Discover new books on Goodreads
Meet your next favorite book
“ეს ისეთი გაუგონარი თარეში და კატასტროფა იყო, რომ კაცობრიობის მნიშვნელოვანი ნაწილი შეეჭვდა არა მარტო ჰიტლერელების, არამედ საერთოდ ადამიანის მორალურ ღირსებაში. არა ერთსა და ორს განუცხადებია, სიტყვა "ადამიანი" უკვე აღარ წარმოითქმის სირცხვილის გრძნობის გარეშეო. ეს ეჭვიც იმ სულიერი ტრამვის შედეგია, ორმა მსოფლიო ომმა რომ გამოიწვია. იგი დღემდე ღრღნის ადამიანის წარმოსახვას და მახინჯ ფორმებში წარმოადგენს არსებობის მშვენიერებას.
ასეთ პირობებში ვერც გაიგებ კაცი, რატომ ამგოგენ, ეჭვიაო ჭეშმარიტების საფუძველი! პირიქით, ეჭვია, ყველაფერს რომ შლის და სპობს! ეჭვმა დაანგრია სიბრძნის შვიდივე სვეტი და დაამხო ზეცის თაღები. ვინც ამ ცხოვრებას თემიდას თვალებით შეხედავს, შეამჩნევს, რომ დღესაც ბევრი იტანჯება იმ ნანგრევებში ან ინდოელ ვიშნუსავით თავს იტყუებს და საკუთარს ილუზიებს ეთამაშება. იქნებ სხვა გზა არცაა. ცოდვისა და მადლის ბორბალი ისე სწრაფად ბრუნავს, რომ არავინ იცის, მარადისობის ამ ორომტრიალში მაღლა რა იწევს და ძირს რა ეშვება. ან იქნებ ყოველივე ეს ბრმა ბედისწერის ბრუნვაა არარსობის სიცარიელეშ, სადაც სიმაღლისა და უფსკრულის ცნება ერთმანეთს ერწყმის.
ამგვარი ეჭვები დღესაც მატლებივით დაცოცავენ ადამიანთა ტვინში.”
― ას ერგასის დღე წიგნი I

“...ვის მოუვიდა თავში პირველად ეს სიტყვა, ახლაც მიკვირს: "თვითლიკვიდაცია". როგორც ჩანს, "თვითმკვლელობა" არ უნდოდათ დაეწერათ და ეს "თვითვლიკვიდაცია" მოიგონეს, თანაც საბრძოლო ბრძანების ფორმით. ბატალიონის სამ ოფიცერს, რომელთა გვარები ამოიკითხეს, ამ ბრძანების შესრულების შემდეგ ნაღმებით უნდა აეფეთქებინათ გამოქვაბული და თავიათი თავიც. ეს იქნებოდა 276 ოფიცრის ძმათა სასაფლაო.
ბრძანება ისეთ პათოსით იქნა წაკითხული, გეგონებოდათ საქმე რომელიღაც მნიშვნელოვანი ციხე-სიმაგრის აღებას ეხებაო. ჩვენც ისეთი შეგრძნება გვქონდა, ვითომ სხვების ლიკვიდაცია უნდა მოგვეხდინა და არა საკუთარი თავისა. ძნელიცაა ასეთ ვითარებაში გარკვევა. იქნებ ჩვენ თვითონ ვიქეცით ჩვენთვისვე "სხვად" და, რაკი ომია, შეიძლებოდა ამ "სხვის" სულ ადვილად მოსპობა, რაც იმავე დროს იქნებოდა ბრძანებით გადაწყვეტილი "თვითლიკვიდაცია"...
... და ყველაფერი ეს ხდება გასაოცარი სიმშვიდით. მე მიმძიმს კიდეც აქ სიტყვა "სიმშვიდე" ვიხმარო, იქნებ ეს მოჩვენებითია. ხომ შეიძლება უკანასკნელ საზღვრამდე მისული მღელვარება გადადიოდეს თავის წინააღმდეგობაში, რასაც უკვე განურჩევლობა და აპათია ჰქვია. იქნებ იმდენი ხნის უსმელ-უჭმელობით, უძილობითა და სიკვდილის პირისპირ დგომით მოთენთილი სხეული კარგავს სწორი რეაქციის უნარს და ერთმანეთში ურევს ყოფნა-არყოფნის კარტებს.”

