- inspiration (17585)
- spirituality (15846)
- relationships (15758)
- life-quotes (15669)
- motivational (15575)
- religion (15453)
- love-quotes (15427)
- writing (14996)
- success (14236)
- motivation (13506)
- travel (13398)
- time (12917)
- motivational-quotes (12675)


