(?)
Quotes are added by the Goodreads community and are not verified by Goodreads. (Learn more)
Tsotne Tskhvediani

“ამბობენ:
არსებობენ ლიდერები, რომლებიც არ ისწრაფვიან ბელადობისკენ,
რომ ისინი ვერ გარყვნა ძალაუფლებამ.
არ ტკბებიან ფუფუნებით.
რეპორტიორები მათზე გატაცებით ყვებიან,
გვიჩვენებენ მათ მატარებელში, იაფფასიან ნომერში,
უბრალოდ ჩაცმულებს, მოკრძალებულებს,
გრძელ რიგში მორჩილად მდგომებს,
მდიდრული სასახლეების გარეშე,
ოქოროს უნიტაზის გარეშეც,
შეზღუდული სახელისუფლებო ბერკეტებით,
მათზე ამბობენ: „ის ერთ-ერთი ჩვენგანია“.

სკეპტიკოსები ცდილოდბენ, ეჭვები გაგვიჩინონ
იტყვიან: თავმდაბლი ლიდერების ზურგს უკან ყოველთვის დიქტატორი იმალება, რომელიც რეალურად მართავს და რომ ის სინამდვილეში თვალთმაქცი და მონაა, რომელიც ძალაუფლების ნარჩენებითაც კმაყოფილდება.
შენ, ჩემო პრეზიდენტო, ეცადე, ეჭვები გამიფანტო,
მოდი დავსხდეთ და მე ჰელიოგაბალუსზე გიამბობ,
ერთადერთ სახალხო ლიდერზე.
და იქნებ შენც იმასავით გამოხვიდე გლახაკებთან ქუჩაში,
უარი თქვა მოკრძალებაზე
და მთელი შენი დიდებულებით ტრაკი მისცე:
უსახლკაროებს,
ლოთებს,
უიმედოებს...
რადგან ძალაუფლების სიყვარულის ცოდვას მხოლოდ ამგვარი ღვაწლით გამოისყიდი.

ჩემო პრეზიდენტო, ესტუმრე მუშებს, ბნელ მაღაროში და ღრმა მინეტი გაუკეთე.
გამიხარდება, თუ კუნილინგუსის ტექნიკასაც აითვისებ გენდერული ბალანსის დასაცავად.
ჩემო პრეზიდენტო, იქნებ იაფფასიანი აბებით დაუძლურებული ჩემი ყლეც ფერზე მოიყვანო!
და როცა ხალხი გიხილავს:
ქუჩაში წაკუზულს,
მუხლებზე დამდგარს,
ჩვენსავით...
დარწმუნდებიან, რომ ნამდვიალდ
იცნობ ჩვენს ტკივილს
და
ერთ-ერთი ჩვენგანი ხარ.”

Tsotne Tskhvediani, მაიაკოვსკის თეატრი
Read more quotes from Tsotne Tskhvediani


Share this quote:
Share on Twitter

Friends Who Liked This Quote

To see what your friends thought of this quote, please sign up!

2 likes
All Members Who Liked This Quote



This Quote Is From


Browse By Tag