(?)
Quotes are added by the Goodreads community and are not verified by Goodreads. (Learn more)
Zaza Burchuladze

“დღისით სალომემ ქართულ არხებზე გასული სიუჟეტი მანახა, მთელი ორი დღის განმავლობაში უდიდესი პო­პუ­ლა­რობით რომ სარგებლობს თურმე ქართულ ფეისბუქზე. გუშინ, სადღაც კახეთში, მგელი ეულ ცხვარს დასხმია თავს. მაგრამ ეს უკანასკნელი არ დაიბნა, უმალ შეეშვა ბალახის წიწკნას, ერთი ომახიანად დაიბღავლა და იქით გამოუდგა მომხდურს, დამფრთხალსა და კუდამოძუებულ მგელს სულ წკავწკავით არბენინა ტყემდე. ბედად, ვიღაც ადგილობრივს ეს ამბავი მობილურით გადაეღო.
ეგაა, თვით ამბავზე ალეგორიული შეფასებები იყო, სიუჟეტის მეორე ნაწილში რომ გაკეთდა. შეფასებები კი იყო უამრავი – ჟურნალისტს დიდად მოენდომებინა და ყველა ის რესპოდენტი ჩაეწერა, ვისაც მისწვდა. ცხადია, პირველ ყოვლისა, მოძღვარმა თქვა თავისი ავტორიტეტული სიტყვა, ვინმე მამა მაქსიმემ, გრემის ეპარქიიდან: კრავი ერთ-ერთი უმთავრესი იპოსტასია მამისა ჩვენისა იესო ქრისტესი, მგელი კი უწმინდურია, რომელსაც იგი ამარცხებსო. საქართველოს სახალხო არტისტმა, გურანდა გაბუნიამ, არც მეტი და არც ნაკლები, ცხვარში ბიძინა ივანიშვილი ამოიცნო, მგლის სახით მიხეილ სააკაშვილი რომ მიჯირყნა. იქვე სექსუალურ უფლებათა დამცველმაც ჩააგდო სიტყვა: თითოეული ქართველი ლგბტ იძულებული იქნება ცხვარივით დაიცვას თავი, თუ არ შეწყდება მათი დევნაო. ერთ-ერთმა პარლამენტარმა კი ისე დარწმუნებით იწინასწარმეტყველა, მალე ასევე კუდამოძუებული გაიქცევა საქართველოდან რუსის ჯარიო, გეგონებოდა, უტყუარ ინფორმაციას ფლობდა რუს ჯარისკაცებთან დაკავშირებით, რომელთაც კუდი უკვე ამოეძუებინათ და ნიშანსღა ელოდნენ გასაქცევად. ცოტა ბუნდოვანი კი დარჩა, ამ შემთხვევაში ვის უნდა ეკისრა ცხვრის როლი. ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი კი რისი ფილოსოფოსი იქნებოდა, ამბავი თავისებურად რომ არ ეთარგმნა: ცხადია, ეს გახლავთ არგონავტების კლასიკური მითის პოსტმოდერნული ბუკვალიზაციის ინვერსიული ნიმუში, ანუ ეს ის შემთხვევაა, როცა ოქროს საწმისი თავადვე იცავს თავს მტაცებელ იაზონისგანო. ამას რომ ამბობდა, მუცელზე ისე ითათუნებდა ორივე ხელს, მგონი, პოსტმოდერნულზე მეტად ამბის კულინარული მხარე აღელვებდა და სიუჟეტიდან "საწმისსაც" სავსებით რეალურ საჩაქაფულედ, ან სამწვადედ უფრო წარმოიდგენდა, ვიდრე წარმოსახვით ობიექტად. სიუჟეტს კი ის კახელი გლეხი ასრულებდა, ვისაც გადაეღო ვიდეო მობილურით: "მგელმა იცის ასე, პირუტყვს გაიტყუებს ხოლმე".”

Zaza Burchuladze, ტურისტის საუზმე
Read more quotes from Zaza Burchuladze


Share this quote:
Share on Twitter

Friends Who Liked This Quote

To see what your friends thought of this quote, please sign up!


This Quote Is From

ტურისტის საუზმე ტურისტის საუზმე by Zaza Burchuladze
64 ratings, average rating, 16 reviews

Browse By Tag