“Without music, life would be a mistake.”
― Twilight of the Idols
― Twilight of the Idols
“რა თქქმა უნდა, ყველაფერი: ავიცა და კარგიც, ვთქვათ: ვარდების ხეივანიც ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში და გაზკამერებიც, მუსიკაცა და დახვრეტაც, თანაც... "ფსიქოლოგიურად უვნებელი"... კომფორტაბელური სამგზავრო თვითმფრინავებიცა და რეაქტიული ყუმბარმშენებიც... ატომური ელექტროსადგურიცა და ატომისვე მასობრივი ჟლეტის იარაღებიც... ყველაფერი ადამიანისთვისაა: სიყვარულიცა და სიძულვილიც... მეგობრობაცა და მტრობაც... თვითონ ადამიანები ქმნიან ადამიანებისათვის თავის მოსაკვეთ ნაჯახებსაც და სტრადივარიუსის ვიოლინოებსაც, თაიგულებსაც და ჯოჯოხეთის მანქანებსაც... ყველაფერს, რაც სიამოვნებას გვგვრის და რაც შიშის ზარსა გვცემს, სიცოცხლეს გვანიჭებს, თუ სიკვდილით გვანადგურებს...”
― ას ერგასის დღე წიგნი I
― ას ერგასის დღე წიგნი I
“...ახლა რომ ამაზე ვფიქრობ, ისიც მაგონდება, იმ დღეებში ენიკალესთან სადღაც შემორჩენილმა ყუბანელმა კაზაკმა რომ ოფლში გაღვრილი ცხენი მოაგდო ზღვის ნაპირას. წითელლამპასებიანი შარვალი ეცვა, თავზე წითელკოკარდიანი ქუდი ეხურა, ქოჩორი ბუჩქივით ჰქონდა გადმოშლილი, მკერდზე კი ორდენები და მედლები ეკიდა, წელზეც ოდნავ მოხრილი ხმალი ერტყა. ამაყი ჩანდა, მისივე ცხენივით ფიცხი. ალბათ, იფიქრა, ქერჩის სრუტეს გავცურავო. ამას სხვაც ბევრი ფიქრობდა. სამი კილომეტრის გაცურვა მართლაც შეიძლება, მაგრამ ისინე ვერ ითვალისწინებდნენ, სრუტის შუაწელში სწრაფი დინება რომაა და ვინც ამას ცდიდა, ქერჩთან გარიყავდა, სადაც მათ თევზებივით იჭერდნენ გერმანელები.
იმ კაზაკსაც მოუნდა ბედი ეცადა. სწრაფად ჩამოხტა ცხენიდან, ახსნა უნაგირი, მოსართავები, აჰყარა აღვირი და ხელებით მაგრად დაუჭირა თავი. ჯერ თვალებში ჩახედა, მერე კისერზე ხელები მოხვია და შუბლში აკოცა. ერთხელ, ორჯერ, სამჯერ... ხუთჯერ... რა ვიცი, ათჯერ თუ ასჯერ. კოცნიდა გაშმაგებით, თავდავიწყებით თვალებში, კისერზე... მერე ხელი უშვა, უკან დაიხია, რევოლვერი გაიძრო და სამჯერ ზედიზედ დაახალა შუბლში... ცხენისთვის არც შეუხედავს, ისე გაიქცა ზღვისკენ.
ცხენი ჯერ თითქოს გაოგნებული შეჩერდა. მერე ძლივს შებრუნდა მხედრისაკენ, ერთი გახედა და დაიჭიხვინა. მხედარს არც ახლა მოუხედავს...
ცხენმა წინა ფეხებზე ჩაიჩოქა, კისერი წაიგრძელა, უნდოდა კიდევ დაეჭიხვინა, მაგრამ რაღაც ხრიალი ამოხდა და დაეცა...
მხედარმა ზღვის ნაპირას ხმალი იძრო, ჯერ მოწიწებით ემთხვია, მერე მუხლზე გადაიმტვრია და გადააგდო. შემდეგ ჩექმები გაიხადა, ტანისამოსიც და გადახტა ზღვაში.
ისიც, ალბათ, ქერჩის ნაპირას გარიყა წყალმა...”

Khatuna’s 2025 Year in Books
Take a look at Khatuna’s Year in Books, including some fun facts about their reading.
More friends…
Favorite Genres
Art, Biography, Children's, Christian, Classics, Crime, Ebooks, Graphic novels, Historical fiction, History, Memoir, Music, Philosophy, Poetry, Psychology, Religion, Romance, and Travel
Polls voted on by Khatuna
Lists liked by Khatuna